მოძრავი ანბანი – ა ბ გ

საგანი: ქართული ენა

ყუთში დაგხვდებათ:

  • ილუსტრირებული წიგნი
  • 10 დაფა აქტივობებით
  • მოძრავი ქართული ანბანი

ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და ფერადი მოძრავი ქართული ანბანის – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ასოების ანბანზე დალაგებას, სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას, სიტყვის პირველი ასოს მოძებნას და ა.შ. საინტერესო და მხიარული აქტივობების პირობები დაფებზევეა განმარტებული.

მოძრავი ანბანი – ა ბ გ საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად ამოიცნოს და დაიმახსოვროს ქართული ასოები, წერაში გაწაფვამდე შეძლოს მისთვის კარგად ნაცნობი სიტყვების „დაწერა“ და ამოკითხვა.

მოძრავი ანბანი – ა ბ გ განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებიც იწყებენ ქართული ანბანის შესწავლას სკოლაში ან სახლში. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ აქტივობებში გასარკვევად მათ თავდაპირველად უფროსები დაეხმარონ.

რესურსი შექმნილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობისთვის, მათ შორის – კლასში.



ISBN:
9789941306280
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი:
2020
ენა:
ქართული
სერია:
ჩემი სკოლა
ავტორი:
სხვადასხვა
არტიკული:
9789941306280
ყდის ტიპი:
ყუთი
ილუსტრირებული:
კი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
29,90 
გაყიდვაშია
ქულები: 30 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
სერიაჩემი სკოლა
ასევე დაგაინტერესებთ