Liberteens - შენი თაობის არჩევანი

დანაზოგი 45%
65,82 ₾
36,20 
დანაზოგი: 29,62 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 37 ქულა
+

მერი ლუ

ლეგენდა

ბიჭი ლეგენდაა. გოგო – გენიოსი. რომელი გახდება გამარჯვებული? ოდესღაც შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროდ ცნობილი რესპუბლიკა დღეს ერია, რომელიც გამუდმებით ომობს მის მეზობელ კოლონიებთან. თხუთმეტი წლის დეი, რესპუბლიკის ერთ-ერთი მეგაპოლისის, ლოს-ანჯელესის ჯურღმულებში დაბადებული ბიჭი, ქვეყნის პირველი ძებნილია. თუმცა, არც ისეთი ბოროტმოქმედია, როგორიც ჰგონიათ. თხუთმეტი წლის ჯუნი კი რესპუბლიკის ერთ-ერთი უმდიდრესი რაიონის ელიტურ ოჯახში დაბადებული სამხედრო გენიოსია. კანონმორჩილი და ქვეყნის ერთგული. სრულიად განსხვავებული ორი სამყაროს შვილების, ჯუნისა და დეის, ცხოვრებისეული გზების გადაკვეთა წარმოუდგენელია იმ დღემდე, სანამ ჯუნის ძმას, მეტიასს არ მოკლავენ და დეი პირველი ეჭვმიტანილი არ გახდება. კატათაგვობანას თამაშში ჩათრეული დეი ოჯახის გადასარჩენად იბრძვის, ჯუნი კი სასოწარკვეთილი ცდილობს, ძმის მკვლელზე შური იძიოს.


გამარჯვებული

ჯუნიმ და დეიმ ბევრი რამ შესწირეს რესპუბლიკას და ერთმანეთს. ახლა კი მათი ქვეყანა ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ჯუნი ძველებურ ძლევამოსილებას იბრუნებს, როგორც სამთავრობო ელიტით გარშემორტყმული მოქმედი პრინცეპსი, დეი კი მაღალ სამხედრო თანამდებობაზე ინიშნება. თუმცა არც ერთს არ შეუძლია, იმ გარემოებების წინასწარ განჭვრეტა, რომლებიც მათ ხელახლა დააკავშირებს. როდესაც ნათელი ხდება, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება დროის საკითხია, კოლონიებში აფეთქებული ჭირი პანიკას თესავს და რესპუბლიკის სასაზღვრო ქალაქებს ომი ემუქრება. ჭირის ახალი შტამი სასიკვდილოა და ჯუნი ერთადერთია, ვინც საკუთარი ქვეყნის თავდაცვის გასაღებს ფლობს. მაგრამ ათასობით სულის გადარჩენა, სანაცვლოდ, იმ ერთადერთს მოითხოვს, ვისი გულისთვისაც ჯუნი ყველაფერს გაიღებდა. მაშ ასე, მერი ლუს ბესტსელერი ტრილოგია, თავბრუდამხვევი ექშენითა და გაურკვეველი მოლოდინით, გამაოგნებელი ფინალისკენ მიისწრაფვის.



გენიოსი

ჯუნისა და დე ის ფათერაკებით სავსე გზა გრძელდება და ის ვეგასისკენ მიდის! ვეგასში ბევრი საიდუმლო მჟღავნდება – ფარდა ეხდება პოლკოვნიკ აიპერისის ბურუსით მოცულ მკვლელობას, იმსხვრევა რესპუბლიკის უძლეველობის მითი. დეი და ჯუნი საიდუმლო გვირაბებით შედიან კოლონიებში და აჯანყებულ პატრიოტებთან ამყარებენ კავშირს! ჯერ არავინ იცის, რომ პატრიოტების ლიდერი რესპუბლიკის უმაღლეს მმართველობასთან მოღალატეობრივ ალიანსშია. პრიმო ელექტორი მკვდარია. გაუმარჯოს ახალ ელექტორს! სარეკლამო-საინფორმაციო ბანერები ახალ ამბავს ატყობინებს ამერიკას. რესპუბლიკისა და ხალხის ბედი ახლა ლეგენდისა და გენიოსის ხელშია! ჯუნი და დეი შეთქმულების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, ახლა მათ გამჭრიახობაზეა დამოკიდებული სამხედრო-პოლიტიკური შეთქმულების გამჟღავნება და ახალი ელექტორის მკვლელობის ჩაშლა.



ლუის ლოური

შიკრიკი

მატი მოუსვენარი, ანცი ბიჭუნა აღარ არის. ის ახლა სხვა სოფელში ცხოვრობს, ახალ გარემოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთზე ზრუნავენ. სადაც არავინ არავის ჩაგრავს... და სულ კირაზე ფიქრობს. სანდო და ერთგული მატი უკვე ლიდერის რჩეულია. ის ჯერჯერობით შიკრიკის მოვალეობას ასრულებს, თუმცა, ეს მისი დანიშნულება არ არის... სოფელი სიხარულით იღებს და აღიარებს უცხო ოჯახებს, რომლებიც გაუსაძლის ცხოვრებას გამორიდებულნი თავშესაფარს ეძებენ. თუმცა, მარადიული არაფერია და სოფლის მცხოვრებთა ცნობიერებაშიც რაღაც იცვლება... ახლა მთავარია, მატიმ კირას ჩამოყვანა მოასწროს, სანამ ტყე მოწყალეა. და საზღვრის გადალახვა შეძლოს, თორემ მერე შეიძლება გვიან იყოს... არ გამოგრჩეთ „გამღები“ და „ლურჯის ძიება“, სწორედ ამ წიგნებში გაიგებთ, ვინ არის ლიდერი, ან უსინათლო წინასწარმეტყველი, ვისთანაც მატი ცხოვრობს, ან რატომ დარჩა კირა ‒ საოცარი ნიჭის ხეიბარი გოგონა ‒ თავის სოფელში?


ლურჯის ძიება

სამყაროში, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობს, ლურჯი ფერი არ არსებობს. ეს ადგილი უფრთხის და თავიდან იშორებს სუსტებს. ობოლ, ხეიბარ კირას კი დიდი საფრთხე ელის. მტრად ქცეული მეზობლების იმედად ვერ იქნება. მას დახმარების ხელს მხოლოდ ერთი ბიჭუნა უწვდის. კირა სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს! გოგონა მძიმე განაჩენისათვის ემზადება, თუმცა, მეურვეთა საბჭო მის გაწირვას არ აპირებს. კირას უბადლო ნიჭი მმართველთა კასტას შეუმჩნეველი არ დარჩენია. სწორედ ამის წყალობით უნდა გადარჩეს და უდიდეს საქმეს შეეჭიდოს. ეს პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვერსად გაექცევა. იწყება სიმართლისა და სინათლის ძიება... გოგონა უამრავ რამეს აღმოაჩენს და სწავლობს, რაც სამუდამოდ ცვლის მის ცხოვრებასაც და სამყაროსაც.


გამღები

ცხოვრება თემში, რომლის წევრია ჯონასი, იდილიურია. დანიშნული მშობელდედები ბადებენ ახალბავშვებს, რომლებსაც ანაწილებენ შესაფერის ოჯახურ ერთეულებში, თითოეულში - ერთ მამრსა და ერთ მდედრს. ყველა მოქალაქეს ჰყავს პარტნიორი და აქვს სამუშაო. კითხვების დასმა აზრად არავის მოსდის. ყველა მორჩილია. თემი არის სამყარო, სადაც არ არსებობს კონფლიქტი, უთანასწორობა, დაპირისპირება, უმუშევრობა, უსამართლობა... და არც არჩევანი. ყველა ერთნაირია. გარდა ჯონასისა.


კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase