დეტექტივების დედოფალი – აგათა კრისტი

დანაზოგი 30%
40,00 ₾
28,00 
დანაზოგი: 12,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 28 ქულა
+

გვამი ბიბლიოთეკაში
პოლკოვნიკმა ბანტრიმ საკუთარი სახლის ბიბლიოთეკაში ქერათმიანი ქალიშვილის გაგუდული სხეული აღმოაჩინა. მეზობლებში მითქმა-მოთქმა იწყება! თუმცა მის მარპლის მოწვევის შემდეგ ყველაფერი იცვლება და საქმეში იმაზე მეტი ინტრიგა და სიბინძურე ჩნდება, ვიდრე ეს კეთილშობილ ბანტრებს წარმოედგინათ. პირქუში ფინანსისტი, მისი ეგოცენტრიკული მოზრდილი შვილები, სასტუმროს პრაგმატული და ჭკვიანი თანამშრომლები, დიდძალი ფული და გავლენა, ფიცხი ადგილობრივი ახალგაზრდა კაცი, განცვიფრებული ქალიშვილები, კინობიზნესი _ ეს ყველაფერი კრისტისთვის დამახასიათებელ კლასიკურ სიუჟეტში ერთმანეთში იხლართება, რასაც მრავალი მოულოდნელობა და მცდარი კვალი ახლავს თან. ამას დაუმატეთ დიდებული სახლი, უცნაური სასტუმრო და მეტისმეტად რესპექტაბელური პატარა სოფელი. ჰო, არც მის მარპლი დაგავიწყდეთ.

ლორდ ეჯვერის სიკვდილი
ლონდონელ დიდებულს, ლორდ ეჯვერს, მისსავე სახლში კლავენ. თითქოს მიზეზი იოლად მისახვედრია – მდიდარი და გავლენიანი ოჯახის მეთაური ტირანი ბრძანდებოდა, ახლობლები მისი შიშით ძრწოდნენ, მაგრამ საქმე ის არის, რომ მკვლელობას წინ უძღოდა ლორდის სახლში ერთი ლამაზი ქალის, თანაც, როგორც გაირკვა, გადაცმულის, სტუმრობა. სახელგანთქმული მაძებარი ერიკ პუერო შემთხვევით ხდება იმ მოვლენათა მოწმე და მონაწილეც კი, რომლებიც წინ უძღვოდა მკვლელობას.
და აღარავინ დარჩა – აგათა კრისტი

“და აღარავინ დარჩა”
პოლიტკორექტულობის გამო დარქმეული სახელია რომანისა “ათი პატარა ზანგი”,რომელსაც აგატა კრისტი მის საყვარელ ნაშრომად მიიჩნევდა
სიკვდილი ნილოსზე
მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრე ლიტენ რეჯუეი ცოლად მიჰყვება თავისი უახლოესი მეგობრის, ჟაკლინის საქმროს. ახალდაქორწინებულები თაფლობის თვის გასატარებლად თბომავალ „კარნაკით“ ნილოსზე, ეგვიპტეში მიემგზავრებიან. ჟაკლინი გადაწყვეტს, ჩააშხამოს მოგზაურობა მოღალატე საქმროსა და მეგობარს. ბორტზე სხვა მტრებიც არიან. სახელგანთქმული მეძებარი პუარო ლინეტს ერთ დღეს კაიუტაში მოკლულს იპოვის. ხანგრძლივი ძიების შემდეგ პუარო მიაგნებს დანაშაულის იარაღს და მიზეზსაც, მაგრამ ერთმანეთს ახალ-ახალი მკვლელობები მოჰყვება…

ყველაზე გაყიდვადი
  • უფროსებისთვის
  • სიახლეები
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase