გურამ გეგეშიძე - ექვსტომეული

დანაზოგი 30%
104,94 ₾
73,00 
დანაზოგი: 31,94 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 73 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

 გთავაზობთ თანამედროვე ქართველი კლასიკოსის გურამ გეგეშიძის ნაწარმოებთა ექვსტომეულს. გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წლის 21 ივლისს, მისი პუბლიკაციები იყო პირველი ნაბიჯი მაშინ გაბატონებული, ეგრეთ წოდებული, სოციალისტური რეალობის მარწუხებიდან ქართული პროზის თავდაღწევისა, რამაც დასაბამი მისცა სალიტერატურო ასპარეზზე ახალი თაობის შესანიშნავი ქართველი მწერლების გამოჩენას.

მწერლას მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო და მათგან  ყველაზე გამორჩეულია 2016 წელს  - ილიას მედალი "მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა".

    პირველმა რომანებმა "ცოდვილი" და `"სტუმარი" იმთავითვე აღიარება მოუტანა მწერალს. განსაკუთრებით ყურადსაღებია რომანების ციკლი საერთო სათაურით `"ქართლის ჭირი", რომელიც წარმოადგენს XX საუკუნის საქართველოს მხატვრულ-ისტორიულ მატიანეს.ამ ციკლის რომანებია:`"ხმა მღაღადებლისა",`"სისხლი სწვიმები", "ნაცრის კოშკი" და „ნათლისქრობა“.

ტომი 1 - "ცოდვილი"; "სტუმარი"

ტომი 2 - "დევნილი" და სხვა მოთხრობები

ტომი 3 - "ქართლის ჭირი - წიგნი პირველი" ; "ხმა მღაღადებლისა"

ტომი 4 - "ქართლის ჭირი - წიგნი მეორე" ; "სისხლის წვიმები"

ტომი 5 - "ქართლის ჭირი - წიგნი მესამე" ; "ნაცრის კოშკი'

ტომი 6 - "ქართლის ჭირი - წიგნი მეოთხე" ; "ნათლისქრობა"


I ტომი
ცოდვილი – ახალგაზრდა კაცი უნებურად ცოდვას ჩადის და დარჩენილი დრო გამუდმებით ცდილობს ჩასწვდეს ბედისწერის არს, ეძებს, გამართლებას, გამოსავალს და ისწრაფვის ჰარმონიისაკენ, მაგრამ ცხოვრება ქვემოთ ექაჩება. სტუმარი – მთავარი გმირი თაიხუჯნე გაუცხოვებულია მშობლიური ქალაქის წერის, მიმართ და გარბის... ტოვებს ნაცნობ მეგობრებს, ქალაქს. რას მიაღწევს არ არის ცნობილი. სტუმარი  - გურამ გეგეშიძის რიგით მეორე რომანი. პირველად გამოიცა 1970 წელს. რომანი თარგმნილია რუსულ, ბულგარულ და სხვა საბჭოთა ქვეყნების ენებზე. “სტუმარი” ვრცელი პანორამაა მეორე მსოფლიო ომისა და 70-იან წლებამდელი თბილისის საზოგადოებისა და ნაჩვენებია მათი მანკიერი თუ დადებითი თვისებები. რომანი ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მთავარი გმირის მეგობრები ძალიან ჰგვანან თავად მწერალს. მაგალითად, გურამ რჩეულიშვილის ისტორია, რომელიც გაგრაში ტრაგიკულად დაიღუპა, მწერალმა გამოიყენა ერთ–ერთი პერსონაჟის ვაჟას შესაქმნელად და ის თავისი მეგობრის თვისებებით დააჯილდოვა. ამ პერსონაჟის პროტოტიპად შეიძლება ჩაითვალოს გეგეშიძის მეგობარი ნოდარ ჩხეიძეც, რომელიც 1968 წელს მთაში ტრაგიკულად დაიღუპა.

რომანის სათაური ტექსტში რამდენიმეჯერაა ნახსენები. სტუმარი არის მთავარის პერსონაჟი – თარხუჯი, რომელსაც მეგობრებისა და ქალების სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, საზოგადოებაში თავის თავს ვერ პოულობს და მისთვის უცხო ხდება ყველაფერი. ის თავის თავს სტუმრად თვლის ამ ქალაქში, ამ საზოგადოებაში და მხოლოდ დროებით ეწვევა დედაქალაქს

გვერდები: 558


II ტომი
წარმოადგენს გურამ გეგეშიძის უმშვენიერესი მოთხრობების კრებულს. ძალზე ნიშანდობლივია, რომ 1957 წლის ივლისში, ახლად აღდგენილ ჟურნალ ,,ცისკრის’’ პირველ ნომერში ერთდროულად დაიბეჭდა გურამ რჩეულიშვილისა და გურამ გეგეშიძის მოთხრობები და მკითხველმაც უმალ იგრძნო ორი ჭეშმარიტი მწერლის დაბადება. იმ დღეებში, 23 წლის გურამ რჩეულიშვილი ბარისახოდან სწერდა გურამ გეგეშიძეს: ,,შენ გაქვს რამდენიმე მოთხრობა, რაშიც მე მივცემდი ერთის გარდა ყველას, რაც კი დამიწერია’’. 

გვერდები: 698



III ტომი
„ქართლის ჭირი“ წარმოადგენს მე-20 საუკუნის საქართველოს მხატვრულ-ისტორიულ მატიანეს. „ხმა მღაღადებლისა“ ამ ციკლის პირველი რომანია, სადაც ავტორი ერთი ოჯახის ცხოვრების მაგალითზე ძალუმად გვაგრძნობინებს ეპოქის მაჯის ცემას მე-19 საუკუნის ბოლოდან ვიდრე „წითლების“ შემოსვლამდე.

გვერდები: 552


IV ტომი

სისხლის წვიმები


V ტომი
რომანი "ნაცრის კოშკი" ,,ნაცრის კოშკში’’ ავტორისეული მხატვრული დამაჯერებლობით გაანალიზებულია ჩვენი ქვეყნის ყოფა დიდი სამამულო ომის დაწყებიდან ვიდრე სტალინის გარდაცვალებამდე. ,,სტალინი აღარ არის, მაგრამ ქვეყანა ჰგიებს უკუნისამდე’’ – ფიქრობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი, კატორღაგამოვლილი ალბერტი, რომელსაც ეს ცნობა გადასახლებაში მოუსწრებს.

გვერდები: 485



VI ტომი
"ნათლისქორობა "წვდომა, ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად ადამიანის წინაშე მდგარი პრობლემების პირუთვნელი ანალიზი, აურაცხელი, მეტისმეტად საინტერესო პერსონაჟები, სისხლსავსე ხასიათები, მრავალფეროვნება სამყაროსი, რაც საერთოდ ახასიათებს გურამ გეგეშიძის შემოქმედებას; იდეათა სიმდიდრე, თვალსაწიერის სიფართოვე, სულის შემძვრელი დრამატიზმით აღსავსე ისტორიები ბევრ საფიქრალს უჩენს განათლებულ, ლიტერატურის გამგებ და მცოდნე მკითხველს, რომელთა შორის უამრავი პატივისმცემელი და დამფასებელი ჰყავს. „ხოცვა ნადირთა მცირეთა“, ანუ წვრილმანი თემებით გატაცება მას არ ახასიათებს, ამ მხრივ ეს წიგნი გამოირჩევა და გურამ გეგეშიძის სხვა რომანებთან და ბრწყინვალე მოთხრობებთან ერთად, ჩვენი ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს წარმოადგენს. „ნათლისქრობა“ დამაგვირგვინებელი თხზულებაა გურამ გეგეშიძის მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ვფიქრობ, კიდევ ერთი სიახლეც, რომელიც ამ დიდ მწერალს ყოველი ახალი ნაწარმოებით შემოაქვს ჩვენს ლიტერატურულ ცნობიერებაში. (ნუგზარ წერეთელი)"

გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2019
ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა