როცა მზე დამემალება

29,85 
გაყიდვაშია
ქულები: 30 ქულა
+

დორიან გრეის პორტრეტი

რომანის მთავარი გმირი - დორიან გრეი, მარადიული სილამაზის სიმბოლოა, ისეთივე უჭკნობი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. დროის მსვლელობა დორიანის პორტრეტზე აღბეჭდავს კვალს, ხოლო თვით დორიანი უცვლელი და მარად ჭაბუკი რჩება. ავტორმა პარადოქსის წესით შეაბრუნა და მარადიულად აქცია ცოცხალი ადამიანი, ხოლო მისი ანარეკლი - პორტრეტი კი ისეთ ცვალებად და წარმავალ მოვლენად, როგორც თავად ცხოვრებაა. ამიტომაც ცხოვრების ნაკვალევი პორტრეტს ცვლის, დორიანს კი არა. მაგრამ საკუთარი სილამაზის ტრფიალი დორიან გრეი, რომელმაც ცხოვრება ერთიანად სიამოვნებად გადააქცია, საბოლოოდ ამორალური და შესაზიზღი ხდება, ბოროტმოქმედების ჭაობში იფლობა და იღუპება.


პატარა მაწანწალა

რომანი  „პატარა მაწანწალა“ ლონდონის ღარიბ უბნებში მცხოვრებ ბიჭებზე მოგვითხრობს. ქუჩის ცხოვრების რეალისტური აღწერისა და დინამიკური სიუჟეტის გამო „პატარა მაწანწალა“ მრავალი თაობის ბავშვების საყვარელი წიგნია.

ჯაყოს ხიზნები
ამ ნაწარმოებს სოციალური რომანის ჟანრს მიაკუთვნებენ. ავტორი ასე წარმოგვიდგენს ნაწარმოების პრობლემატიკას: „ჯაყო“ ველურია, პრიმიტივი, უზნეო. სამაგიეროდ ჯანსაღია. თეიმურაზი უკვე დეკადანსია, მომაკვდავი. რა სჯობია, მდიდარი წარსული და საფლავში დგომა თუ უკულტურო ჯანმრთელობა?“ (მ. ჯავახიშვილი. უბის წიგნაკიდან) ეს კითხვა ქართული საზოგადოებისთვის მტკივნეული და საინტერესო აღმოჩნდა. მწერლისავე სიცოცხლეში რამდენჯერმე აკრძალეს „ჯაყოს ხიზნები“. თემა უნივერსალურიც გამოდგა, რამდენადაც იმავე ძალით აალაპარაკა მან საზოგადოება უკვე საბჭოთა ეპოქაში, სპექტაკლის ფორმით წარმოდგენილმა.


დონ კიხოტ ლამანჩელი

„მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტი ლამანჩელი“ ითვლება ესპანური და მსოფლიო ლიტერატურის ერთ ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად. რომანში მსუბუქი იუმორისტული და ხშირად სატირული ფორმით არის გადმოცემული ღრმად ფილოსოფიური აზრები ცხოვრების შესახებ. ესპანურიდან თარგმნა ბაჩანა ბრეგვაძემ. „მთელი დედამიწის ზურგზე არ მოიძებნება ამ წიგნზე უფრო ღრმა და ძლიერი ნაწარმოები. დღესდღეობით ესაა ადამიანური აზრის უკანასკნელი და უდიადესი სიტყვა. ესაა ყველაზე მწარე ირონია, რომელიც ოდესმე გამოუთქვამს ადამიანს. დედამიწის აღსასრული რომ დამდგარიყო და სადღაც ზემოთ ადამიანებისათვის ეკითხათ: „აბა, რას იტყვით, შეიცანით თუ არა თქვენი ცხოვრება მიწაზე, ან რა დასკვნა გამოიტანეთ აქედანო“, - ადამიანს შეეძლო უსიტყვოდ გაეწოდებინა „დონ კიხოტი“: „აი, ჩემი დასკვნა ცხოვრების თაობაზე, - შეგიძლიათ ამის გამო განმსაჯოთ?“ თეოდორ დოსტოევსკი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase