მოგზაურობა ღრუბლებში

დანაზოგი 50%
67,00 ₾
33,80 
დანაზოგი: 33,20 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 34 ქულა
+

ღრუბლების ატლასი
ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც ჩატემის კუნძულებიდან სან-ფრანცისკოში მიემგზავრება; მემკვიდრეობაჩამორთმეული ბისექსუალი კომპოზიტორი; რეპორტიორი, რომელიც სიმართლის დასადგენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს; ხელმოცარული გამომცემელი; დღევანდელი კორეის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ტოტალიტარულ ნეა-სო-კოპროსში შექმნილი კლონი-ფაბრიკანტი და შორეულ მომავალში მცხოვრები მოხუცი – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ექვსი სიცოცხლე და ერთი გასაოცარი ამბავი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება მე-19 საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ მომავლამდე. წიგნის ავტორი დროის, ჟანრისა და ენის საზღვრებს შლის და დამატყვევებლად მოგვითხრობს, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კაცობრიობის სწრაფვამ ძალაუფლებისადმი. ბრიტანელი მწერლის, დევიდ მიჩელის რომანი „ღრუბლების ატლასი“ ბუკერის (2004), ნებულას (2005) და ართურ კლარკის (2005) პრემიების ნომინანტია. ნაწარმოების მიხედვით 2012 წელს ვაჩოვსკებმა და ტომ ტიკვერმა ჰოლივუდის
ვარსკვლავების მონაწილეობით გახმაურებული ფილმი გადაიღეს.

გვერდების რაოდენობა

768



ჩემო მიხაილ

„ვწერ, რადგან უკვე დაიხოცნენ ადამიანები, რომლებიც მიყვარდა. ვწერ, რადგან, სანამ გოგო ვიყავი, დიდი ძალა მქონდა სიყვარულისა, ახლა კი ჩემი სიყვარულის ძალა აღსასრულს უახლოვდება. არ მინდა სიკვდილი…“ ხანა წერს. ის წერს, რადგან სხვაგვარად დაიღუპება. მას ფიზიკური სიკვდილი როდი აშინებს, უსიყვარულოდ არ სურს დარჩენა. რომანი „ჩემო მიხაელ“, ფაქტობრივად, ხანას დღიურებია, ახალგაზრდა იერუსალიმელი ასულისა, რომელიც ამოს ოზს – ცნობილ ისრაელელ მწერალს „შეუჩნდა“ და აიძულა, ქალის ვნებებსა და ისტერიებზე ეწერა. „ჩემო მიხაელ“ მოხვდა გამომცემლობა „ბერტელსმანის“ მიერ შედგენილ XX საუკუნის ასი უმნიშვნელოვანესი წიგნის სიაში, თუმცა დღემდე ბოლომდე ვერავის აუხსნია მისი საყოველთაო პოპულარობის მიზეზი. რომანში თითქოს არაფერი ხდება ისეთი, რამაც შეიძლება მკითხველი გაიტაცოს: მხატვრული ხერხები მინიმალურია; ორიოდე მთავარი გმირია, უხვადაა პერსონაჟთა დასურათება, ფიქრები, სევდა, სიუჟეტური ხაზი დარღვეულია. წინათქმაში თავად ამოს ოზი შენიშნავს, რომ გამომცემლობა მას ურჩევდა, დრამატული ცვლილებები შეეტანა ნაწარმოებში, მაგრამ იგი უარს იყო. ამტკიცებდა, ძალა არ შემწევს, წიგნის წინააღმდეგ წავიდეო.

ვფიქრობთ, რომანის მთავარი სათქმელიც ეს არის: არაფერი ხდება… ერთფეროვნება ტანჯავს ხანა გონენს – მდიდარი შინაგანი ცხოვრების მქონე ახალგაზრდა ქალს და, როგორც ჩანს, ათასობით მკითხველსაც.

გვერდების რაოდენობა

308


ოთახი

მთარგნელი: ტაო ჭალიძე

„ოთახი“ ირლანდილ-კანადელმა მწერალმა ემა დონაჰიუმ 2010 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ წლის ბესტსელერად და საუკეთესო წიგნად დაასახელა და შესაბამისი ჯილდოებიც გადასცა. რომანმა მრავალი სხვა პრიზიც დაიმსახურა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩაკეტილი სივრცე მოზარდის განვითარებას, სოციალური უნარების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. ამიტომ მნიშვნელოვანია თავისუფალი გარემოს შექმნა. სწორედ ამ უფლებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან ასეთ ჩაკეტილ, გარე­მოსგან მოწყვეტილ სივრცეში, ერთ პატარა ოთახში დაბადებული ხუთი წლის ჯეკი, რომელსაც რეალური სამყარო თვალით არ უნახავს, და მისი დე, რომელსაც მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ რეალურ სამყაროში დაბრუნება უნდა.

2015 წელს წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა უამ­რავი ჯილდო, და მათ შორის ოთხი ოსკარი დაიმსახურა.

გვერდების რაოდენობა: 430


თევზის კონცერტი

ჰალდორ კილიან ლაქსნესი (1902-1998) ისლანდიელი მწერლის, პოეტის,დრამატურგის, მთარგმნელის ჰალდორგუდიონსონისფსევდონიმია.

1955 წელს იგი დააჯილდოვეს ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში ისლანდიური თხრობითი ხელოვნების აღორძინებაში შეტანილი წვლილისთვის.

ლირიკული რომანი „თევზის კონცერტი“ (ისლანდიურ ორიგინალში „ბრეკუკოტის მატიანე“), რომელიც გამსჭვალულია ადამიანური ღირსებისა და სიკეთის რწმენით, ლაქსნესმა ნობელის პრემიით დაჯილდოების შემდეგ დაწერა. რომანის გმირი, სახელად ალფგრიმური მოგვითხრობს თავის ბავშვობასა და ყრმობაზე; ბიჭს მამა არ ჰყავს; ამერიკისკენ მიმავალმა დედამ კი, რომელმაც გზად ბრეკუკოტში იმშობიარა, დედიშობილა ჩვილი ფერმის მფლობელ ორ მოხუცს შეატოვა ხელში. აქ, რეიკიავიკის განაპირას, პატარა ფერმაში, ორი მოხუცისა და სხვენის ბინადართა ღარიბულ, მაგრამ ჯანსაღ გარემოცვაში, ისლანდიური საგებისა და ქორალების ფონზე, ძველი კედლის საათის განუწყვეტელ წიკწიკში, იზრდება ალფგრიმური.ბრეკუკოტი ძველი დროის ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ სოფლისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეში, ტრადიციული ღირებულებების დაცვით ცხოვრობენ; ფერმის გარეთ კი, ქალაქში, უკვე შემოჭრილია ახალი დრო, – იქ ყველაფერი იყიდება… ხის მბრუნავი ჯვარი მამულის შესასვლელში სიმბოლური საზღვარია ამ ორ სამყაროს შორის. წიგნის დასასრულს ბრეკუკოტის იდილია ქრება, მაგრამ რადგან ეს ადგილი შინაგან ღირებულებათა სამოთხეც იყო, იგი აგრძელებს არსებობას თვით ალფგრიმურში, რომელიც ამ დროისათვის უკვე მზადაა, გაიკვლიოს გზა გარე სამყაროში.


კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase