ჩემი რჩეული - უილიამ ფოლკნერი

დანაზოგი 30%
60,00 ₾
42,00 
დანაზოგი: 18,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 42 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
სერიაჩემი რჩეული მსოფლიო


უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის ისტორიამ, კულტურამ და ცხოვრებამ.

გამოჩენილი ამერიკელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, უილიამ ფოლკნერის 6-ტომეული წარმოდგენილია მისი პირველი სქელტანიანი ნაწარმოებით „ დროშები მტვერში“ („სარტორისი“), ტრილოგიით „სოფელი“, „ქალაქი“, „სასახლე“, რომანებით „აბესალომ, აბესალომ!“ და „გამტაცებელნი, მოგონებების გალა“.


”დროშები მტვერში” უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ ”იოკნაპატოფას ოლქში” ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს - გამომცემლის დაჟინებით - ”სარტორისი” დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. ”დროშები მტვერში” - ავტორისეული სახელწოდებით და სრულად - მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ - 1973-ში გამოიცა. 

ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება.



დაიბადა ნიუ ალბანიში, მისისიპის შტატში, თუმცა 4 წლის ასაკში ოჯახი ქალაქ ოქსფორდში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ ოქსფორდი წარმოადგენს ქალაქ "ჯეფერსონის", ლაფაიეტის ოლქი კი - იოკნაპატოფას ოლქის რეალურ მოდელს, სადაც ფოლკნერის რომანებისა და მოთხრობების უმრავლესობაში აღწერილი ისტორიები ვითარდება. ჩრდილოეთ მისისიპიმ ძალიან დიდი გავლენა იქონია ფოლკნერის პიროვნების განვითარებაზე. მისი დიდი პაპა — უილიამ კლარკ ფოლკნერი - კონფედერატთა არმიის პოლკოვნიკი და მთელ შტატში გავლენიანი ფიგურა იყო; მეთაურობდა რკინიგზის გაყვანის საკითხს; წერდა რომანებს. მანვე დაამკვიდრა ლიტერატურული ტრადიციები ფოლკნერების ოჯახში. სარწმუნოა, რომ სწორედ ის წარმოადგენს ფოლკნერის რომანების ერთ-ერთი გმირის, პოლკოვნიკ სარტორისის პროტოტიპს.

მიუხედავად იმისა რომ მისისიპის ძლიერი გავლენა მწერალზე უდავოა, მისი პირველი რომანი, "ჯარისკაცის ჯილდო" (1926) ახალ ორლეანში ცხოვრების პერიოდში დაიწერა სადაც ახალგაზრდა მწერალი შერვუდ ანდერსონის მფარველობისა და გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

1929 წელს ფოლკნერმა იქორწინა ესტელ ოლდჰემზე და მასთან ერთად ოქსფორდს დაბრუნდა. 1930 წელს ახალდაქორწინებული წყვილი საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად რომელიც ფოლკნერმა იქვე, ოქსფორდში შეიძინა და მათ ოჯახს ეკუთვნოდა 1972 წლამდე - მანამ სანამ უილიამის და ესტელის ქალიშვილი, ჯილი, მას მისისიპის უნივერსიტეტს მიჰყიდდა. სახლისა და მასში არსებული ავეჯის იერსახე დღემდე შენარჩუნებულია. დღემდე შესაძლებელია კედლებზე ფოლკნერის მიერ გაკეთებული წარწერების გარჩევა. უმეტესობა მათგანი რომან "იგავში" განვითარებული მოვლენების შესახებ ჩანიშვებს წარმოადგენს.

30იან წლებში ფოლკნერი ჰოლივუდში გადავიდა საცხოვრებლად სადაც სცენარისტად მუშაობდა. აქ დაუმეგობრდა იგი რეჟისორ ჰოუარდ ჰოუკსსა და სცენარისტ ა.ი. ბეზერაიდსს; მსახიობებს - ჰემფრი ბოგარტსა და ლორენ ბოქალს.





გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2017
ენა:
ქართული
სერია:
ჩემი რჩეული მსოფლიო
ფორმატი:
13x19
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა