წიგნების ნაკრები ბავშვებისთვის - ქართული საბავშვო ლიტერატურის საგანძური 2

სათაგური და სხვა მოთხრობები

ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილია ვაჟა-ფშაველას რჩეული მოთხრობები, რომლებშიც მწერალი დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს გასულიერებული ბუნების სურათებს, მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს; გადმოსცემს ცხოველების, ფრინველებისა და  მცენარეების „განცდებს“, ქმნის პერსონაჟთა კოლორიტულ სახეებს… მისი მოთხრობების პერსონაჟ ცხოველებს ადამიანების მსგავსად შეუძლიათ ფიქრი, განსჯა თუ ოცნება; მათთვის „უმაღლესი ადამიანური გრძნობებიც კი უცხო არ არის“.

„სათაგური“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, „ქუჩი“, „სვავი“, „პაპას მსოფლიო ფიქრები“… უდავოდ უნიკალური ნიმუშებია ქართული კლასიკური პროზისა. თხრობის სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა ადვილი აღსაქმელია მოზარდი მკითხველისათვის, ხოლო ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციები განსაკუთრებულ ელფერს სძენს ვაჟას გმირებს.

კეთილი ბებერი ბუები
ამ წიგნში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები პატიოსან, მშრომელ, გულწრფელ ადამიანებზე. ამ ნაწარმოებებში ცხოველები და ფრინველებიც კი სიყვარულითა და სიკეთით სავსენი არიან. წიგნში შეხვდებით ბებერ ბუებს, რომლებმაც თავიანთ ფრთებქვეშ შეიფარეს და გაყინვას გადაარჩინეს პატარა ბიჭუნა; ასტრონომობაზე მეოცნებე მამაც ბიჭს, შიოს, რომელმაც საშინელ ავდარში ვაჟკაცურად გადალახა ადიდებული მდინარე; გულისხმიერ მასწავლებელს, რომელმაც პატარა, ღარიბ მოსწავლეს გული ნუგეშითა და რწმენით გაუთბო. წაიკითხეთ და თქვენც გაითბეთ გულები სიყვარულით, იმედით, ღვთიური და ადამიანური სიკეთით სავსე ამ არაჩვეულებრივი მოთხრობებით.

ალექსანდრე ყაზბეგი მოძღვარი
ყაზბეგის სხვა გმირებივით „მოძღვარის“ პერსონაჟებსაც გაგიჟებით შეუძლიათ სიყვარულიც, მეგობრობაცა და თავგანწირვაც. მწერალი დიდი გატაცებით აღწერს ხევის ხალხის ყოფას და მკითხველსაც მათი განცდებით აცხოვრებს.


 ჩემი თავგადასავალი და სხვა მოთხრობები
ეს წიგნი საშუალებას მისცემს მოზარდ მკითხველს, სხვა თვალით შეხედონ და უკეთ გაიცნონ ყველასათვის საყვარელი მწერლის, აკაკი წერეთლის შემოქმედება. აქ თავმოყრილია მოთხრობები, რომელთა სიუჟეტი და თემატიკა მეტად მრავალფეროვანია. წაიკითხავთ როგორც მარტივი შინაარსის, ასევე დიდაქტიკურ, ალეგორიულ, ისტორიულ თუ ზღაპრულ მოთხრობებს.

წიგნში აგრეთვე შესულია ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ჩემი თავგადასავალი”, სადაც მწერალი ჩვეული ოსტატობითა და განუმეორებელი იუმორით გადმოსცემს ბავშვობის ამბებს, გიმნაზიაში სწავლის პერიოდს; გაგაცნობთ თავისი ოჯახის ყოფა-ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებს; დიდი სითბოთი და სიყვარულით აღწერს სოფელ სავანეში, ძიძასთან ცხოვრების წლებს, სადაც ის უაღრესად თბილ ატმოსფეროში, მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში იზრდებოდა

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000006174
33,60 
გაყიდვაშია
ქულები: 34 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ