მსოფლიო ბესტსელერები დიდი ფასდაკლებით

დანაზოგი 50%
58,00 ₾
29,00 
დანაზოგი: 29,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 29 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

იენ მაკიუენი მონანიება

რომანის გმირი, სახელად ალფგრიმური მოგვითხრობს თავის ბავშვობასა. და ყრმობაზე; ბიჭს მამა არ ჰყავს; ამერიკისკენ მიმავალმა დედამ კი, რომელმაც.გზად ბრეკუკოტში იმშობიარა, დედიშობილა ჩვილი ფერმის მფლობელ.ორ მოხუცს შეატოვა ხელში. აქ, რეიკიავიკის განაპირას, პატარა ფერმაში, ორი მოხუცისა და.სხვენის ბინადართა ღარიბულ, მაგრამ ჯანსაღ გარემოცვაში, ისლანდიური საგებისა და ქორალების.ფონზე, ძველი კედლის საათის განუწყვეტელ წიკწიკში, იზრდება.ალფგრიმური.ბრეკუკოტი ძველი დროის ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს, სადაც ადამიანები ჯერ.კიდევ სოფლისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეში, ტრადიციული ღირებულებების დაცვით.ცხოვრობენ; ფერმის გარეთ კი, ქალაქში, უკვე შემოჭრილია ახალი.დრო, – იქ ყველაფერი იყიდება… ხის მბრუნავი ჯვარი მამულის შესასვლელში.სიმბოლური საზღვარია ამ ორ სამყაროს შორის.

წიგნის დასასრულს ბრეკუკოტის იდილია ქრება, მაგრამ რადგან.ეს ადგილი შინაგან ღირებულებათა სამოთხეც იყო, იგი.აგრძელებს არსებობას თვით ალფგრიმურში, რომელიც ამ დროისათვის.უკვე მზადაა, გაიკვლიოს გზა გარე სამყაროში.



დენ ბრაუნი ინფერნო
დენ ბრაუნის მისტიკურ-დეტექტიური სერია, რომელსაც სკანდალურმა “და ვინჩის კოდმა” მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი, რამდენიმე წიგნს აერთიანებს და თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერებში მყარად იკავებს ადგილს. “და ვინჩის კოდს”, “დაკარგულ სიმბოლოსა” და “ანგელოზებსა და დემონებს” 2013 წელს “ინფერნო” შეემატა, რომლის მთავარი გმირი კვლავ ჰარვარდის ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი რობერტ ლენგდონია.
ისტორიის ლაბირინთებსა და ხელოვნების ნიმუშებში ჩამალული საიდუმლოებების გამოაშკარავების ოსტატის, რობერტ ლენგდონის ახალი უცნაური თავგადასავალი ძირითადად იტალიაში მიმდინარეობს და ფონად დანტეს შემოქმედება გასდევს. მისი ამოცანა ამჯერადაც რთულია: უნდა გაშიფროს დანტეს შემოქმედების თაყვანისმცემელი უცნობი ბოროტმოქმედის მიერ დატოვებული მინიშნებები და მიაგნოს იდუმალ ადგილს, სადაც შესაძლოა კაცობრიობისთვის დამღუპველი დაავადების წყარო იმალებოდეს.
რომანს გამოცემის დღიდან 11 კვირის განმავლობაში პირველი ადგილი ეკავა „ნიუ-იორკ ტაიმსის” ბესტსელერებში. 2016 წელს კი სიუჟეტის მიხედვით გადაღებული ფილმი გამოვიდა.


ერიკ-ემანუელ შმიტი ორი მამაკაცი ბრიუსელიდან
„ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“ ერიკ-ემანუელ შმიტის ნოველათა წინა კრებულების ღირსეული გამგრძელებელია.
ამ წიგნში თავმოყრილ ხუთ ნოველაში მწერალი მისთვის ჩვეული სიფაქიზით ძერწავს პერსონაჟებს: ორი უცნობი მამაკაცის მზრუნველობითა და ყურადღებით განებივრებულ ქალს, რომლისთვისაც ცხოვრება ხშირად დამთრგუნველი და უფერულია; პროვინციელ ექიმს, რომლის სიცოცხლე აზრს კარგავს მისი მხსნელი ძაღლის სიკვდილის დღეს; მამაკაცს, რომელიც ახალშერთულ ცოლს მუდმივად მოუწოდებს თავისი ყოფილი, გარდაცვლილი ქმრის მეტი დაფასებისა და პატივისცემისკენ; მოსიყვარულე და მზრუნველ დედას, რომელიც მოულოდნელად შვილს შეიძულებს; წყვილს, რომლის ბედნიერება მკვლელობაზეა დაფუძნებული. მოკლედ, ეს გახლავთ ვარიაციები ერთ მარადიულ თემაზე – სიყვარულზე.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა