ქართველი მწერლები - თან საკითხავი

დანაზოგი 18%
53,80 ₾
44,00 
დანაზოგი: 9,80 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 44 ქულა
+

ვაჟა-ფშაველა - 156 ამბავი

ვაჟა-ფშაველა იმ ხელოვანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა პიროვნებისა და შემოქმედებისადმი ინტერესიც დროის გასვლასთან ერთად არათუ ნელდება, არამედ სულ უფრო მატულობს.
 მიმდინარე წელს 156 წელი შესრულდა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან. ამითაა განსაზღვრული წიგნში შესულ ამბავთა რაოდენობა. ისინი ამოკრებილია სხვადასხვა წყაროდან (მწერლის ავტობიოგრაფიული თხზულებები, პუბლიცისტური და პირადი წერილები, თანამედროვეთა მოგონებები). ეს ამბები ნათელ წარმოდგენას გვიქმნის დიდი პოეტის საარსებო გარემოზე, მის პიროვნულ ხასიათზე, ზნეობრივ მრწამსსა და მსოფლმხედველობაზე.
 დიდი შემოქმედის გარდა, მკითხველის წინაშე იხატება ადამიანი, რომელსაც შეეძლო უკანასკნელი ჩოხა ეჩუქებინა მეზობლისთვის, ხელით დაეწნა ყვავილების გვირგვინი ნეფე-პატარძლისათვის, ხანჯლით ყური ჩამოეთალა ოჯახის ღირსების შემლახველისათვის, ენადიმა უბრალო გლეხეთან და, ამასთანავე, ეკამათა გრიგოლ რობაქიძესთან თეორიული ფილოსოფიის პრობლემებზე.

აკაკი - 180 ამბავი

„საქართველოში ალბათ ბევრ შემოქმედს არ რგებია ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. 180 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. აქ წარმოდგენილი ამბების რაოდენობაც შესაბამისად ამ საიუბილეო თარიღმა განაპირობა. ამბები პირობითად დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, პანორამულად გადაავლოს თვალი მგოსნის ცხოვრებას.
ამბები ძირითადად ემყარება ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს აკაკი წერეთლის შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებსა და წერილებს, მის ნაკვესებს. მწერლის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეულის მზადებისას აკაკის შემოქმედების არაერთი სიახლე და მისი ცხოვრების უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელთაგან ზოგი ამბად ვაქციეთ და ისე შევთავაზეთ მკითხველს.“ 

მუხრანი - 90 ამბავი

ამ წიგნით მკითხველი გაეცნობა ნათესავებისა და მეგობრების თვალით დანახულ მუხრან მაჭავარიანს. პოეტის ცხოვრების გზა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. თამამ და ნოვატორულ შემოქმედებას მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა ლიტერატურულ ასპარეზზე მისი გამოჩენიდან მოყოლებული... მუხრანს არ დაჰკლებია კრიტიკის ქარ-ცეცხლი და თვით უახლოეს მეგობართაგან დაუმსახურებელი შეურაცხყოფა. ამის შესახებ თავად პოეტი უბადლო იუმორით წერდა: „საქართველოში მე იმდენად გავხდი საქები, / სახელს იხვეჭენ ჩემი ლანძღვით ავაზაკები... / P. S. სულაც არ მიკვირს ეს ამბავი, მე სხვათაშორის, – / – ყველას თავისი აქვს მუღამი სახელის შოვნის.“


ილია - 180 ამბავი

წიგნი ეძღვნება ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავს და მასში შესულია 180 ამბავი ილიას ცხოვრებიდან. ცნობები ამოკრებილია ილია ჭავჭავაძის შესახებ არსებული მემუარული ტექსტებიდან. მოგონებათა ავტორები (კოტე აბხაზი, იაკობ მანსვეტაშვილი, არტურ ლაისტი, იონა მეუნარგია, ექვთიმე თაყაიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი და სხვ.), ამბის თვითმხილველნი თუ მონაწილენი, ილიას პიროვნებას წარმოაჩენენ სხვადასხვა რაკურსითა და სხვადასხვა ვითარებაში.

 მოგონებები დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით – ილია ჭავჭავაძის ბავშვობიდან დაკრძალვამდე და კიდევ რამდენიმე ამბავი, რომლებშიც ჩანს დიდი მოღვაწის მიერ თანამედროვეთა ხსოვნაში დატოვებული კვალი.




კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase