თანამედროვე ქართული პროზა

დანაზოგი 50%
66,40 ₾
33,00 
დანაზოგი: 33,40 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 33 ქულა
+

რატი მუჯირი ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი
ჩემი ცხოვრების ათი წელი ჟურნალისტიკას დაეთმო და იმას, რაც ამ ხნის განმავლობაში კადრს ან ტექსტს მიღმა დარჩა, წაიკითხავთ ამ წიგნში, რომელსაც „ჩემი სირიელი თარჯიმანი მაჰმუდი“ დავარქვი. ერაყი, ავღანეთი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, „არაბული გაზაფხული“, ყირგიზეთის რევოლუცია, ომი სირიაში და რუსეთის ფედერაციის ინტერვენცია უკრაინაში – ეს არასრული ჩამონათვალია იმ „ცხელი“ მოვლენებისა, რაც კი გამიშუქებია.

2012 წელს თურქეთისა და სირიის საზღვარზე გავიცანი მაჰმუდ დობაღი – მეგზურობას და თარჯიმნობას მიწევდა. მისი დახმარებით შევხვდი იმათ, ვინც ომს გამოექცა და ვისაც ეს უამრავი რამის ფასად დაუჯდა. საკუთარი თვალით ვიხილე ერაყში მომსახურე ქართველი ჯარისკაცები, მათი ყოველდღიური ყოფა და განწყობა, დამოკიდებულება სიკვდილ-სიცოცხლისადმი.მერე ეგვიპტეშიც მომიხდა მუშაობა – მუბარაქის მმართველობის შემდგომ პერიოდში.

ამ ტექსტებს 2013-2014 წლებში ვწერდი. ვეცადე, მეჩვენებინა, თუ როგორია ომი შიგნიდან; როგორ ვმუშაობთ ჟურნალისტები ასეთი მოვლენების დროს და რა ხდება იმ კადრებს მიღმა, რომლებიც მაყურებლამდე აღწევს. რასაც აქ წაიკითხავთ, თითქმის ყველაფერი სრული სიმართლეა; შესაძლოა, ოდნავ გაბუქებული და შელამაზებული იყოს, მაგრამ გამოგონილი ამ წიგნში არაფერია.

ლაშა იმედაშვილი ზორო
„ზოროს“ მთავარი „გმირია“ თბილისი XIX- XX საუკუნეების მიჯნასა და უკვე შემდეგ, 70-იან წლებში. ავტორი გვახსენებს ქალაქის ისტორიას და გვაცნობს მის მკვიდრთაც: რიგით მოქალაქეებს, მუშებს, ხელოსნებს, პოლიციელებს, რევოლუციონერებს, ტერორისტებს, მეეზოვეებს… ჩვეული იუმორით მოგვითხრობს ისტორიულ ამბებს და დამაჯერებლად გვიხატავს გამოგონილ პესონაჟებსაც.

ლაშა იმედაშვილის ამ წიგნით მკითხველი კიდევ ერთხელ შეიტყობს კამოს ისტორიას, გაიგებს, რა ბედი ეწია ალიოშა დევდარიანის არქივს და თვალს გაადევნებს XX საუკუნის 70-იანი წლების ტერორისტის, ვლადიმერ ჟვანიას ამბავს.



ჯაბა ზარქუა ბოლოს იყო სიტყვა
2113 წელი.  ახალგაზრდა დემნა ციციშვილი სიკვდილის წინ კოსმოსში გადასახლებულ მამას ეცნობა და მთელ თავის განვლილ ცხოვრებას უყვება, რათა მისი ისტორია ახალი სამყაროს ახალი ადამიანებისთვის დავიწყებას არ მიეცეს.  მამა-შვილის პირველ და უკანასკნელ დიალოგში იშლება თბილისის პრეაპოკალიპტური ისტორია, სადაც ყველაფერი მეცნიერულ ბაზისზე დაფუძნებული რელიგიით იმართება.
ჯაბა ზარქუა მკითველს პირველად 2011 წელს გაეცნო სადებიუტო კრებულით “ვარმშტადული პარადოქსი”, 2012 წელს კი მისი პირველი რომანი “მკითხველი უნდა მოკვდეს” გამოიცა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის მთავარი პრიზი გადაეცა წლის საუკეთესო ქართული რომანისთვის. ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ავტორი მკითხველს დაუბრუნდა ახალი რომანით, რომელიც ერთ უწყვეტ, გაბმულ დიალოგს წარმოადგენს.


მარი ბექაური ანას მომენტი
ახალგაზრდა წარმატებული მწერალი ანა ნაკაშიძე მოულოდნელად მეხსიერებას კარგავს. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მის ამნეზიას ფიზიოლოგიური საფუძველი არ გააჩნია. მისი ქმარი, ასევე, პოლიციელი და ფსიქოთერაპევტი ეჭვობენ, რომ ის ავად არ არის. ეს უცნაური ამბავი თანდათან მასშტაბებს იძენს, ქვეყნის ფარგლებს სცდება და იქცევა დიდი არეულობის დასაწყისად, რომელიც მანამდე გასტანს, სანამ მთელი მსოფლიო სიმართლის გარკვევის მოთხოვნით არ გაერთიანდება. მცირე რომანი „ანას მომენტი“, ერთი მხრივ, მესამე სამყაროს ხმაა, რომელიც თანამედროვე მაღალგანვითარებული ქვეყნების ყურს არ სწვდება და მას გულგრილად უვლიან გვერდს, მეორე მხრივ კი პასუხია იმაზე, რა შეიძლება გახდეს ძალადობისა და ტერორიზმის საფუძველი.
მარი ბექაური ახალგაზრდა ავტორია, რომლის რომანებსაც მკითხველი უკვე იცნობს. მისი მოთხრობები შვიდჯერ შევიდა ყოველწლიურ კრებულში „წლის 15 საუკეთესო მოთხრობა“. ავტორს რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო და პრემია აქვს მიღებული. ოთხი მოთხრობა ექვს ენაზეა თარგმნილი, 2015 წელს კი მწერალი მონაწილეობდა საერთაშორისო ლიტერატურულ პროექტში „The Novel of the World“.


ლაშა ბუღაძე Lucrecia515

„ამ ეროტიკული სოციალურ-სატირული რომანის პროტაგონისტი არის ერთი უტვინო და უაზრო კაცი, სახელად სანდრო. ლუკრეცია515 არ ასახავს ლეგენდარულ, კაცისმკვლელ გრძნეულს და მეუღლეთა განმაშორებელს ძველი იტალიური ფეოდალური ოჯახიდან – ბორჯიას, თუმცა ამ რომანს მსგავსი მახასიათებლებიც აქვს. ლუკრეცია515 სანდროს იმეილის პაროლია, რომელიც მისმა ცოლმა, ქეთიმ მოიპოვა ჰაკერის მეშვეობით. ქეთი ეჭვიანია და არა უსაფუძვლოდ, რადგან მისი მეუღლე რომანტიკულ თავგადასავლებს არ იკლებს სახლს გარეთ. თუმცა, სანდრო სულაც არაა მომხიბვლელი მექალთანე – ის უფრო შემგროვებელია, კოლექციონერი, რომელიც ქალის ხორცზე ნადირობს და საკუთარ ლიბიდოს იკმაყოფილებს. სანდროს ბოლო ნადავლი, ანა, განსხვავებულია, რადგან მან საკუთარი ადგილი მიუჩინა ამ დაუცხრომელ კაცს. ანაში სანდრომ საკუთარი ოსტატ-ფსიქოთერაპევტი იპოვნა. ანა ტელევიზიაში მუშაობს, აქვს სერიოზული სტატუსი და თავდაჯერებულია, ის სერიოზულ ურთიერთობას არ ეძებს – მხოლოდ სექსს, ეს კი სანდროსთვის უჩვეულო გრძნობაა, რომელიც საკუთარი ქალების მხრიდან ყოველთვის საერთო მომავალზე ოცნებებით იყო განებივრებული, ხოლო ანა ერთად ყოფნის წესებს კარნახობს და ცდილობს მისგან დისტანცირდეს, როცა ის ამ წესებს არ იცავს, რაც სანდროს, ბუნებრივია, არ სიამოვნებს და იბრძვის, რომ ეს მდგომარეობა შეცვალოს. და აი, ასე – შუა ნადირობის დროს, – გამოჩნდება ქეთი, ცოლი, რომელიც ლუკრეცია 515 პაროლის საშუალებით წაიკითხავს მიმოწერას ანასა და სანდროს შორის. ანა პრიმიტიულ და დამჯერ ქალად აღიქვამს სანდროს ცოლს, რომელიც უწყინარი და კომფორტული ოჯახური ცხოვრებით ტკბება, ამ თვისებებში კი ქეთის მეუღლის – “დონ ჟუანი” სანდროს “ფარული” თვისებებიც კრთდება. ქალები ერთმანეთთან ბრძოლაში ებმებიან, თუმცა, რაც უფრო გრძელდება მათ შორის მიმოწერა, სანდრო მით უფრო მეტს ტყუის და ფარისევლობს. საბოლოოდ სანდრო თავს მსხვერპლად იგრძნობს, რომელსაც საკუთარმა ქალებმა ვერ გაუგეს და ცუდად, არასამართლიანად მოექცნენ.

საცოდავი ქართული საზოგადოება! რა დაემართათ ამ კაცებს? სანდრო ხომ თავისი თაობის ქართველი კაცის ხატს წარმოადგენს ამ რომანში! მკითხველი ბრაზობს, რადგან ხედავს, რომ ამ რომანში სხვა ქალთან გაქცევა კარგ ტონად, თავდაჯერებულობის შეძენის მთავარ წყაროდ და კაცების შორის საუბრის მთავარ თემად ითვლება. ლაშა ბუღაძე თავის რომანში ხატოვნად აღწეტს ქართველი კაცის დამახასიათებელ ნიშნებს: ღიპი, დაცვენილი თმა, კოტლეტები, ალკოჰოლიზმი და ამპარტავნება (საკუთარი თავის მნიშვნელოვნად წარმოდგენა). მწერალი კაცის ტრაგიკულ სახეებს აღგვიწერს middle-life crisis-ის დროს, რომლებიც, პრინციპში, შეცოდებას უფრო იმსახურებენ, ვიდრე დამცირებას. და სწორედ ეს არის ამ რომანის სილამაზე. აქ არ ჩნდება კითხვა პროტაგონისტების მიმართ სიმპათიაზე თუ ანტიპათიაზე, აქ ჩნდება კითხვა, თუ ვინ უნდა შეგეცოდოს უფრო მეტად – კაცი თუ ქალი. რადგან ამ რომანში არც ქალები არიან იდეალურები – უფრო პირიქით, ისინი ან იმცირებენ ან თავს ისულელებენ იმის გამო, რომ მარტო არ დარჩნენ და დრო და დრო მაინც ჰქონდეთ სექსი, ეს კი საშინელ უხერხულობებს ქმნის.

ლაშა ბუღაძემ საკუთარი რომანისთვის ძალიან მოდერნული სტრუქტურა აირჩია და ოსტატურად შეურწყა ერთმანეთს ნარატივი და ელექტრონული მიმოწერები. მკითხველი სანდროს აზრებს მიჰყვება, კითხულობს გაქექილ იმეილებს და რომანს სხვა და სხვა კუთხიდან აკვირდება.

არ ველოდებოდი, რომ მექალთანე ქართველი კაცის ამბავი დამაინტერესებდა, მაგრამ ამ რომანმა ძალიან გამართო, გამაოცა, აღმაგზნო, გამაბრაზა და სიბრალული გამიჩინა პერსონაჟების მიმართ. არაჩვეულებრივი წიგნია!”


ბესო პაპასქუა ფოსტალიონი
…დაკარგვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ვინმე გეძებს. სხვა შემთხვევაში, ჯობია, თვითონვე მოიფიქრო უკან დასაბრუნებელი ორიგინალური მარშრუტი…
შეიძლება ითქვას, რომ ბესო პაპასქუას „ფოსტალიონი“ ზღვიდან გამორიყული რომანია, რომელიც მოგვითხრობს ორ პუნქტს – A-სა და B-ს შორის არსებულ უცნაურ კავშირზე. მათ შორის მედიატორის ფუნქციას ასრულებს ფოსტალიონი, რომელიც ამბავში საიდუმლო მისიით ერთვება. ის კუნძულზე მცხოვრებ ადრესატს აიძულებს, წაიკითხოს ზღვიდან გამორიყულ  ბოთლებში ნაპოვნი წერილები, რათა დაადგინოს მათი დაკარგული ავტორის ადგილსამყოფელი. ამ უცნაური ძიების მარშრუტი თანდათან სულ უფრო საიდუმლოებით მოცული ხდება…
ბესო პაპასქუა სოხუმში დაიბადა. ამჟამად პედაგოგია და ჯავახეთში, ნინოწმინდის სკოლაში, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. „ფოსტალიონი“ მისი მეორე მცირე რომანია.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase