ქართული ანბანის მეგობრები (საჩუქრით)

დანაზოგი 13%
37,80 ₾
32,90 
დანაზოგი: 4,90 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 33 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

„ქართული ანბანის“ მეგობარ წიგნში ძალიან ბევრი სიტყვა და ამ სიტყვებისგან აშენებული ამბები თუ ხასიათებია.

თითოეულ ამბავს თავისი გემო აქვს. ეს წიგნი დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენთვის ყველაზე მახლობელი სიტყვები, განწყობები, ამბები... ამ ლექსებით პატარები შეისწავლიან დათვლას, გაიცნობენ ემოციებს

და მათ სახელებს, ცხოველებისა და ფრინველების ნაშიერებს, საკუთარ სხეულს, სახალისო და წარმოუდგენლად გიჟურ რეცეპტებს. რაც მთავარია, წიგნში ლექსები დალაგებულია ასაკისა და თემების მიხედვით.

წიგნი აერთიანებს მარიამ წიკლაურის საბავშვო ლექსების დიდ ნაწილს. წიგნში 200-ზე მეტი ლექსია. მასალა დაყოფილია 7 თავად, თემატიკისა და მკითხველის ასაკის მიხედვით. ყველა თავი დასათაურებულია. წიგნში შესული მასლა ბავშვებს მსუბუქი იუმორის, ფოლკლორული ხასიათის მასალასთან ერთად მოუთხრობს და შეამეცნებინებს თანამედროვე ურბანისტულ გარემოსაც, აცნობს ბუნებას და ბუნებრივ მოვლენებს, აცნობს საგნებს ადამიანთა ირგვლივ, ასწავლის ზრუნვისა და სიკეთის მაგალითებს მთელ გარემომცველ სამყაროზე. ყველა ლექსი გარკვეულ ამბავს გვიყვება, ამ თხრობას კი მსუბუქი ენა, რიტმების მონაცვლეობა და საინტერესო ლექსიკა ადვილად აღსაქმელს ხდის ბავშვებისთვის. ავტორის ხელწერა განსაზღვრავს კიდეც წიგნის ხასიათს – ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხზე შეიძლება ბავშვებთან საუბარი დიდაქტიკისა და თითის ქნევის გარეშეც. ერთი თავი კი მთლიანად უცხოელი საბავშვო ავტორების თარგმანებს ეთმობა. წიგნის მხატვარია დავით ჯამრიშვილი, რედაქტორი ქეთო ნინიძე, დიზაინერი თეა აკობია. 


იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსისგამარჯვებული 

მარიამ წიკლაურის „მხიარული რეცეპტები“ წლის საუკეთესო პოეტურ კრებულად დასახელდა

ვიდეო


ანბანი ლექსებით

  • 33 ქართული საბავშვო ლექსი
  • 260-ზე მეტი სიტყვა და ილუსტრაცია
  • სტიკერებით, გასაფერადებლებითა და ქართული ასოების საწერი ბადეებით

ზომა: 19.5X27 სმ.
გვერდების რაოდენობა: 24
ყდა: მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა