მოგზაურობა ლიტერატურის სამყაროში

დანაზოგი 50%
66,00 ₾
33,00 
დანაზოგი: 33,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 33 ქულა
+

ღრუბლების ატლასი
ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც ჩატემის კუნძულებიდან სან-ფრანცისკოში მიემგზავრება; მემკვიდრეობაჩამორთმეული ბისექსუალი კომპოზიტორი; რეპორტიორი, რომელიც სიმართლის დასადგენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს; ხელმოცარული გამომცემელი; დღევანდელი კორეის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ტოტალიტარულ ნეა-სო-კოპროსში შექმნილი კლონი-ფაბრიკანტი და შორეულ მომავალში მცხოვრები მოხუცი – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ექვსი სიცოცხლე და ერთი გასაოცარი ამბავი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება მე-19 საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ მომავლამდე. წიგნის ავტორი დროის, ჟანრისა და ენის საზღვრებს შლის და დამატყვევებლად მოგვითხრობს, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კაცობრიობის სწრაფვამ ძალაუფლებისადმი. ბრიტანელი მწერლის, დევიდ მიჩელის რომანი „ღრუბლების ატლასი“ ბუკერის (2004), ნებულას (2005) და ართურ კლარკის (2005) პრემიების ნომინანტია. ნაწარმოების მიხედვით 2012 წელს ვაჩოვსკებმა და ტომ ტიკვერმა ჰოლივუდის
ვარსკვლავების მონაწილეობით გახმაურებული ფილმი გადაიღეს.

გვერდების რაოდენობა

768



ჩემო მიხაილ

„ვწერ, რადგან უკვე დაიხოცნენ ადამიანები, რომლებიც მიყვარდა. ვწერ, რადგან, სანამ გოგო ვიყავი, დიდი ძალა მქონდა სიყვარულისა, ახლა კი ჩემი სიყვარულის ძალა აღსასრულს უახლოვდება. არ მინდა სიკვდილი…“ ხანა წერს. ის წერს, რადგან სხვაგვარად დაიღუპება. მას ფიზიკური სიკვდილი როდი აშინებს, უსიყვარულოდ არ სურს დარჩენა. რომანი „ჩემო მიხაელ“, ფაქტობრივად, ხანას დღიურებია, ახალგაზრდა იერუსალიმელი ასულისა, რომელიც ამოს ოზს – ცნობილ ისრაელელ მწერალს „შეუჩნდა“ და აიძულა, ქალის ვნებებსა და ისტერიებზე ეწერა. „ჩემო მიხაელ“ მოხვდა გამომცემლობა „ბერტელსმანის“ მიერ შედგენილ XX საუკუნის ასი უმნიშვნელოვანესი წიგნის სიაში, თუმცა დღემდე ბოლომდე ვერავის აუხსნია მისი საყოველთაო პოპულარობის მიზეზი. რომანში თითქოს არაფერი ხდება ისეთი, რამაც შეიძლება მკითხველი გაიტაცოს: მხატვრული ხერხები მინიმალურია; ორიოდე მთავარი გმირია, უხვადაა პერსონაჟთა დასურათება, ფიქრები, სევდა, სიუჟეტური ხაზი დარღვეულია. წინათქმაში თავად ამოს ოზი შენიშნავს, რომ გამომცემლობა მას ურჩევდა, დრამატული ცვლილებები შეეტანა ნაწარმოებში, მაგრამ იგი უარს იყო. ამტკიცებდა, ძალა არ შემწევს, წიგნის წინააღმდეგ წავიდეო.

ვფიქრობთ, რომანის მთავარი სათქმელიც ეს არის: არაფერი ხდება… ერთფეროვნება ტანჯავს ხანა გონენს – მდიდარი შინაგანი ცხოვრების მქონე ახალგაზრდა ქალს და, როგორც ჩანს, ათასობით მკითხველსაც.

გვერდების რაოდენობა

308


მკითხველთა კლუბი
ამერიკელი მწერლის, კარენ ჯოი ფაულერის ბესტსელერი – „ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი“ მოგვითხრობს ქალების შესახებ, რომლებიც ერთმანეთს არაფრით ჰგვანან, თუმცა წიგნებით, უფრო ზუსტად კი ერთი კონკრეტული ავტორის ნაწარმოებებით გატაცება ლიტერატურულ კლუბში მათი გაერთიანების წინაპირობა ხდება.

ეს კლუბი წიგნის ექვსი პერსონაჟისთვის ერთგვარი თავშესაფარია, სადაც თითოეული მათგანი საკუთარი განცდების გაანალიზებას და მათთან გამკლავებას ცდილობს.

ქალებთან ერთად ლიტერატურულ საღამოებს მამაკაციც ესწრება, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკა იზიდავს, თუმცა ოსტინის რომანების საუკეთესო ბიბლიოთეკა სწორედ მას აქვს…

სიყვარული, ქორწინება და განქორწინება, შვილები და მშობლები… ფაულერის ეს არცთუ სქელტანიანი წიგნი ყველაფერს უყრის თავს. 2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა „ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბის“ მიხედვით გადაღებული რომანტიკული დრამა.

გვერდების რაოდენობა

402


პროექტი როუზი

უდავოდ, უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ ძალიან უცნაური, მაგრამ მომხიბვლელი პროფესორის მიერ მოთხრობილი რომანტიკული ამბავი კრიტიკოსებმა საერთაშორისო სენსაციად აღიარონ… ალბათ ეს წიგნი თითოეულ ჩვენგანს დააფიქრებს იმაზე, რატომ გვაღიზიანებს ანდა, პირიქით, გვაინტერესებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც საზოგადოებაში უჩვეულოდ იქცევიან და თავიანთი თამაშის წესებით ცხოვრობენ. იქნებ ასეთ პიროვნებებს სხვები ან თუნდაც მთელი დანარჩენი სამყარო  ეჩვენებათ უცნაურად, საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულებები კი მათ დაუძლეველ უხერხულობასა და ცხოვრებისეულ ბარიერებს უქმნის? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს ავსტრალიელი დრამატურგი და პროზაიკოსი გრემ სიმსიონი თავის პირველ წიგნში, რომლის ლაღი თხრობა, ტრაგიკომიკური ეპიზოდები და ნაწილობრივ დეტექტიური სიუჟეტი მკითხველს უსაშველოდ მოხიბლავს. და, რაც მთავარია, წიგნი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სიყვარულს უცნაურებიც და არაუცნაურებიც ერთნაირად განიცდიან და რომ ცხოვრება ყოველთვის ამსხვრევს ფორმულებს.

2013 წელს ავსტრალიაში გამოცემული „პროექტი „როუზი“ 30 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase