4 3 2 1 - დიდი იმედები

დანაზოგი 40%
64,90 ₾
39,00 
დანაზოგი: 25,90 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 39 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

„4 3 2 1“ პოლ ოსტერის უკანასკნელი, ყველაზე დიდტანიანი რომანია, რომელზე მუშაობასაც მწერალმა სამი წელი, კვირის ყოველი დღე მოანდომა. მრავალი ავტორიტეტული გამოცემის აზრით, ეს პოლ ოსტერის საუკეთესო ნაწარმოებია. „4321“ საშუალო კლასის ებრაელი ბიჭის, ფერგიუსონის ცხოვრების ამბავს მოგვითხრობს, უფრო სწორად – ოთხ შესაძლო ამბავს, ოთხ გზას, პერსონაჟის ოთხგვარ განვითარებას განსხვავებულ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ კონტექსტში. მკითხველის თვალწინ ფაზლის ნაჭრებივით ლაგდება, ერთი მხრივ, ამერიკული ყოველდღიური ყოფა, ებრაული ოჯახების ცხოვრება, კავშირები, წარმატებისკენ სწრაფვა; შემოქმედი, წერის სურვილით ატანილი ახალგაზრდა ფერგიუსონების სიყვარული, შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლები და, მეორე მხრივ, ამერიკის ისტორიის მღელვარე წლები მარტინ ლუთერ კინგითა და მალკოლმ იქსით, ვიეტნამის ომით, კენედის მკვლელობით, პროტესტის უმძლავრესი ტალღებით, კითხვის ნიშნით – არსებობს თუ არა ამერიკული დემოკრატია; და, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკით, რომელსაც ძალიან ჰგავს ეს დიდი და ხმაურიანი წიგნი – ამ რომანის კითხვისას მთავარი სირთულე მისი გავლენისგან თავის დაღწევაა.

გამოცემის თარიღი: 2019

თარგმანი: ინგლისურიდან

მთარგმნელი: ელისო ფანცხავა

გვერდები: 1000


„დიდი იმედები“ ჩარლზ დიკენსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ამაღელვებელი ნაწარმოებია. აქ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს. რომანის მთავარი გმირი, ობოლი პიპი გვიყვება საკუთარ ამბავს – თუ როგორ ცხოვრობდა ერთ მყუდრო სოფელში დასთან და სიძესთან ერთად, ვიდრე მის ცხოვრებაში უცნაური ადამიანები გამოჩნდებოდნენ, რათა მისთვის გული გაებზარათ, იმედები ჩაესახათ, ერთგულება ეჩვენებინათ ანდა უმადურად ექციათ. დასაწყისშივე მკითხველის თვალწინ მოღუშული პეიზაჟი იშლება – ჭაობები, სასაფლაო და ციხიდან გამოქცეული პატიმარი, რომელიც პატარა პიპს გზად გადაეღობება. მალევე ერთი, ამქვეყნიერებას მოწყვეტილი ქალი ბიჭს სახლში მიიწვევს და მშვენიერ ესტელას გააცნობს. აქედან პიპის უჩვეულო თავგადასავალი იწყება – უცნაური დამთხვევებითა და ფათერაკებით სავსე. პიპი ძალზე ემოციურად, სევდიანად და ირონიულად აღწერს მთელ ამბავს. ნაწარმოებში შეხვდებით ტრაგიკომიკურ სცენებსაც, კრიმინალურ დრამასაც, გოტიკურ პასაჟებსაც, სასიყვარულო ისტორიებსაც, იდეით შეპყრობილობასაც და სინდისის ქენჯნასაც. „დიდი იმედები“ ლიტერატურული ჟანრების, ანტაგონისტური პერსონაჟებისა და ემოციების ნამდვილი თაიგულია. „დიდმა იმედებმა“ არაერთი რეჟისორის ყურადღება მიიპყრო – მისი მიხედვით გადაიღეს მრავალი ფილმი და დადგეს სპექტაკლები სხვადასხვა ენაზე.


გამოცემის თარიღი: 2019

თარგმანი: ინგლისურიდან

მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე

გვერდები: 698





კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა