თანამედროვე ბესტსტელერები

დანაზოგი 20%
46,00 ₾
37,00 
დანაზოგი: 9,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 37 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

მოპარული სიყვარული

ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.


დევიდ მიჩელი ღრუბლების ატლასი

წიგნის ავტორი დროის, ჟანრისა და ენის საზღვრებს შლის და დამატყვევებლად მოგვითხრობს, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კაცობრიობის სწრაფვამ ძალაუფლებისადმი. ბრიტანელი მწერლის, დევიდ მიჩელის რომანი „ღრუბლების ატლასი“ ბუკერის (2004), ნებულას (2005) და ართურ კლარკის (2005) პრემიების ნომინანტია. ნაწარმოების მიხედვით 2012 წელს ვაჩოვსკებმა და ტომ ტიკვერმა ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით გახმაურებული ფილმი გადაიღეს.

ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც ჩატემის კუნძულებიდან სან-ფრანცისკოში მიემგზავრება; მემკვიდრეობაჩამორთმეული ბისექსუალი კომპოზიტორი; რეპორტიორი, რომელიც სიმართლის დასადგენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს; ხელმოცარული გამომცემელი; დღევანდელი კორეის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ტოტალიტარულ ნეა-სო-კოპროსში შექმნილი კლონი-ფაბრიკანტი და შორეულ მომავალში მცხოვრები მოხუცი – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ექვსი სიცოცხლე და ერთი გასაოცარი ამბავი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება მე-19 საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ მომავლამდე.



მაია ასათიანი სიცოცხლე ოცდახუთჯერ წამში

„უზარმაზარ სივრცეში ყვითელი შუქი იდგა. ყველაფერი ციმციმებდა. ციმციმს განათების მძლავრ ნაკადში არეკლილი მტვრის ნაწილაკები იწვევდა. მექანიკურად ზემოთ ავიხედე. ჭერი არ ჩანდა, ყველგან სხვადასხვა განათების აპარატი ეკიდა, ყველაფერი ბრჭყვიალებდა. ორწლიანი სიბნელიდან მოსულ ბავშვზე ამდენი სინათლე ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენდა. ამ უსასრულო სივრცეში პატარა, ძალიან პატარა ვიყავი. სტუდიის ერთ წერტილში სკამი იდგა, სინათლის მძლავრი ნაკადი ამ სკამს ეცემოდა, კამერების მხარეს ბნელოდა.

ეს ჩემი სამყარო იყო.“






კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა