დენ ბრაუნის და უელბეკის მისტიკური სამყარო

დანაზოგი 50%
62,00 ₾
31,00 
დანაზოგი: 31,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 31 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

დენ ბრაუნი ინფერნო

დენ ბრაუნის მისტიკურ-დეტექტიური სერია, რომელსაც სკანდალურმა “და ვინჩის კოდმა” მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, რამდენიმე წიგნს აერთიანებს და თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერებში მყარად იკავებს ადგილს. “და ვინჩის კოდს”, “დაკარგულ სიმბოლოსა” და “ანგელოზებსა და დემონებს” 2013 წელს “ინფერნო” შეემატა, რომლის მთავარი გმირი კვლავ ჰარვარდის ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი რობერტ ლენგდონია.
ისტორიის ლაბირინთებსა და ხელოვნების ნიმუშებში ჩამალული საიდუმლოებების გამოაშკარავების ოსტატის, რობერტ ლენგდონის ახალი უცნაური თავგადასავალი ძირითადად იტალიაში მიმდინარეობს და ფონად დანტეს შემოქმედება გასდევს. მისი ამოცანა ამჯერადაც რთულია: უნდა გაშიფროს დანტეს შემოქმედების თაყვანისმცემელი უცნობი ბოროტმოქმედის მიერ დატოვებული მინიშნებები და მიაგნოს იდუმალ ადგილს, სადაც შესაძლოა კაცობრიობისთვის დამღუპველი დაავადების წყარო იმალებოდეს.
რომანს გამოცემის დღიდან 11 კვირის განმავლობაში პირველი ადგილი ეკავა „ნიუ-იორკ ტაიმსის” ბესტსელერებში. 2016 წელს კი სიუჟეტის მიხედვით გადაღებული ფილმი გამოვიდა.


დენ ბრაუნი - ანგელოზები და დემონები

ამერიკელი მწერლისა და ჟურნალისტის, „და ვინჩის კოდის“, „ინფერნოს“, „დაკარგული სიმბოლოს“ ავტორის , დენ ბრაუნის მისტერია  – „ანგელოზები და დემონები“ მისი ერთ-ერთი ბესტსელერია, რომელიც უამრავ ენაზეა თარგმნილი და მრავალ მილიონ ეგზემპლარადაა გაყიდული.

წიგნი მოგვითხრობს ილუმინატების საიდუმლო ორდენზე, რომელიც შუა საუკუნეებში სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა ოფიციალურ ეკლესიას. ნუთუ ეს ყველაფერი მხოლოდ ლეგენდაა უძველესი წარსულიდან? მაშინ ბნელით მოცულ გარემოებაში ცერნში მოკლული მეცნიერის მკერდზე რატომ არის ამოტვიფრული ილუმინატების სიმბოლო? რა კავშირი აქვს ყოველივე ამას რომის პაპის გარდაცვალებასთან და კონკლავის დღეს გატაცებულ ოთხ კარდინალთან?

ჰარვარდიდან რომში მიწვეული სიმბოლოების უდიდესი ექსპერტი, პროფესორი ლენგდონი და მისი მეწყვილე, გარდაცვლილი მეცნიერის ქალიშვილი ვიტორია ვეტრა გამოძიებას იწყებენ. ისინი „ილუმინატების“ სახელით ცნობილი საიდუმლო საძმოს ფერფლიდან აღდგენის მტკიცებულებას აღმოაჩენენ: ილუმინატებმა მოიპარეს საშიში იარაღით აღჭურვილი კონტეინერი და მზად არიან, ომი გამოუცხადონ  დაუძინებელ მტერს – კათოლიკურ ეკლესიას.

ამ წიგნში დაუჯერებელი ამბები ხდება…

რუკა და ტერიტორია
მიშელ უელბეკის წიგნი, გონკურის პრემიის მფლობელი რომანი “რუკა და ტერიტორია” თითქოს განსხვავდება ავტორის სხვა წიგნებისგან, თითქოს უელბეკი თავის თავს არ ჰგავს, აღარ იტყუებს მკითხველს სექსუალური ტურიზმითა და სხვა მსგავსი თემებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში რომანის წაკითხვის შემდეგ მკითხველს კვლავ ეუფლება უელბეკისეული დეპრესიული განწყობა. რომანში ავტორმა რამდენიმე სხვა ცნობილ ფრანგთან ერთად საკუთარი თავიც გამოიყვანა ერთ-ერთ პერსონაჟად, რომელსაც წარმოუდგენელი სისასტიკით კლავენ და ანაწევრებენ იმ ბანალური მიზეზით, რისთვისაც კაცობრიობის ისტორიის დასაბამიდან ხოცავდნენ ერთმანეთს ადამიანები. და რაკი ადამიანის არსებობას გამართლება აღარა აქვს, მისი ხელით შექმნილი ყოველგვარი ნივთი და ნაკეთობა ქრება, ნადგურდება და მის ადგილს მცენარეული საფარი იკავებს.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა