ახალი წიგნები - კოელიო და უელბეკი

31,80 
გაყიდვაშია
ქულები: 32 ქულა
+

ჰიპი

პაულო კოელიო დროში გვამოგზაურებს და.აცოცხლებს იმ თაობის ოცნებებს, რომელიც მშვიდობას შენატროდა. ამაში მას პირადი და მრავალფეროვანი გამოცდილება ეხმარება.

„ჰიპიში“ ავტორი პაულოს ამბავს გვიყვება – გამხდარი, გრძელთმიანი ახალგაზრდა ბრაზილიელისა, რომელიც მწერლობაზე ოცნებობს. მეორე პერსონაჟია კარლა – ნიდერლანდელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც თანამოაზრის გამოჩენას ელის, რათა მასთან ერთად ჰიპების.საოცნებო გზას დაადგეს ნეპალისკენ.

კარლა და პაულო ამსტერდამში შეხვდებიან ერთმანეთს. კარლა დაარწმუნებს ბიჭს, მასთან ერთად ჩაჯდეს „ჯადოსნურ ავტობუსში“, რომელიც ამსტერდამიდან სტამბოლში მიდის, და შემდეგ ცენტრალური აზიის გავლით კატმანდუსკენ გაემგზავროს.

ასე იწყება მათი „ჰიპური“ თავგადასავალი, რომელიც თანდათან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება, დამოუკიდებელი მოგზაურობა კი ორივეს ხშირად ისეთი გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს, რომლებიც მათ ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიან.

პაულო კოელიო დაიბადა  რიო დე ჟანეიროში. იგი ბავშვობიდან გამორჩეული იყო წერითა და სწრაფად ათვისების უნარით. წერისათვის მან რამდენიმე სასკოლო ჯილდოც მოიპოვა.

14 წლის პაულომ, რომელზეც იმ დროს დიდ გავლენას ახდენდა დიდი.ბრაზილიელი მწერლის, ჟორჟი ამადუს შემოქმედება, გადაწყვიტა, რომ დიდი მწერალი გამხდარიყო. ახალგაზრდა ავტორმა თვითდისციპლინის გამოსამუშავებლად და და სხეულის გასაკაჟებლად ერთი ზაფხული სამხედრო ბანაკში გაატარა.

კოელიო მოზარდობიდან მეამბოხე იყო და ამის.გამო მშობლებმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც კი გაამწესეს, სადაც ელექტროშოკური თერაპიაც კი დაუნიშნეს, თუმცა ამის შემდგომ პაულომ თავისი.ხასიათი შემოქმედებაში გადაიტანა და საკუთარ თავსაც სწორედ ხელოვნებაში.ეძიებდა. მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო.

მისი მთავარი წარმატება 80-იანი წლების მიწურულს „ალქიმიკოსის“ გამოქვეყნებას უკავშირდება, რომელიც ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში.ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბესტსელერი.გახდა მთელ მსოფლიოში. ეს ნაწარმოები 80-ზე მეტ ენაზე გამოიცა, რის.გამოც გინესის რეკორდების სიაშია შესული


სეროტონინი

მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი

„სეროტონინის“ მთავარ პერსონაჟს, სოფლის მეურნეობის მართვის სპეციალისტს, ფლორან-კლოდ ლაბრუსტს დეპრესია ტანჯავს – იგი შორდება მორიგ ქალს, აკვირდება გაღატაკების პირას მყოფ ფრანგ ფერმერებს, წუხს, რომ ვერაფრით ეხმარება მათ და ამას საკუთარ მარცხად მიიჩნევს. მარტოსული და იმედგაცრუებული გმირი ცდილობს, თავის დეპრესიას უმკურნალოს პრეპარატით, რომელიც სისხლში სეროტონინის მომატებას უზრუნველყოფს – სეროტონინს ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან. მაგრამ ამისათვის ძვირის გადახდა უწევს. ერთადერთი, რაც ჯერ კიდევ სძენს აზრს მის არსებობას, ესაა იმედი, რომ დაიბრუნებს ქალს, რომელიც მართლა უყვარდა და დაკარგა… ქართველი მკითხველი უკვე კარგა ხანია, იცნობს დღეისათვის ყველაზე გამოჩენილ ფრანგ მწერალს, არაერთი ლიტერატურული, მათ შორის გონკურის, პრემიის ლაურეატს, მიშელ უელბეკს – ავტორს ისეთი მსოფლიო ბესტსელერებისა, როგორებიცაა: „ელემენტარული ნაწილაკები“, „პლატფორმა“, „კუნძულის შესაძლებლობა“, „რუკა და ტერიტორია“, „მორჩილება“ და სხვ. რომანი „სეროტონინი“ 2019 წლის იანვარში გამოვიდა საფრანგეთში. საფრანგეთის მთავრობამ მიშელ უელბეკი 2019 წლის აპრილში საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა.


კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase