თინეიჯერების საკითხავი - ნაკრები დიდი ფასდაკლებით

დანაზოგი 50%
60,00 ₾
30,00 
დანაზოგი: 30,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 30 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ალასკას ძიება - ჯონ გრინი

„ხანდახან შეიძლება ერთი ბრძოლა წააგო, მაგრამ ომს, ­როგორც წესი, ხულიგნები იგებენ.“

მაილზ ჰოლტერი უიღბლო თინეიჯერია ­უცნაური ჰობით – ცნობილი ადამიანების უკანასკნელ სიტყვებს სწავლობს. ფრანსუა რაბლეს სიტყვებით ­შთაგონე­ბული მაილზი გადაწყვეტს ეძიოს „დიადი შესაძლოა“ და სასწავლებლად მშობლებისგან მოშორებით, „კალვერ კრიკში“­ ­გაემგზავრება.

ახალი მეგობრები – ალასკა იანგი, ჩიპ მარტინი ­და ტაკუმი ჰიკოჰიტო ბიჭის  ცხოვრებას ­სრულიად ცვლიან. მომხიბვლელი, სიცოცხლით სავსე, უშიშარი, რისკიანი ალასკა ყველა სახიფათო წამოწყების სული და გულია. მაილზ ჰოლტერს გოგონა უყვარდება, შემდეგ კი…

წიგნმა „ალასკას ძიება“ 2006 წელს ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის პრიზი მოიპოვა.

პატრიკ ნესი - დანარჩენები უბრალოდ ვცხოვრობთ

ხანდახან გგონია, რომ არ ხარ რჩეული, რაკი არ გიწევს, ებრძოლო ზომბებს, მკვლელ მოჩვენებებს, ლურჯ ნათებასა თუ სიკვდილს. მაგრამ სინამდვილეში საჭიროა, იპოვო რაღაც უჩვეულო შენს ჩვეულ ყოველდღიურობაში. პატრიკ ნესის რომანის მთავარი გმირი მაიკი და მისი არაფრით გამორჩეული მეგობრები ცდილობენ, იცხოვრონ ისე, როგორც დანარჩენებმა, მაგრამ მალე გააცნობიერებენ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მათ ირგვლივ ყველგან სისასტიკე მეფობს.


ჯენიფერ ნივენი - სამყარო შენს მხრებზე
ყველას ჰგონია, რომ შესანიშნავად იცნობს ლიბი სტრაუტს, „ამერიკის ყველაზე მსუქან თინეიჯერს“, მაგრამ ვერავინ იხედება მისი გარეგნობის მიღმა, რომ გაიგოს, როგორია ის სინამდვილეში. დედის სიკვდილის შემდეგ ის მოსწყდა ჩვეულ ყოველდღიურობას, მაგრამ ახლა მზადაა სკოლისთვის, ახალი მეგობრებისთვის, სიყვარულისა და ყველა შესაძლებლობისთვის, რასაც ცხოვრება შესთავაზებს. მას უნდა, იყოს გოგო, რომელსაც ყველაფრის კეთების უფლება აქვს. ყველას ჰგონია, რომ შესანიშნავად იცნობს ჯეკ მესელინს, ტრაბახას, ამავე დროს ხელმარჯვე ოსტატს. თუმცა, არავინ იცის ბიჭის საიდუმლო: მას სახეების ცნობა არ შეუძლია. საკუთარი ძმებიც კი ეუცხოება. ალბათ ამიტომაც გადაწყვეტს, იყოს მაგარი ტიპი: მომხიბლავი, ხმაურიანი… და არავინ მიუშვას ახლოს. მაგრამ როცა ის ლიბს გაიცნობს, ბევრი რამ იცვლება… ასეა – ხანდახან ვიღაცასთან შეხვედრა მთელ სამყაროს ცვლის, შენსას თუ მისას.

სკოტ ვესტერფელდი - მახინჯები

მახინჯების სამყაროში, თექვსმეტი წლისა შესრულდები თუ არა, ახალ კოხტა-ქალაქში წაგიყვანენ, ოპერაციას გაგიკეთებენ და გაგალამაზებენ. გექნება სუპერმოდელის გარეგნობა: დიდი თვალები, სქელი ტუჩები, იდეალური წონა და სხეული. ალბათ ფიქრობ, რომ ეს შესანიშნავია. სულ ტყუილად! ასე ხომ ინდივიდუალობას დაკარგავ! განსაკუთრებით მტკივნეული იქნება, თუ ის მოზარდი ხარ, რომელსაც ბუნებრივი გარეგნობის შენარჩუნება გადაუწყვეტია. სკოტ ვესტერფელდის მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი სერიის პირველი წიგნი მთელ მსოფლიოში ფენტეზის, მელოდრამის, დრამისა თუ სათავგადასავლო ჟანრის მოყვარულ მკითხველთა რჩეულ წიგნად მიიჩნევა.