წიგნების ნაკრები დიდ ვნებასა და რთულ ურთიერთობებზე

დანაზოგი 42%
66,90 ₾
39,00 
დანაზოგი: 27,90 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 39 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ვნება

ნობელიანტი ავსტრიელი მწერლის, ელფრიდე იელინეკის „ვნება“ გამაოგნებელი რომანია. გამაოგნებელი იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, მკითხველს აჯადოებს მისთვის ასე დამახასიათებელი რიტმული, პოეტური წერის მანერა და მეორე მხრივ, აშფოთებს ის ჯოჯოხეთი, რომელიც წიგნში ტრიალებს. „ვნებას“ ახასიათებენ, როგორც „შემაწუხებელ“ ნაწარმოებს და მართლაც, უხეში ენა, დაუნდობელი ფაბულა, ძალადობის სცენები და გაშიშვლებული ადამიანური მანკიერებები მკითხველს შფოთვას ჰგვრის. რომანის მიზანიც სწორედ ესაა - დაგვანახოს, რომ ზოგჯერ ადამიანები ცხოველები არიან, ძალადობის ჯაჭვის გაწყვეტა კი მხოლოდ რჩეულ ერთეულთა ხვედრია.
„ვნება“ სწორედაც ძალადობის ამბავია. ქარხანა ძალადობს მუშებზე, მუშები - ოჯახებზე, ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილით შეპყრობილი ქმარი - ცოლზე, ცოლი - შვილზე, შვილი - დედასა და თანატოლებზე, ადამიანების სიხარბით შეურაცხყოფილი ბუნება - მთელ სამყაროზე. ძალადობის ქარბორბალის ცენტრში კი არის გერტი - ქალი, ცოლი, დედა, მაგრამ ყველაზე უფრო - დამცირებული ადამიანი, სექს-სათამაშოდ ქცეული, სულგამოცლილი, სიცოცხლეწართმეული მარიონეტი.
ერთი ოჯახის ამბით იელინეკი უმნიშვნელოვანეს გლობალურ პრობლემებს ეხება. რომანს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ის გააკრიტიკეს პორნოგრაფიული, ნატურალისტური და ძალადობის სცენების გამო. კრიტიკოსთა დიდი ნაწილის აზრით კი ეს იელინეკის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, რომელშიც მან მწვერვალზე აიყვანა „უხამსობის ესთეტიკა.“

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: იელინეკი ელფრიდე
გვერდები: 210
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2020
თარგმანი: ტატა კოტრიკაძე
ხელმისაწვდომი: არის
ფორმატი: 14X21
სერია: საკუთარი ოთახი
აისბიენი/აიდი: 9789941472206



ქმრის საიდუმლო

ლიან მორიარტი მისთვის დამახასიათებელი ლაღი და ძალდაუტანებელი ენით, ბასრი იუმორითა და გონებამახვილობით ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ოჯახური ცხოვრება, საყვარელი ადამიანის ღალატი, ცალმხრივი და გაზიარებული სიყვარული, ტრაგიკულ მოვლენებთან შეგუება, სხვადასხვა სახის მორალური დილემა... ეს სამი ქალის ისტორიაა. მათი ბედი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. სამივეს აერთიანებს დანაკარგი, რომელთან შეგუებაც უჭირთ. ნაწარმოების ეპიცენტრში სესილია ფიცპატრიკია, რომლის ოჯახურ იდილიას სხვენზე აღმოჩენილი უცნაური წერილი არღვევს. წერილი ძველია, სესილიასთვის დაწერილი და მის ქმარს, ჯონ-პოლს ეკუთვნის. მინაწერი ატყობინებს, რომ იგი უნდა წაიკითხოს მხოლოდ ჯონ-პოლის გარდაცვალების შემდეგ. რას უმალავს ქმარი სესილიას?! ქალი დიდხანს ყოყმანობს წერილის გახსნაზე, არ იცის, რომელი გზაა სწორი და როცა გახსნას გადაწყვეტს, წერილიდან, როგორც პანდორას ყუთიდან, ამოფრენილ ავბედით საიდუმლოს ვეღარაფერი აჩერებს. ეს საიდუმლო სამუდამოდ ცვლის არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის, არამედ სხვა ადამიანთა ცხოვრებასაც.

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ავტორი: მორიარტი ლიან
გვერდები: 108
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: ეკატერინე სუმბათაშვილი
ხელმისაწვდომი: არის
ფორმატი: 14 X 21
აისბიენი/აიდი: 9789941474569


მე ის მიყვარდა

მეტად უცნაური რომანია თავისი ლიტერატურული მინიმალიზმით - მთელი წიგნი დიალოგებით გამხელილი შიშები, ღალატი, ტკივილი, იმედგაცრუება, გაუცხოება და სასოწარკვეთაა. ახალგაზრდა ქლოე ქმარმა მიატოვა და მწუხარებისგან განადგურებული, სიმშვიდეს ვერ პოულობს. მხოლოდ ერთ საღამოს, ვახშმობისას თავის მამამთილთან - პიერთან საუბრისას შეძლებს თავის ტრაგედიას შეხედოს მეორე მხრიდან და დაფიქრდეს, თუ რას შეიძლება გრძნობდეს მოღალატე ქმარი. ცნობილი ფრანგი მწერლის ანა გავალდას უჩვეულოდ გულახდილი რომანი „მე ის მიყვარდა“ განსაკუთრებით საინტერესო და ემოციურია, რადგან ეს წიგნი 2002 წელს სწორედ ავტორის ქმართან განშორების შემდეგ გამოიცა და ნახევად ავტობიოგრაფიულია.

ISBN:9789941474989

გამოშვების წელი:2016

გამომცემლობა:გამომცემლობა წიგნები ბათუმში

წიგნის ენა:ქართული

ყდის ტიპი:რბილი

გვერდების რ-ბა:144



ვულკანის მეტრფე

„ვულკანის მეტრფე“ ზონტაგის პირველი მხატვრული ნაწარმოებია ქართულ ენაზე. მძაფრი, შთამბეჭდავი ისტორიული რომანი არა მხოლოდ შინაარსით ახდენს მკითხველზე უდიდეს შთაბეჭდილებას, არამედ გამორჩეული სტილითაც – ნაწარმოები რიტმული პროზითაა დაწერილი, ზოგან „ცნობიერების ნაკადის“ ტექნიკის გამოყენებით, დამახასიათებელი პუნქტუაციითა და მდიდარი ენით. „ვულკანის მეტრფე“ სერ უილიამ ჰამილტონის, ემა ჰამილტონისა და ჰორაციო ნელსონის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ მოგვითხრობს ...

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: ზონტაგი სუზან
გვერდები: 488
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2019
თარგმანი: ნინო ბარძიმიშვილი
ხელმისაწვდომი: არის
ფორმატი: 14X21
სერია: საკუთარი ოთახი
აისბიენი/აიდი: 9789941474675



კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა