აგათა კრისტი - იდუმალი სიუჟეტები

მრუდე სახლი

ერთ უცნაურ, „მრუდე“ სახლში ძალიან მდიდარი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახის უფროსი რესტორნებისა და სასტუმროების ქსელის მფლობელია, თუმცა... ერთ მშვენიერ დღეს ის მკვდარი იპოვეს. სავარაუდოდ, მოწამლეს. ამ დიდი ოჯახის ყველა წევრს ჰქონდა საფუძველი, რომ მოხუცი მოეკლა... დიდი მემკვიდრეობა, ჩანს, დიდი ცდუნებაც არის... მაგრამ მკვლელს, თურმე, მემკვიდრეობა სულაც არ სჭირდება, მას, უბრალოდ, დეტექტივები და... შურისძიება უყვარს


როჯერ ეკროიდის მკვლელობა
ერკიულ პუარომ ჩათვალა, რომ მშვიდი, უშფოთველი ცხოვრების დრო დადგა. ამიტომ ყველა საქმეს ჩამოშორდა და ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში თავისი საყვარელი ყაბაყის მოსაყვანად დასახლდა. მაგრამ თითქოს დანაშაული თავად დაეძებს დიდ მაძებარს – ამ მყუდრო სოფლის სიმშვიდეს მისის ფერარის იდუმალი სიკვდილი (მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?) არღვევს... უფრო მეტიც, ქალის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში მდიდარ ფაბრიკანტს, როჯერ ეკროიდს, კლავენ! სოფელში უმალ ალაპარაკდნენ ამ ორი შემთხვევის ურთიერთკავშირზე – მისის ფერარისა და როჯერ ეკროიდის რომანზე, რომელიც მომხდარს მეტ იდუმალებას სძენს. მკვლელის ვინაობა და მოტივი უცნობია. ერკიულ პუარო საქმეს უბრუნდება. ახლა მან უნდა უპასუხოს ბუნდოვან შეკითხვებს, იპოვოს მკვლელი... ვინ იცის, ეგებ ეს შემთხვევა დიდი მაძებრის ყველაზე საინტერესო საქმეც კი აღმოჩნდეს!

ჭვავით სავსე ჯიბე
რომანში,რომელშიც ბიზნესმენისა და ფინანსური მაგნატის საიდუმლოებით მოცული სიკვდილია აღწერილი,მის მარპლს ერთობ უჩვეულო ბოროტმოქმედების გამოძიება უწევს.ფინანსური იმპერიის მეფე,რექს ფორტესქიუ თავის ბუღალტერიაში ჩაის წრუპავდა,როდესაც უეცრად ცუდად გახდა და ტანჯვით აღმოხდა სული.მოგვიანებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად,გარდაცვლილის ჯიბეებში რაღაც მარცვლეული იპოვეს.დანაშაულის დამადასტურებელი სხვა რამე სამხილი ადგილზე ვერ აღმოაჩინეს...

გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
ავტორი:
აგათა კრისტი
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000008064
35,85 
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ