ბურატინო და ახალი წელი

29,00 
გაყიდვაშია
ქულები: 29 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

დაეხმარე სანტა კლაუსს.

უღრან ტყეში პატარებისკენ მიმავალ სანტა კლაუსს, ქარიშხალმა მოუსწრო და საჩუქრები აქეთ-იქეთ მიმოფანტა. ტყეში დათვი, მელა და ციყვია, რომლებიც თამაშში მონაწილეობენ და ეხმარებიან სანტა-კლაუსს საჩუქრების შეგროვებაში. თამაში სამი მონაწილისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ორსაც შეუძლია რომ ითამაშოს. თამაშს მოყვება მუყაოს ცხოველების გამოსახულებიანი 3 სტიკერი, რომელსაც მონაწილეები ინაწილებენ, ასევე რუკა რომელიც იშლება და კამათელი, რომელსაც მოთამაშეები რიგ რიგობით აგორებენ. მაგალითად: პირველ საჩუქარს დაისაკუთრებს ის მონაწილე, რომელიც პირველად გააგორებს ოთხიანს. თამაშის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილეებმა მალე შეაგროვონ ყველა საჩუქარი, რათა დაეხმარონ სანტა კლაუსს რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საჩუქრის გარეშე.

მრავალ ახალ წელს
საახალოწლო სიმღერებით, ლექსებით და მოთხრობებით დატვირთული წიგნი.
შესულია: ნაძვის ხის სიმღერა, საახალწლო, თოვლის პაპას წერილი, ზამთარი, ნაძვის ხეო, ამანათი, ზამთარი, დეკემბერი, ამანათი,  გოზინაყი, ციგაობა, ზამთარი, ჩურჩხელების ჩხუბი, პირველი თოვლი, ფიფქები, ციგაობა, ნაძვის ხეო, ვინი პუჰი- საშობაო ზღაპარი, ჩიტების შობის ხე და სხვა.
გვერდების რაოდენობა: 100
ყდა: მაგარი

ბურატინოს თავგადასავალი

მშვენიერი  ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში წაიკითხავთ გამოჩენილი რუსი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ალექსეი ტოლსტოის ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობას ხის ბიჭუნაზე, რომელიც მეარღნე კარლომ შეშის ნაპობისგან გამოთალა და სახელად ბურატინო დაარქვა.

გვერდების რაოდენობა: 120
ყდა: მაგარი




ნაკრებს საჩურქად მოყვება სანტას ქუდი და სერტიფიკატი.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა