უკვდავი ბიბლიოთეკა და სხვა წიგნები

დანაზოგი 42%
72,60 ₾
42,00 
დანაზოგი: 30,60 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 42 ქულა
+

„როცა მეტირება, არ ვტირი“ მიგელ ოტერო სილვას შედევრად და ვენესუელური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად არის მიჩნეული. ნაწარმოებში მოვლენები ქვეყნის ისტორიის არეულ პერიოდში ვითარდება და იმდროინდელი ვენესუელის სოციალურ-პოლიტიკური ქაოსით, გაურკვევლობითა და ცვლილებებით არის გაჟღენთილი.მიგელ ოტერო სილვას რომანის სამივე გმირი ერთ დღეს დაიბადა, სამივეს ვიქტორინო დაარქვეს და განგებამაც სამივეს საერთო ბედისწერა არგუნა...


დიდი პატარა ტყუილები

ავტორმა პირივის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ტიპის ოჯახი დაასახლა და ყველას თავისი წილი პრობლემა არგუნა.„დიდი პატარა ტყუილები“ იმ სიმართლის საბადოა,რომელსაც თვალს ვერ ან არ ვუსწორებთ.ეს არის ამბავი ქალებზე,რომელთა ცხოვრებასაც განსაზღვრავს ტრაგედია.ამბავი ცოლებზე,ყოფილ ქმრებზე,ძალადობაზე,სკოლის კედლებს მიღმა დაბუდებულ ინტრიგებზე,სკანდალებზე.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,ეს არის ამბავი იმ პატარა,საშიშ ტყუილებზე,რომლებითაც საკუთარ თავებს ვკვებავთ;თან გვგონია,რომ თუ გავუძლებთ,პრობლემა თავისით მოგვარდება.


„დედის რძე“ ორი ქალის ამბავია, ორი განსხვავებული ხედვა, ორი სიცოცხლე. რომანს ორი მთხრობელი ჰყავს: დედა და შვილი. მათი ამბები თითქოს პარალელური წრფეებივით მიედინება ერთმანეთის გვერდით და არასდროს იკვეთება, რადგან ორივე სხვადასხვანაირად აღიქვამს სამყაროს. დედა ვერ სუნთქავს გალიაში, რომელსაც საბჭოთა ყოფა ჰქვია.რეჟიმმა დედას ოცნებები დაუმსხვრია. შვილს კი ყველაფერი წინ აქვს, იმედითაა სავსე და უნდა, დედაშვილური სიყვარული იგრძნოს, მშობლის სითბო მიიღოს, როგორც სხვა ოჯახებში ხდება. მაგრამ . . .


შემწვარი მწვანე პომიდვრები

ამერიკული ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანეს, ერთი შეხედვით მსუბუქ ტექსტში მწერალი დიდი ოსტატობით აქსოვს ისეთ მწვავე თემებს, როგორიცაა რასიზმი, სეგრეგაცია, უმცირესობის ჩრდილში დგომა, რელიგიური წნეხი ქორწინების მიმართ, ქალთა უფლებები, გლობალიზაციის გავლენა, მოხუცებულების თუ მოძველებული პროფესიების ადამიანების ბედი, მკვლელობისა და ევთანაზიის გამამართლებელი გარემოებების მორალური შეფასება.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase