ჩემი საყვარელი საქართველო
შემოიარე საქართველო!
ეს საოცარი წიგნი მთელ საქართველოს შემოგატარებს. თითოეული რეგიონის სატელიტური გამოსახულებები, შთამბეჭდავი ფოტოები და სპეციალურად შექმნილი რუკები ნათელ წარმოდგენას შეგიქმნის მთელი ქვეყნის შესახებ – გაგაცნობს მის მთასა და ბარს, მდინარესა და ტბას, ტყესა და ველს, ქალაქსა და სოფელს…
აქ შეიტყობ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის, ტრადიციების, არქიტექტურისა თუ ცხოველთა სამყაროს შესახებ; აღმოაჩენ შენთვის უცნობ ადგილებს და შეძლებ, საკუთარი თვალით ვირტუალურად დაათვალიერო არა ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. ამაში სპეციალურად ამ წიგნისთვის გადაღებული 20 ვიდეოკლიპი და შენი სმარტფონი დაგეხმარება, ხოლო თუ VR-სათვალესაც მოირგებ, თავად გახდები თითოეული კლიპის მთავარი მონაწილე.
მოემზადე, წინ დაუვიწყარი მოგზაურობა გელოდება!
არტიკული | 9789941305610 |
---|---|
ყდის ტიპი | მაგარი |
გამოცემის წელი | 2020 |
ავტორი | სხვადასხვა |
ფორმატი | 21.6X27.6 |
გვერდების რაოდენობა | 136 |
„ბოცო და გვანცა“ ერთ-ერთი პირველი ქართული კომიქსია, რომელიც 1980-იანი წლების მიწურულს ქართველმა მხატვარმა, გია ლაფაურმა შექმნა. კომიქსის მთავარი პერსონაჟები, მეგობრები, ბოცო და გვანცა დროის მანქანით საქართველოს წარსულში მოგზაურობენ, პირადად ხვდებიან ფარნავაზს, ფარსმან ქველსა თუ დავით აღმაშენებელს; წმინდა ნინოსთან ერთად შემოივლიან მცხეთას, ვახტანგ გორგასალთან ერთად აღმოაჩენენ საოცარ ადგილს ახალი ქალაქის დასაარსებლად; ნახავენ საქართველოს დიდების ხანას, თურქ-სელჩუკთა თუ არაბთა შემოსევას და თავად გახდებიან საქართველოს დიდებული ისტორიის მონაწილეები. თითქმის 25 წლის შემდეგ ბოცოსა და გვანცას ამბები ისევ დაბრუნდა. გაიხსენეთ საყვარელი პერსონაჟები, გააცანით შვილებსაც და შეაყვარეთ ქართული საბავშვო კომიქსი.
არტიკული | 9789941239878 |
---|---|
ყდის ტიპი | მაგარი |
გამოცემის წელი | 2018 |
ავტორი | გია ლაფაური |
ფორმატი | 17.50 X 25.50 |
გვერდების რაოდენობა | 64 |
კომენტარეები ვერ მოიძებნა