კალიის დღე - მეოცე აბრეშუმი - ოთახი ხედით

დანაზოგი 40%
59,70 ₾
36,00 
დანაზოგი: 23,70 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 36 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

,,კალიის დღე“ ახალგაზრდა ტოდ ჰაკეტის ისტორიაა, რომელიც თავს მხატვრად თვლის, ჰოლივუდში იწყებს მუშაობას და ,,ამერიკული ოცნების“ ნაწილი ხდება. ნაწარმოების სათაური უკავშირდება ბიბლიურ ისტორიას, ალუზიას მკითხველი ,,გამოსვლაში“ მოთხრობილ ამბამდე მიჰყავს, რომელშიც ეგვიპტელთათვის უფლის მიერ გაგზავნილ სასჯელზე, კალიათა გამანადგურებელ შემოსევაზეა საუბარი.

,,კალიის დღე“ ჰოლივუდის მკაცრი რეალობის ასახვაა, უზნეო, ვულგარული პეიზაჟი ნათელი სურათია იმ სიღარიბისგან დატოვებული კვალისა, რომელშიც დიდხანს მოუწიათ ამერიკელებს ცხოვრება. ,,ამერიკული ოცნება“ ნათანიელ უესტმა ნამდვილ კოშმარად დაგვიხატა, ცრუ დაპირებებად, თვალისმომჭრელ რეკლამებად, კეთილდღეობისა და ბედნიერების გამკერპებლად, სწორედ ის აღმოჩნდა კალიების გუნდი, მზეს რომ აბნელებს და ადამიანებს ანადგურებს, განადგურება კი ფიზიკურზე უფრო მძიმეა, სულიერია. ამ საზოგადოებაში სიკეთე თითქმის არ არსებობს, აქ ყველაში ღვიძავთ ფარულ დემონებს, დამღუპველ სურვილებსა და ვნებებს, გრძნობებს, რომლებიც ადამიანისთვის დამანგრეველია...

ნაწარმოები სავსეა ემოციებით, ალუზიებით, სიღრმისეული ფსიქოლოგიური წიაღსვლებით, რელიგიური სიმბოლიკით, და ეს ყველაფერი მკითხველს ბოლომდე ითრევს.

რედაქტორი - მარი კორინთელი

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ავტორი: უესტი ნათანიელ
გვერდები: 331
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2020
თარგმანი: ნათია ჩუბინიძე
ფორმატი: 14X20
სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა
აისბიენი/აიდი: 9789941472183


ალესანდრო ბარიკო იტალიელი მწერალია, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნება და მკითხველთა დიდი სიყვარულითა და აღიარებით სარგებლობს. "უკვდავი ბიბლიოთეკის" ეს წიგნი ბარიკოს ორ ნაწარმოებს აერთიანებს: "მეოცესა" და "აბრეშუმს". ორივე მათგანზე ცნობილი ფილმები გადაიღეს ჯუზეპე ტორნატორემ ("ლეგენდა 1900", იგივე "მეოცე") და ფრანსუა ჟირარმა ("აბრეშუმი")
”ყველა ამბავს თავისი მუსიკა აქვს" - წერს ალესანდრო ბარიკო "აბრეშუმის" წინასიტყვაობაში და მართლაც, მისი ნაწარმოებები სიტყვებად გადმოცემული მუსიკაა, სადაც თითოეული ბგერა უნიკალურად ჟღერს. მისი მუსიკა ზოგჯერ სევდიანია, ზოგჯერ - ცრემლებამდე სიცილის მომგვრელი, ზოგჯერ რომანტიკული სიმღერაა, "თეთრი მუსიკა", როგორც თავად დაწერა "აბრეშუმზე", ზოგჯერ კი, მაგალითად, "მეოცეში", რეგთაიმია, რომელზეც "ღმერთი ცეკვავს, როცა არავინ ხედავს."

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ავტორი: ბარიკო ალესანდრო
გვერდები: 202
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2019
თარგმანი: ხათუნა ცხადაძე
ფორმატი: 14X20
სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა
აისბიენი/აიდი: 9789941474859



ედუარდ მორგან ფორსტერი ინგლისური კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. სხვადასხვა ავტორიტეტულმა გამოცემებმა მისი საკულტო ნაწარმოები, „ოთახი ხედით“ მე-20 საუკუნის საუკეთესო რომანებს შორის დაასახელეს. „ოთახი ხედით“ მეოცე საუკუნის დასაწყისის ბრიტანული საზოგადოების ერთგვარი კრიტიკაა; საზოგადოებისა, რომელიც შებოჭილია დრომოჭმული ტრადიციებით, მოძველებული შეხედულებებით და ამის გამო მისი წევრები იძულებულნი არიან, დათრგუნონ თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები და ვნებები; იმოქმედონ ისე, როგორც გარშემომყოფთ მიაჩნიათ მართებულად. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ქალები არიან, რადგან მათგან მოითხოვენ მუზობას, კდემამოსილებას, ოჯახის დედობას, უშფოთველ ცხოვრებას და არავითარ შემთხვევაში – გაბედულ ნაბიჯებს. მათგან მხოლოდ განსაკუთრებით მამაცებს ჰყოფნით ძალა, თავიანთ გულის კარნახს მიჰყვნენ. რომანტიკული ფლორენცია, გაზაფხულის პირი, იებით მოფენილი ბორცვები, რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშები და პანსიონატი „ბერტოლინი“, სადაც კომედიის მუზის ახირებით თავს იყრის ერთმანეთისგან განსხვავებულ ინგლისელ ტურისტთა ჯგუფი და მათი ცხოვრება სამუდამოდ უკავშირდება ერთმანეთს. ლიუსი ჰანიჩერჩსა და ჯორჯ ემერსონს შორის ჩაისახება გრძნობა, რომელსაც ახალგაზრდები ჯერ სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ ამ ჩანასახის განვითარებას ბევრი დაბრკოლება ხვდება წინ მიღებული ქცევის წესების, ეტიკეტისა და მართებულობის სახით.

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: ფორსტერი ე. მ.
გვერდები: 335
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2019
თარგმანი: ნინო მიქაშავიძე
ფორმატი: 14X20
სერია: უკვდავი ბიბლიოთეკა
აისბიენი/აიდი: 9789941474842





კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა