გაბრიელ გარსია მარკესი - დიდი მოგზაურობა

დანაზოგი 30%
54,00 ₾
38,00 
დანაზოგი: 16,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 38 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება



ერთი ტყვეობის ამბავი

ერთი ტყვეობის ამბავი 1990-იანი წლებში ნარკოდაჯგუფების მიერ კოლუმბიელი ჟურნალისტი ქალის, მარუხა პაჩონის გატაცების რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. რომანი მოგვითხრობს გატაცებათა მთელ სერიაზე, რეალისტურად არის აღწერილი გამტაცებლების სისასტიკე და უმოწყალობა, მძევალთა სასოწარკვეთილება, გაქცევის მცდელობა, მკვლელობები, რაც სახელმწიფოსთან შეუმდგარი მოლაპარაკებების პარალელურად მიმდინარეობდა. ნარკოდილერები ექსტრადიციის შესახებ ახლადმიღებულ კანონს აუმხედრდნენ. კანონს, რომელიც მთავრობას უფლებას აძლევდა ნარკომაფიის წევრები აშშ-ს მართლმსაჯულებისთვის გადაეცა, იქ კი მათ სულ სხვაგვარად გაუსწორდებოდნენ, ვიდრე კოლუმბიაში. ქვეყანაში კი უსასტიკესი ომი მიმდინარეობდა და უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებას ცვლიდა.


მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში

ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა

გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი.

„ქვეყნები, ისევე როგორც ქალები, სჯობს ახალგაღვიძებულზე ნახო“ – წერს ერთგან მარკესი და ყოფილ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყოფნისას მუდმივად ცდილობს, ოფიციალური პროტოკოლით დადგენილ მარშრუტებს გაექცეს და უბრალო ადამიანებს გამოელაპარაკოს – პირადად მათგან და მათი ცხოვრების წესზე დაკვირვებით გაიცნოს უკეთ რკინის ფარდის მიღმა არსებული სამყარო. 

 
ღია თვალებით დანახული ადუღებული პოლონეთი, უნგრელი ხალხის ანონიმური პროტესტი სახალხო აჯანყების ჩახშობიდან ერთი წლის შემდეგ, მოსკოვი – ყველაზე დიდი სოფელი მსოფლიოში და საბჭოთა კავშირში აკრძალული კაფკა, რომელიც სტალინის კარგი ბიოგრაფი იქნებოდა... – წაიკითხეთ დიდი კოლუმბიელი მწერლის სამოგზაურო წიგნში.


 

სიყვარული ჟამიანობის დროს

ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ

„სიყვარულის ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიები ჩემი ბავშვობის კიდევ ერთი დიდი შთაბეჭდილება იყო, – ამბობს გაბრიელ გარსია მარკესი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, – იმდენჯერ მომისმენია მშობლებისგან ერთად და ცალ-ცალკე ნაამბობი, რომ თითქმის სრულყოფილად ვიცოდი, როდესაც ოცდაშვიდი წლის ასაკში ჩემი პირველი რომანი ფოთოლცვენა დავწერე. ვაცნობიერებდი, რომ თხრობის ხელოვნების დასაუფლებლად ჯერ კიდევ ბევრი მქონდა სასწავლი. ჩემი მშობლები ბრწყინვალე მთხრობელები იყვნენ. სიყვარულის მოგონებები ბედნიერებას ანიჭებდათ, მაგრამ იმდენად გაიტაცათ საკუთარმა ნაამბობმა, რომ, როდესაც თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ, ჩემს რომანში – სიყვარული ჟამიანობის დროს – მათი ამბის აღწერა დავიწყე, უკვე ვეღარ ვარჩევდი, სად გადიოდა ზღვარი ცხოვრებასა და პოეზიას შორის“.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა