ნინო ხარატიშვილი - ჟუჟა და ჩემი საყვარელი ორეული

დანაზოგი 12%
31,95 ₾
28,00 
დანაზოგი: 3,95 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 28 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ნინო ხარატიშვილის ჩემი საყვარელი ორეული 2011 წელს დამოუკიდებელი გერმანული გამომცემლობების პრიზით დაჯილდოვდა. ესაა რთული ოჯახური ურთიერთობებისა და მტკივნეული სიყვარულის ამაღელვებელი ამბავი.

 

სტელა ოცდაათი წლის ქალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეწევა და მეუღლესთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს. მისი მყუდრო ცხოვრება ნახევარძმის – ივოს მოულოდნელი გამოჩენით ირღვევა, რომელიც ოჯახში დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ ბრუნდება. სტელასა და ივოს ამ შეხვედრის სცენები რომანში სულიერი ტრავმებით სავსე მათი ბავშვობის მოგონებებთან თავბრუდამხვევადაა გადახლართული.

 

რომანის მეორე ნაწილში სტელა ქმარ-შვილს ტოვებს და ივოს საქართველოში მიჰყვება, სადაც ივო ვითომდა გარკვეულ დოკუმენტებს იკვლევს, სინამდვილეში კი ერთი ოჯახის წარსულის გამოძიებას ცდილობს. ივოსთვის ნაცნობია ძალადობის, ღალატისა და გაშვილების მწარე გამოცდილება და იმედი აქვს, რომ სტელასთან ერთად სხვისი ოჯახური საიდუმლოს გამოძიებით საკუთარი ოჯახის მტკივნეული ისტორიის დაძლევასა და დავიწყებას შეძლებს.


ჩემი საყვარელი ორეული ამაღელვებელი და მომნუსხველი დრამაა, რომელშიც აკრძალული ვნებისა და წარსულისაგან განთავისუფლების მცდელობის მსოფლიო თემებია ასახული.

ISBN:978-9941-466-01-4
კატეგორია:ახალი თარგმანები
გვერდები:374
ფორმატი:14.8x21
ყდა:რბილი

ჟუჟა ნინო ხარატიშვილი


რომანის მთავარი ინსპირატორი ერთი რეალური ფაქტია, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, საფრანგეთში მოხდა: ჟან სარეს ავტორობით გამოცემული წიგნი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის 14 ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. გაჩნდა ეჭვიც, რომ ჟან სარე მისტიფიკაცია იყო და ამ „მკვლელი“ წიგნის ავტორი სულაც არ ყოფილა 17 წლის და არ დაუსრულებია სიცოცხლე მატარებელში ჩავარდნით. თუმცა ფაქტმა მაშინვე წარმოშვა ლეგენდები... როგორი უნდა იყოს წიგნი, რომ მან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის და სულიერ-სოციალური კატეგორიის ქალს (!) თავი მოაკვლევინოს? ჟუჟა ამ კითხვას უტრიალებს და, ბუნებრივად, რომანის მთავარი გმირიც ჩნდება: ის არა რომელიმე კონკრეტული პერსონაჟია, არამედ წიგნი, ლიტერატურული ტექსტი, რომელიც 1940-იან წლებში საფრანგეთში დაიწერა და მერე მრავალი ქალის ბედი განსაზღვრა. რომანს დეტექტიური დინამიკა კიდევ უფრო მეტ სიცხოველეს სძენს, წიგნი ჩამთრევად, ერთი სულის მოთქმით ამის გამოც იკითხება. ევროპაში ის შეფასდა, როგორც ახალგაზრდა სარეს ვნებანი (ვერთერული ალუზიებით). იყო მოსაზრებებიც, რომ ეს ქალებზე დაწერილი წიგნია, ფემინისტური ტექსტი („მარტოსულ ქალთა გამყინვარების ხანა“ – ასე ასათაურებს რომანზე რეცენზიას ცაიტის კორესპონდენტი ინგე კუტნერი), თუმცა, ნინო ხარატიშვილის ოსტატობის აღსანიშნავად უნდა ვთქვათ, რომ ჟუჟა კონკრეტული „ისტიზმ“-ს კატეგორიებზე გაცილებით მაღლა დგას და საბოლოოდ, ის ადამიანური ყოფის საზრისზე, ადამიანის სულიერ ბედისწერაზე აფიქრებს მკითხველს.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა