ქართული კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს და მინდა ყველაფერი ვიცოდე

37,00 
გაყიდვაშია
ქულები: 37 ქულა
+

გივი ჩიღვინაძე - მთებისა და ტყეენის ამბები

წიგნმა 2019 წელს გაიმარჯვა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო-საყმაწვილო პრემიის დაჯილდოებაზე ნომინაციაში საუკეთესო პოეტური წიგნი.

ამ წიგნში დაბეჭდილ ლექსებში წელიწადის ოთხივე დროა წარმოდგენილი. ჯერ ნახავთ, როდის მოდიან პირველი ყვავილები ჩვენს ტყეებში, როგორ ხვდებიან ბუნების გამოღვიძებას ფრინველები და ცხოველები, რაზე ფიქრობენ და ოცნებობენ ხეები... შემდეგ ზაფხულის ამბები გაგახალისებთ - რატომ დაეღვარათ მოჩხუბარ ბელებს თაფლი, ვისთან ერთად ცხოვრობს ტყეში მოხუცი ჩალხო და რომელ მეზობლებს უმასპინძლა მელამ ... მერე შემოდგომის აყვითლებულ მთებში დათვების რთველს დაესწრებით, მეფობაზე მოფიქრალი ციყვის ნაამბობს  მოისმენთ და მსუნაგი მაჩვების ქურდობის ამბავს გაიგებთ... ბოლოს, ზამთრის თეთრ მდუმარებაში შეაბიჯებთ და ფიფქების შრიალში კურდღლის, კოდალას, ჩხიკვის, კვერნასა და სხვათა თავგადასავლებს გაეცნობით. აქვე მოთხილამურე ბიჭებს შეხვდებით და ტყის ბიბლიოთეკას ნახავთ... წაიკითხეთ ეს წიგნი. თქვენ თვალწინ ბუნების უმშვენიერესი სურათები გადაიშლება...

ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 55


გივი ჩიღვინაძე - მზე შინა და მზე გარეთა

წიგნში წარმოდგენილია უმნიშვნელოვანესი ნაწილი ქართული ხალხური დღეობა-დღესასწაულებისა და წეს-ჩვეულებებისა, რომლებიც ოდითგან ეწყობოდა ჩვენს ქვეყანაში. ქართველი ერის წარსული წარმოუდგენელია ამ მშვენიერი რიტუალების გარეშე. მათი გაცნობით გასაგები ხდება, რით სულდგმულობდა ხალხი, როგორ ცხოვრობდა და ერთობოდა. ამ დღესასწაულებში უმეტესად ბავშვები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ და ამიტომ ეს ძველი ქართული ყოფის სურათები საინტერესოა ჩვენი მომავალი თაობისათვის. ეს დღეობები და დღესასწაულები ჩვენი თვითმყოფადი კულტურის საფუძველია. მათი ნაწილი ქრისტიანული დღესასწაულების თანამდევია: ალილო შობის მისალოცი ჩვეულებაა, ჭონა - აღდგომისა, ლამპრობა - მირქმისა, სხვებიც ღვთისადმი ლოცვა-ვედრებითაა გაჯერებული. აქ წარმოდგენილი რიტუალები, ხალხური ლექსები და წეს-ჩვეულებები ერის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავარი შემადგენელი ნაწილია, რომლის დაცვის კონვენცია იუნესკომ მიიღო და მისი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით ითვალისწინებს ამ მემკვიდრეობის დაცვას, კვლევას, შენახვას, აღორძინებას და პოპულარიზაციას. ეს კრებული გააცნობს ჩვენს ბავშვებს ძველი ქართული ყოფის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს - იმ დღეობა-დღესასწაულებსა და წეს-ჩვეულებებს, რომლებიც უფრო მეტად ალამაზებდნენ და ამრავალფეროვნებდნენ ჩვენი წინაპრების ცხოვრებას. ისინი იმდენად მიმზიდველი წარმოდგენებით ეწყობოდა, რომ მათი დავიწყება არ შეიძლება. პირიქით, უნდა შევისწავლოთ, აღვადგინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი პატარების აღზრდაში.

ყდა: რბილი
გვერდების რაოდენობა: 55


მინდა ყველაფერი ვიცოდე

წიგნში თავმოყრილია თითქმის ყველაფერი, რითაც ბავშვი იწყებს სამყაროს შეცნობას, რაც ნელ-ნელა მკვიდრდება მის ცნობიერებაში... წიგნში 14 განსხვავებული რუბრიკაა : ფერები წელიწადის ოთხი დრო დრო და ბუნებრივი მოვლენები ხილი ბოსტნეული შინაური ცხოველები და ფრინველები გარეული ცხოველები გარეული ფრინველები ქვეწარმავლები წყალქვეშა სამყარო მწერები და ჭიები ტრანსპორტი პროფესიები სპორტის სახეობები მოცემული თემები სასურველია ნელნელა, ეტაპობრივად გავაცნოთ ბავშვებს და რამდენჯერმე მივუბრუნდეთ ერთხელ წაკითხულს, დავუსვათ მარტივი კითხვები და მივაჩვიოთ დამოუკიდებლად აზროვნებას... 

ფორმატი: ა5+ 

ყდის ტიპი: მაგარი 

გვერდების რ-ბა: 133 

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase