ქართული ანბანი - ეს არის გასაოცარი სამყარო

ქართული ანბანი

ასაკი: 4+

ყუთში იპოვით:

  • 33 წყვილ ფაზლს;
  • ქართულ ანბანზე შექმნილ გივი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსების წიგნს;
  • ქართული ანბანის პოსტერს.

„ქართული ანბანის“ ყუთში პატარებს დახვდებათ ორნაწილიანი ფაზლი, ანბანის პოსტერი და ლექსების წიგნი. ფაზლი შედგება ორი ნაწილისგან: ასოები და სიტყვები. პატარებმა ასოები უნდა დააწყვილონ შესაბამის სიტყვებთან; წიგნში ანბანის თითოეულ ასოზე შექმნილი ლექსები გივი ჭიჭინაძეს ეკუთვნის, ხოლო ანბანის პოსტერი დამხმარე მასალაა ფაზლის აწყობისა და ასოებისა და სიტყვების სწორად დასაწყვილებლად. ქართული ანბანის ყუთი საუკეთესო საშუალებაა ასო-ბგერების ამოცნობისა და დამახსოვრებისთვის.

ამ ყუთში პატარები იპოვნიან ორ ნაწილიან ფაზლს, ქართული ანბანის პოსტერს და წიგნს გივი ჭიჭინაძის ლექსებით, რომელშიც თითოეულ ასო-ბგერაზე ლექსს შეხვდებიან. ილუსტრირებული პოსტერის დახმარებით ბავშვები ისწავლიან ქართული ანბანის თანმიმდევრობას. ორ ნაწილიანი ფაზლი კი საშუალებას მისცემს მათ, რომ მარტივად დააწყვილონ ასო-ბგერა სიტყვასთან და ქართული ანბანის სწავლის პარალელურად ლექსიკური მარაგიც გაიმდიდრონ.   

ყუთში მოთავსებული თითოეული კომპონენტი ეკოლოგიურად სუფთაა და უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. ფაზლი კი, დამზადებულია სქელი მუყაოსგან, რაც პატარებს მის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას მისცემს.  

ქართული ანბანი (დაწერე და წაშალე)

ეს წიგნი ბავშვებს დაეხმარება იმაში, რომ ქართული ანბანი და ქართული ასო-ბგერების წერა მარტივად და ხალისით ისწავლონ. წიგნში ანბანი დალაგებულია თანმიმდევრულად და თითოეულ ასო-ბგერას თან ახლავს საწერი ბადე, რომლის საშულებითაც ბავშვები წერას ისწავლიან. წიგნის გვერდები ილუსტრირებულია და ანბანის შესწავლის პროცესი ასე უფრო გახალისდება ბავშვებისთვის.  

წიგნს, ასევე მოყვება ფლომასტერი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ. 





გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
ყუთი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000007936
35,80 
გაყიდვაშია
ქულები: 36 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ