ვეფხისტყაოსანი სამეფო

80,00 
გაყიდვაშია
ქულები: 80 ქულა
+

   

         პროექტი, რომელმაც 3 საუკუნის შემდეგ ჩვენამდე მოაღწია. ეს გახლავთ იმერეთის მეფის სოლომონ მეფის ვეფხისტყაოსანი, რომელიც კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და გამომცემლობა "ბაკმმა" პირველად გააცოცხლა.
       მე-18 საუკუნეში იმერეთის მეფის სოლომონ პირველის დავალებით განაახლეს "ვეფხისტყაოსნის" ძველი, დაზიანებული ხელნაწერი, რომელიც ულამაზესი ილუსტრაციებით იყო შემკული. განახლებისას ტექსი ხელახლა გადაწერეს, სურათები კი ძველი ხელნაწერიდან ახალში გადმოიტანეს. ტექსტის ის ნაწილი კი, რომელიც ძველ ხელნაწერს აკლდა, ვახტანგ  მე 6 - ის მიერ 1712 წელს დაბეჭდილი "ვეფხიტყაოსნის " მიხედვით შეავსეს.განახლებული  ვეფხისტყაოსანი სოლომონ მეფეს მიართვეს. 1880 წელს, ვახტანგ  მე 6 - ის  გარდაცვალების შემდეგ ხელნაწერი მისი ქალიშვილის -დარეჯანის საკუთრებაში გადადის.შემდეგ , იმერეთის სამეფო კარზე ცნობილი აჯანყებების გამო , უნიკალური სამეფო ვეფხისტყაოსანი იკარგება.კონკრეტული გამოცემა ექვთიმე თაყაიშვილმა მოიძია და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკა-მუზეუმს ჩააბარა, საიდანაც მისი კვალი კიდევ ერთხელ დაიკარგა.შემდეგ ხელნაწერი ფრიდონ წერეთლის შემოწირულად გატარდა მუზეუმის საინვენტატო დავთარში,მაგრამ ხელნაწერში მოთავსებული 87 სურათიდან ათი ოსტატურად ამოეჭრათ.
          1911 წლის ბოლოს ექვთიმე თაყაიშვილმა ოქსფორდიდან მიიღო ოლივერ უორდროპის წერილი,რომელიც ატყობინებდა  რომ მას აქვს უნიკალური  10 სურათი, რომელიც სწორედ სამეფო ვეფხისტყაოსნის  ხელნაწერიდან იყო ამოჭრილი. 
 1912 წლის  იანვარში  ექვთიმე თაყაიშვილმა უნიკლაური განძი უორდროპების  დახმარებით საქართველოს მუზეუმს დაუბრუნა. 
 "უნდა მოგახსენოთ, რომ წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი დიდად შესანიშნავია, ასეთი ღირსების  სურათები არცერთ სხვა ვეფხისტყაოსნის ხელნაწერს არ მოეპოვება"

       მარჯორი და ოლივერ უორდროპები, იყვნენ გაერთიანებული  სამეფოს წარმომადგენლები საქართველოში, მათი თაოსნობით 1912 წელს იბეჭდება  ვეფხისტყაოსანი ლონდონში. მე -20 საუკუნეში მათ დაარსეს ოქსფორდის უნივერსიტეტში ფონდი, რომელიც აფინანსებდა ქართული ენის  და ლიტერატურის შესწავლას. 


    შოთა რუსთაველი – ,,ვეფხისტყაოსანი” წიგნი დასურათებულია წერეთლისეული ,,ვეფხისტყაოსნის” მინიატურებით (XVII-XVIII სს), ხელნაწერი დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. საგამომცემლო პროექტი – ,,განძი რჩეული”.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა