საკითხავი მოზარდებისთვის

დანაზოგი 57%
70,00 ₾
30,00 
დანაზოგი: 40,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 30 ქულა
+

ვამპირის დღიურები
მთარგმნელი: ანა ჭიჭინაძე
დაბრუნება

ფელს ჩერჩში ელენა და მისი ძლევამოსილი ვამპირული ტრიო ბრუნდება. სტეფანი ელენასთვის მიცემულ პირობას ასრულებს და გადაწყვეტს, მარტო შეებრძოლოს ყველაზე ბოროტ არსებას. ძმას ერთ დროს მტრად შერაცხილი დეიმონი ეხმარება, რომელიც თავდაუზოგავად უპირისპირდება ახალ გამოწვევას და თან არც თავის შარმსა და მომხიბვლელობას კარგავს. შესაძლოა, სამეგობროში კიდევ ერთი სასიყვარულო სამკუთხედის მოწმე გავხდეთ…


მრისხანება
რისხვა, სიძულვილი და ტკივილი ის საერთო ნიშან-თვისებებია, რომლებიც ვამპირ ძმებს, მომხიბლავ სტეფანსა და დეიმონს ერთმანეთს ამსგავსებს.
ელენას? რა შეიძლება ითქვას მასზე? საინტერესოა, გარდაქმნის შემდეგ ელენასაც მართავს ასეთი სახასიათო შტრიხები? შეინარჩუნებს კი ის თავის შინაგან ძალასა და მშვენიერებას, თავის უანგარო სიყვარულის გრძნობას? რა შეიძლება შეიცვალოს პერსონაჟთა ურთიერთობაში?
ლ.ჯ. სმითის ფენტეზის ჟანრის ცნობილი რომანის, „ვამპირის დღიურების“ მესამე ნაწილი „მრისხანება“ ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე გაგცემთ პასუხს.


ბრძოლა
ნანატრი სიყვარულის მოპოვების მიუხედავად, ელენას ცხოვრება კვლავ ხიფათითა და დაბრკოლებებით სავსე რჩება. დეიმონ სალვატორე არ აპირებს კიდევ ერთხელ დამარცხდეს ძმასთან სასიყვარულო სამკუთხედში. ქალაქი იდუმალებით მოცულ მკვლელობებში ეჭვმიტანილად ისევ სტეფანს მიიჩნევს. ერთ დროს სკოლის ყველაზე პოპულარული გოგონა საზოგადოებისგან სულ უფრო მეტად გარიყული ხდება. ახალი მასწავლებელი, ყოფილი მეგობრების მუქარა და სიზმარეული ხილვები…
გაუმკლავდება თუ ვერა ყველაფერს ელენა? მოასწრებენ თუ არა გოგონები „დამაარსებლების დღემდე” დაიბრუნონ ელენას დაკარგული დღიური, რომელიც, შესაძლოა, სტეფანისთვის განაჩენად იქცეს? ელენას და სტეფანის სიყვარულის გადასარჩენად ბრძოლა გრძელდება


ცუდი დასაწყისი ლემონი სნიკეტი
ძვირფასო მკითხველო,
ვწუხვარ, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ ამ წიგნში მოთხრობილი ამბავი არცთუ სასიამოვნო წასაკითხია. აქ სამი უიღბლო ბავშვის თავგადასავალია აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლამაზები და ჭკვია­ნები არიან, პატარა ბოდლერების ცხოვრება უბედუ­რებითა და ტანჯვითაა სავსე. ამ წიგნის პირველივე გვერდიდან დაწყებული, როცა ბავშვები პლაჟზე იმყო­ფებიან და საშინელ ამბავს შეიტყობენ, უბედუ­რება მათ მთელი ამბის განმავლობაში ფეხდაფეხ დაჰყვება. როგორც იტყვიან, უიღბლობას მაგნიტი­ვით იზიდავენ.
ამ პატარა წიგნში ბავშვები ერთდროულად უმკლავ­დებიან ხარბ და ამაზრზენ არამზადას, გამანადგურებელ ხანძარს, ქავილის გამომწვევ ტანისამოსს, ადამიანებს, რომელთაც მათთვის ქონების წართმევა განუზრახავთ, ცივ ფაფას საუზმეზე… სამწუ­ხაროდ, ამ უსიამოვნო ამბების აღწერა ჩემი მოვალეობაა, მაგრამ თუკი თქვენ რაიმე უფრო მხიარულის წაკითხვა გირჩევნიათ, შეგიძლიათ ეს წიგნი ახლავე გვერდზე გადადოთ.
პატივისცემით,
ლემონი სნიკეტი


ტერარიუმი ლემონი სნიკეტი
მთარგმნელი: აია ბერაია

ძვირფასო მკითხველო,

თუ ფიქრობთ, რომ ამ წიგნში სასიამოვნო ამბავს წაი­კითხავთ, ვშიშობ, არასწორი არჩევანი გა­ა­კე­თეთ. ამბავი შეიძლება თავიდან მხიარული გეჩ­ვე­ნოთ, რადგან პატარა ბოდლერები საინტერესო ქვეწარმავლებსა და მსუქანა ბიძასთან ერთად დროს არცთუ უსიამოვნოდ ატარებენ, მაგრამ არ მოტ­ყუვდეთ. თუ უკვე იცნობთ უიღბლო ბოდლერებს, გეცოდინებათ, რომ მათ შემთხვევაში კარგი ამბებიც კი უბედურებით სრულდება.
მართლაც, ამ წიგნში ბავშვებს მრავალი გასაჭირის გადატანა უწევთ: ისინი მოჰყვებიან ავტოსაგზაო შემთხვევაში, შეხვდებიან მახრჩობელა გველს, დაკარ­გავენ საყვა­რელ, მხიარულ ბიძას… ყველაფერ ამასთან ერთად, გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც, იმედი ჰქონ­დათ, აღარასდროს ნახავდნენ…
მე იძულებული ვარ, ამ ტრაგიკული ამბების შესახებ დავწერო, მაგრამ თქვენ თუ მათ წაკითხვას არ მოი­სურვებთ, შეგიძლიათ, ეს წიგნი თაროზე შემოდოთ და რაიმე უფრო მსუბუქი საკითხავი მოძებნოთ.
პატივისცემით,
ლემონი სნიკეტი


საზიზღარი სამხერხაო
ძვირფასო მკითხველო,
დიდი იმედი მაქვს, ამ წიგნის წაკითხვა თავშესაქცე ვად არ განგიზრახავთ. და თუ ვცდები, გირჩევთ, მყისვე გაუშვათ მას ხელი, იმიტომ, რომ ყველა იმ წიგნიდან, რომლებიც ობოლ ბოდლერთა უიღბლო ცხოვრებას ეძღვნება, „საზარელი სამხერხაო“ ალ ბათ ყველაზე გულისმომკვლელი გამოვიდა: ვიოლეტ, კლაუს და სანი ბოდლერებს სამუშაოდ გაამწესებენ ქალაქ პოლტრივილის სამხერხაოში, სადაც მათ ყოველი მორისა და ფიცრის უკან უბედურება და განსაცდელი ელით.
ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდებით ისეთ უსიამოვნო რაღაცებს, როგორებიცაა მარწუხებიანი მანქანა, საზიზღარი ლაზანია, კვამლისთავა კაცი, ჰიპნოტიზიორი, უბედური შემთხვევა, რომელიც ტრავმით დასრულდა…
მე დაგპირდით, ამ სამი საბრალო ბავშვის ისტორიას სრულად აღვწერ-მეთქი, მაგრამ თქვენ არაფერსაც არ დამპირებიხართ. ასე რომ, თუ უფრო მხიარული ამბებისკენ მიგიწევთ გული, არ მოგერიდოთ, საკითხავად რამე სხვა შეარჩიეთ.
პატივისცემით,

ლემონი სნიკეტი

 

ქარიშხალი 

ძვირფასო მკითხველო, ვწუხვარ, მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ ამ წიგნში მოთხრობილი ამბავი არცთუ სასიამოვნო წასაკითხია. აქ სამი უიღბლო ბავშვის თავგადასავალია აღწერილი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ლამაზები და ჭკვიანები არიან, პატარა ბოდლერების ცხოვრება უბედურებითა და ტანჯვითაა სავსე. ამ წიგნის პირველივე გვერდიდან დაწყებული, როცა ბავშვები პლაჟზე იმყოფებიან და საშინელ ამბავს შეიტყობენ, უბედურება მათ მთელი ამბის განმავლობაში ფეხდაფეხ დაჰყვება. როგორც იტყვიან, უიღბლობას მაგნიტივით იზიდავენ. ამ პატარა წიგნში ბავშვები ერთდროულად უმკლავდებიან ხარბ და ამაზრზენ არამზადას, გამანადგურებელ ხანძარს, ქავილის გამომწვევ ტანისამოსს, ადამიანებს, რომელთაც მათთვის ქონების წართმევა განუზრახავთ, ცივ ფაფას საუზმეზე... სამწუხაროდ, ამ უსიამოვნო ამბების აღწერა ჩემი მოვალეობაა, მაგრამ თუკი თქვენ რაიმე უფრო მხიარულის წაკითხვა გირჩევნიათ, შეგიძლიათ ეს წიგნი ახლავე გვერდზე გადადოთ. პატივისცემით, ლემონი სნიკეტი

ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase