ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობები 2 ტომად

29,80 
გაყიდვაშია
ქულები: 30 ქულა
+

სრული კრებული ორ ტომად

წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე.


ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა 1936 წელს ვანის რაიონის სოფელ უხუთში. საშუალო განათლება ქალაქ ქუთაისში მიიღო, რის შემდეგაც დედაქალაქში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1962 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა აბზიანიძეების ოჯახი. ჯემალ ქარჩხაძე 1961-1982 წლებში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა. თუმცა 1982 წელს რეგულარული სამსახური მიატოვა, რათა მთელი დრო მწერლობისთვის დაეთმო. ჯემალ ქარჩხაძის პირველმა პუბლიკაციებმა საზოგადოების ძლიერი მოწონება, ხოლო საბჭოთა კრიტიკოსების მკაცრი შეფასებები დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ქარჩხაძეს წერა არ შეუწყვეტია და  ნაწარმოებებსაც რეგულარულად აქვეყნებდა. 1977 წელს მისი განსაკუთრებით პოპულარული თხზულება იგი გამოქვეყნდა. 

 

მწერლის სტილი მრავალფეროვანია. ეს არის ინტელექტუალური პროზა, რომელიც კლასიკური ფორმითაა გამოხატული და ლექსიკურად ძალზე მდიდარი და ექსპრესიულია. ქარჩხაძის პროზა, ერთი მხრივ, მიჰყვება თხრობის ტრადიციულ ეტიკეტს, მაგრამ მეორე მხრივ, მკვეთრად ინდივიდუალური და განუმეორებელია. ქარჩხაძის ნაწარმოებებს ზნეობრივი მაქსიმალიზმი და უკომპრომისობა ახასიათებთ. მისი გმირები სიკეთით არიან გაჯერებულნი.

 

“ადამიანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა საიდუმლოებების მუდმივი ძიება, მათი მიგნება და სინათლეზე გამოტანა“ – წერს ჯემალ ქარჩხაძე და მკითხველს უტოვებს განცდას, რომ სწორედ მის ნაწარმოებში ამოხსნის ცხოვრებისეულ საიდუმლოებებს. მწერალი ადამიანთა ყოველდღიურობაში სასწაულების აღმოჩენას ახერხებს და ამით მწერლისადმი წაყენებულ მოთხოვნას ასრულებს: “მწერალს ერთადერთი რამ მოეთხოვება – შედევრები წეროს“.

ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია რუსულ და ჩეხურ ენებზე. ჯემალ ქარჩხაძეს დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰალდორ ლაქსნესის “ატომის სადგური“ , ლიონ ფეიხტვანგერის “ცრუ ნერონი”, რადიარდ კიპლინგისა და ძმები გრიმების ზღაპრები. მწერალი მრავალი სტატიის ავტორია, რომელიც სრულად და უცვლელი სახითაა გამოცემული ცალკე წიგნად.

ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 400

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
Fast and high quality delivery

Our company makes delivery all over the country

Quality assurance and service

We offer only those goods, in which quality we are sure

Returns within 30 days

You have 30 days to test your purchase