რუსული ლიტერატურის შედევრები

დანაზოგი 30%
46,92 ₾
33,00 
დანაზოგი: 13,92 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 33 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ანტონ ჩეხოვი ალუბლის ბაღი

„ალუბლის ბაღი“ - ესაა ჩეხოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები და იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი რუსული პიესა. მის მთავარ გმირს არა პერსონაჟი, არამედ ალუბლის ბაღის სახე წარმოადგენს, რაც რუსეთის მაშინდელი თავადაზნაურობის სიმბოლოა. პიესაში ბაღი იჩეხება ანუ თავადაზნაურობის რუსეთი წარსულს ბარდება, მის ნაცვლად კი ახალი, ვაჭრებისა და მარად სტუდენტთა რუსეთი მოდის. შექმნილია 1903 წელს, პრემიერა შედგა 1904 წლის 17 იანვარს.

იკითხე კლასიკა - ლევ ტოლსტოი აღდგომა

ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამართლო დარბაზში ყოფნისას, უეცრად შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს მოჰკრავს თვალს... ეს ხომ კატიუშა მასლოვაა, მისი მამიდების ყმა გოგონა, რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა!.

კატიუშა მასლოვას უამრავი განსაცდელი გადახდენია, ბოლოს საროსკიპოშიც ამოუყვია თავი, ახლა კი, ჭირვარამგამოვლილს, ერთ-ერთი კლიენტის გაძარცვა-მკვლელობას ედავებიან.
დიმიტრი სინდისის ქენჯნას განიცდის. რადაც უნდა დაუჯდეს, კატიუშას ხვედრი უნდა შეუმსუბუქოს!.. მაგრამ, უსამართლო სასჯელისგან დახსნის ყველა მცდელობის მიუხედავად, კატიუშა მასლოვას წინ ციმბირისკენ მიმავალი გრძელი გზა ელის.


რუსული ბესტსელერი-ლავროსი

ევგენი ვოდოლაზკინი



ერთი შეხედვით, შუა საუკუნეების კლასიკურ ჟანრში შექმნილი, სინამდვილეში კი უაღრესად თანამედროვე რომანი XV საუკუნის რუსეთში მცხოვრები მკურნალის შესახებ მოგვითხრობს.. სნეულთა განკურნების განსაცვიფრებელი უნარით დაჯილდოებული არსენი სიკვდილისგან ვერ იხსნის საყვარელი ქალს და სწორედ ეს იქნება მისი ცხოვრების გარდამტეხ მომენტად. იგი იწყებს არსებობას სხვათათვის – უპოვართათვის, დაავადებულთათვის, დაჭრილთათვის... და რაც უფრო დიდია მის მიერ გაღებული მსხვერპლი, მით უფრო ძლიერია მისი ნიჭი. მკითხველი პერსონაჟთან ერთად გაივლის მის სულიერ გზას, რომელზეც ყველაფერია – სიყვარული, ტანჯვა, საკუთარი პიროვნების უარყოფა, მოგზაურობა და უმაღლესი სულიერი ჰარმონიის ძიება. მაგრამ იხსნის კი ადამიანის სულს თუნდაც ასეთი თავგანწირული სიყვარული და მსხვერპლშეწირვა?..

რუსული ბესტსელერი-სამი ცუკერბრინის სიყვარული

ჩვენი ეპოქის ელეგიაა, გაჟღენთილი საბედისწერო ვნებებითა და პარადოქსული დასკვნებით. Facebook, Google, უკრაინა, მომხმარებლის კულტი, ტოლერანტობა, ტერორიზმი, იმ ტრენდებს შორისაა, რასაც წიგნი ეხება. მთავარი გმირების ფილოსოფიური წიაღსვლები კი ცნობილი ვიდეოთამაშის, Angry Birds-ის ფონზე მიმდინარეობს. წიგნში ხელის გულზე დევს ადამიანის ცხოვრება. მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში მკითხველი იოლად ამოიცნობს საკუთარ თავს, მსოფლიოს მმართველი ტექნიკური 
გამომცემლობა:
პალიტრა L
ფორმატი:
14X21
გვერდების რაოდენობა:
260-400
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა