მოძრავი რიცხვები – 1 2 3
საგანი: მათემატიკა
ყუთში დაგხვდებათ:
- წიგნი
- 10 დაფა
- მოძრავი რიცხვები
ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და მოძრავი ფერადი რიცხვების – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ მარტივად დათვლას, დაფის ცარიელ ჩარჩოში მითითებული ან გამოტოვებული ციფრის ჩასმას, შეკრებასა და გამოკლებას, მარტივი ამოცანის ციფრებით გამოსახვას და ამოხსნას, უტოლობის შედგენას. საინტერესო და მხიარული აქტივობები, რომელთა პირობები დაფებზევეა განმარტებული, ბავშვებს მათემატიკასთან პირველ შეხებას გაუადვილებს.
მოძრავი რიცხვები – 1 2 3 საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვებმა ადვილად ამოიცნონ და დაიმახსოვრონ ციფრები, შეძლონ საგნების რაოდენობების აღქმა და მათი რიცხვებით გამოსახვა.
მოძრავი რიცხვები – 1 2 3 განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებიც იწყებენ მათემატიკის შესწავლას სკოლაში ან სახლში. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აქტივობებში გასარკვევად მათ თავდაპირველად უფროსები დაეხმარონ.
რესურსი შექმნილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობისთვის, მათ შორის კლასში.
კომენტარეები ვერ მოიძებნა