მხოლოდ ცამ იცის როგორ მიყვარხარ

დანაზოგი 38%
52,00 ₾
32,00 
დანაზოგი: 20,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 32 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

კარენ ჯოი ფაულერი ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი
მთარგმნელი: ეკა მაჩიტიძე

ამერიკელი მწერლის, კარენ ჯოი ფაულერის ბესტსელერი – „ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი“ მოგვითხრობს ქალების შესახებ, რომლებიც ერთმანეთს არაფრით ჰგვანან, თუმცა წიგნებით, უფრო ზუსტად კი ერთი კონკრეტული ავტორის ნაწარმოებებით გატაცება ლიტერატურულ კლუბში მათი გაერთიანების წინაპირობა ხდება.

ეს კლუბი წიგნის ექვსი პერსონაჟისთვის ერთგვარი თავშესაფარია, სადაც თითოეული მათგანი საკუთარი განცდების გაანალიზებას და მათთან გამკლავებას ცდილობს.

ქალებთან ერთად ლიტერატურულ საღამოებს მამაკაციც ესწრება, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკა იზიდავს, თუმცა ოსტინის რომანების საუკეთესო ბიბლიოთეკა სწორედ მას აქვს…

სიყვარული, ქორწინება და განქორწინება, შვილები და მშობლები… ფაულერის ეს არცთუ სქელტანიანი წიგნი ყველაფერს უყრის თავს. 2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა „ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბის“ მიხედვით გადაღებული რომანტიკული დრამა.


იენ მაკიუენი ქვიან სანაპიროზე

თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსის, იენ მაკიუენის 2007 წელს დაწერილი რომანი „ქვიან სანაპიროზე“, მცირე ზომის მიუხედავად, ბუკერის პრემიის ფინალისტთა სიაში მოხვდა. „მონანიებისა“ და „ცემენტის ბაღის“ ავტორი სექსუალური ლტოლვის, შიშების, გაუთქმელი საიდუმლოებისა და რომანტიკული ფანტაზიების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება XX საუკუნის ადრეულ 60-იან წლებში ვითარდება. ახალდაქორწინებული წყვილი, ედუარდი და ფლორენსი, თაფლობის თვის გასატარებლად დორსეტში, ცნობილ ქვიან სანაპიროზე – „ჩეზი-ბიჩზე“ – მიემგზავრება. შეუღლების მოლოდინი ორივეს განსხვავებულად აშფოთებს. ამბავი პერსონაჟების ქორწინების პირველ დღეს იწყება და იქნებ იმავე ღამეს ტრაგიკულადაც დასრულდეს… რომანმა დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში და მალევე ითარგმნა მრავალ ენაზე. 2018 წელს კი ეკრანებზე ამავე სახელწოდების ფილმიც გამოვიდა.


რიჩარდ იეიტსი ამბოხის გზა
წიგნი ახალგაზრდა ამერიკელი წყვილის, ფრენკისა და ეიპრილის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად „ამბოხის გზაზე“ გადადიან. ფრენკი სამსახურით უკმაყოფილოა, ხოლო ეიპრილი თავის თავს დიასახლისად არასდროს მოიაზრებდა, ის თეატრის მსახიობობაზე ოცნებობდა. ერთ დღესაც ეიპრილი ფრენკს დაარწმუნებს, რომ დროა, თავიანთ ოცნებებსა და მისწრაფებებს მისდიონ. როგორია 1950-იანი წლების ამერიკაში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის გზა ოცნებებისკენ? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს რიჩარდ იეიტსი, მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის დიდი ავტორი.

1961 წელს, რიჩარდ იეიტსის პირველმა რომანმა „ამბოხის გზა“ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. 2008 წელს გამოვიდა რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი კეიტ უინსლეტისა და ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით და მკითხველთა ახალმა თაობამ ხელახლა „აღმოაჩინა“ რიჩარდ იეტსი, რომელსაც ამერიკულმა პრესამ სასოწარკვეთილების ეპოქის მწერალი უწოდა. ის ყოველთვის თავისი ნაწარმოებების პერსონაჟი ქალების გვერდითაა – იმ ქალებისა, რომელთაც იმედი გაუცრუვდათ მამაკაცების ამბიციურობის ან სიმხდალის გამო.


გრემ სიმსიონი პროექტი როუზი
უდავოდ, უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ ძალიან უცნაური, მაგრამ მომხიბვლელი პროფესორის მიერ მოთხრობილი რომანტიკული ამბავი კრიტიკოსებმა საერთაშორისო სენსაციად აღიარონ… ალბათ ეს წიგნი თითოეულ ჩვენგანს დააფიქრებს იმაზე, რატომ გვაღიზიანებს ანდა, პირიქით, გვაინტერესებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც საზოგადოებაში უჩვეულოდ იქცევიან და თავიანთი თამაშის წესებით ცხოვრობენ. იქნებ ასეთ პიროვნებებს სხვები ან თუნდაც მთელი დანარჩენი სამყარო  ეჩვენებათ უცნაურად, საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულებები კი მათ დაუძლეველ უხერხულობასა და ცხოვრებისეულ ბარიერებს უქმნის? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს ავსტრალიელი დრამატურგი და პროზაიკოსი გრემ სიმსიონი თავის პირველ წიგნში, რომლის ლაღი თხრობა, ტრაგიკომიკური ეპიზოდები და ნაწილობრივ დეტექტიური სიუჟეტი მკითხველს უსაშველოდ მოხიბლავს. და, რაც მთავარია, წიგნი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სიყვარულს უცნაურებიც და არაუცნაურებიც ერთნაირად განიცდიან და რომ ცხოვრება ყოველთვის ამსხვრევს ფორმულებს.

2013 წელს ავსტრალიაში გამოცემული „პროექტი „როუზი“ 30 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა