ვნების მთვარე

დანაზოგი 50%
62,00 ₾
31,00 
დანაზოგი: 31,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 31 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ვნება

ნობელიანტი ავსტრიელი მწერლის, ელფრიდე იელინეკის „ვნება“ გამაოგნებელი რომანია. გამაოგნებელი იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, მკითხველს აჯადოებს მისთვის ასე დამახასიათებელი რიტმული, პოეტური წერის მანერა და მეორე მხრივ, აშფოთებს ის ჯოჯოხეთი, რომელიც წიგნში ტრიალებს. „ვნებას“ ახასიათებენ, როგორც „შემაწუხებელ“ ნაწარმოებს და მართლაც, უხეში ენა, დაუნდობელი ფაბულა, ძალადობის სცენები და გაშიშვლებული ადამიანური მანკიერებები მკითხველს შფოთვას ჰგვრის. რომანის მიზანიც სწორედ ესაა - დაგვანახოს, რომ ზოგჯერ ადამიანები ცხოველები არიან, ძალადობის ჯაჭვის გაწყვეტა კი მხოლოდ რჩეულ ერთეულთა ხვედრია.  „ვნება“ სწორედაც ძალადობის ამბავია. ქარხანა ძალადობს მუშებზე, მუშები - ოჯახებზე, ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილით შეპყრობილი ქმარი - ცოლზე, ცოლი - შვილზე, შვილი - დედასა და თანატოლებზე, ადამიანების სიხარბით შეურაცხყოფილი ბუნება - მთელ სამყაროზე. ძალადობის ქარბორბალის ცენტრში კი არის გერტი - ქალი, ცოლი, დედა, მაგრამ ყველაზე უფრო - დამცირებული ადამიანი, სექს-სათამაშოდ ქცეული, სულგამოცლილი, სიცოცხლეწართმეული მარიონეტი.  ერთი ოჯახის ამბით იელინეკი უმნიშვნელოვანეს გლობალურ პრობლემებს ეხება. რომანს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ის გააკრიტიკეს პორნოგრაფიული, ნატურალისტური და ძალადობის სცენების გამო. კრიტიკოსთა დიდი ნაწილის აზრით კი ეს იელინეკის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, რომელშიც მან მწვერვალზე აიყვანა „უხამსობის ესთეტიკა.“

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: იელინეკი ელფრიდე
გვერდები: 210 გარეკანი: რბილი
ენა: ქართული გამოშვების წელი: 2020
თარგმანი: ტატა კოტრიკაძე
ხელმისაწვდომი: არის
ფორმატი: 14X21 სერია: 
საკუთარი ოთახი
აისბიენი/აიდი: 9789941472206


კარენ ჯოი ფაულერი ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი
ამერიკელი მწერლის, კარენ ჯოი ფაულერის ბესტსელერი – „ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი“ მოგვითხრობს ქალების შესახებ, რომლებიც ერთმანეთს არაფრით ჰგვანან, თუმცა წიგნებით, უფრო ზუსტად კი ერთი კონკრეტული ავტორის ნაწარმოებებით გატაცება ლიტერატურულ კლუბში მათი გაერთიანების წინაპირობა ხდება.

ეს კლუბი წიგნის ექვსი პერსონაჟისთვის ერთგვარი თავშესაფარია, სადაც თითოეული მათგანი საკუთარი განცდების გაანალიზებას და მათთან გამკლავებას ცდილობს.

ქალებთან ერთად ლიტერატურულ საღამოებს მამაკაციც ესწრება, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკა იზიდავს, თუმცა ოსტინის რომანების საუკეთესო ბიბლიოთეკა სწორედ მას აქვს…

სიყვარული, ქორწინება და განქორწინება, შვილები და მშობლები… ფაულერის ეს არცთუ სქელტანიანი წიგნი ყველაფერს უყრის თავს. 2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა „ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბის“ მიხედვით გადაღებული რომანტიკული დრამა.

გრემ სიმსიონი პროექტი როუზი
უდავოდ, უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ ძალიან უცნაური, მაგრამ მომხიბვლელი პროფესორის მიერ მოთხრობილი რომანტიკული ამბავი კრიტიკოსებმა საერთაშორისო სენსაციად აღიარონ… ალბათ ეს წიგნი თითოეულ ჩვენგანს დააფიქრებს იმაზე, რატომ გვაღიზიანებს ანდა, პირიქით, გვაინტერესებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც საზოგადოებაში უჩვეულოდ იქცევიან და თავიანთი თამაშის წესებით ცხოვრობენ. იქნებ ასეთ პიროვნებებს სხვები ან თუნდაც მთელი დანარჩენი სამყარო  ეჩვენებათ უცნაურად, საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულებები კი მათ დაუძლეველ უხერხულობასა და ცხოვრებისეულ ბარიერებს უქმნის? – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს ავსტრალიელი დრამატურგი და პროზაიკოსი გრემ სიმსიონი თავის პირველ წიგნში, რომლის ლაღი თხრობა, ტრაგიკომიკური ეპიზოდები და ნაწილობრივ დეტექტიური სიუჟეტი მკითხველს უსაშველოდ მოხიბლავს. და, რაც მთავარია, წიგნი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სიყვარულს უცნაურებიც და არაუცნაურებიც ერთნაირად განიცდიან და რომ ცხოვრება ყოველთვის ამსხვრევს ფორმულებს.

2013 წელს ავსტრალიაში გამოცემული „პროექტი „როუზი“ 30 ენაზე ითარგმნა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

ემა კლაინი გოგონები
ჩრდილოეთი კალიფორნია, მძვინვარე 1960-იანი წლების მიწურული. ზაფხული. მარტოსული და სევდიანი თინეიჯერი, ივი ბოიდი პარკში სუზანსა და სხვა გოგონებს.ხვდება და მაშინვე მოინუსხება მათი თავისუფლებით, დაუდევრობით, გამბედაობით. ივი მალე ექცევა სუზანის გავლენის ქვეშ და ქარიზმატული.ლიდერის არაორდინალურ წრეშიც ამოყოფს თავს. მთებში ჩაკარგული.დანგრეული რანჩო, სადაც რეალობას მოწყვეტილი სასტიკი წინამძღვრის ნების.უსიტყვო მორჩილნი აფარებენ თავს, ივის ეგზოტიკურად, ამაღლებულად და გასაოცრად.ეჩვენება და, რანჩოს მცხოვრებლებთან ერთად, გაუცნობიერებლად უახლოვდება.შემზარავ ძალადობას… გოგოს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება…

დებიუტანტი მწერლის, ემა კლაინის „გოგონები“ 1969 წლის აგვისტოში ლოს-ანჯელესში.დატრიალებულ გახმაურებულ ტრაგიკულ ამბებს ეხმიანება, თუმცა მოვლენებს სულ სხვა კუთხით.გვაცნობს. რომანი 2016 წელს გამოიცა და მალევე აალაპარაკა.მთელი მსოფლიო. წიგნს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა