ხალით ჰოსეინის მოელვარე სამყარო

დანაზოგი 29%
43,95 ₾
31,00 
დანაზოგი: 12,95 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 31 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

"ათასი მოელვარე მზე" მსოფლიო ბესტსელერების ავტორის-ხალიდ ხოსეინის რომანია, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა.ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურებაზე,ოჯახში ძალადობაზე,"თალიბანის სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას.ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვიან,ჩამოყრილ ჭურვებშ კი ყვავილებს ახარებენ.
გამომცემლობა: არტანუჯი

ავტორი: ჰოსეინი ხალიდ
გვერდები: 448
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2016
თარგმანი: სოფიო ჯობავა
ხელმისაწვდომი: არის
ფორმატი: 14.3X20.4
აისბიენი/აიდი: 9789941463952


ზღვას ვევედრები

თვარით განათებულ სანაპიროზე მამას ვაჟიშვილი კალთაში უზის და არწევს, გათენებას ელოდება. დილას ნაპირს ნავი მოადგება. მამა ბიჭს სირიაში, ბაბუის სახლში გატარებულ ზაფხულის გრძელ ღამეებს ახსენებს, ნიავით აფორიაქებულ ზეთისხილის ხეებს, ბებიას კიკინა თხებს, ჯამ-ჭურჭლის ჩხაკუნს, ხმაურიან ქალაქ ჰომსს, ხალხით სავსე ვიწრო ქუჩებს, მეჩეთს, დიდ ბაზარს და იმ დღეებს, როცა ჰომსის ქუჩებში სეირნობდნენ, სანამ ციდან ჭურვების წვიმა წამოვიდოდა და იძულებული გახდებოდნენ, გაქცეულიყვნენ. მზე ამოვა, ხალხი თავს მოუყრის თავის ავლადიდებას, ნავში ჩასხდებიან და თავშესაფრის საძიებლად ზღვით სახიფათო მოგზაურობას დაიწყებენ.

 ხალიდ ჰოსეინის „ზღვას ვევედრები“ სამი წლის სირიელი ლტოლვილი ბიჭუნას, ალან ქურდის, ამბავმა შთააგონა. ბიჭუნა, რომელიც ოჯახთან ერთად ცდილობდა, უსაფრთხოება ევროპაში ეპოვა, 2015 წლის 2 სექტემბერს ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო.

 ალანის სიკვდილის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, კიდევ უამრავი ადამიანი ეცადა ნავებით ზღვის გადაკვეთას; მათგან 4,176 კაცი დაიღუპა ან დაიკარგა.

  წიგნი ეძღვნება ომსა და ეთნიკურ დევნას გამოქცეულ ათასობით ლტოლვილს, რომლებიც ზღვამ იმსხვერპლა.

▪️ წიგნის მხატვარია დენ უილიამსი. ▪️ ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა.

 

გამომცემლობა: არტანუჯი
ავტორი: ჰოსეინი ხალიდ
გვერდები: 48
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: ლალი ყუშიტაშვილი
ილუსტრატორი: დენ უილიამსი
ხელმისაწვდომი: არის
ფორმატი: 15.5 X 24.5
აისბიენი/აიდი: 9789941478475


კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა