ემოციებით სავსე სიცარიელე

დანაზოგი 27%
48,00 ₾
35,00 
დანაზოგი: 13,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 35 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ვიქტორ პელევინი Generation „პ“ 

ნაწარმოების მთავარი გმირი, ვავილენ ტატარსკი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელსაც ავტორი.„პეპსის თაობას“ უწოდებს. იგი „მზიური“ საბჭოთა ყოფიდან უცებ აღმოჩნდება.სრულიად ახალ, სასტიკ რეალობაში. კაცი, რომელიც ლიტერატურის.ინსტიტუტში სწავლობს და თავის მომავალ საქმედ.მთარგმნელობა დაუსახავს, უცებ თავს ამოყოფს რეკლამისა.და კომპიუტერული ტექნოლოგიების სამყაროში. და რაც უფრო ღრმად ითრევს ეს სამყარო, მისთვის.მით უფრო ცხადი ხდება, თუ რამდენად ძლიერია.მარკეტინგული სტრატეგიებით პოლიტიკურ.სივრცეზე მანიპულირების მექანიზმები. ამავე დროს, რომანში.ჩნდება პარალელური სამყარო ძველი ცივილიზაციების.მითოლოგიით და ეზოთერიკით, სპირიტუალიზმით და შამანიზმით…

ვიქტორ პელევინი თექვსმეტი რომანისა და მოთხრობების.რამდენიმე კრებულის ავტორია. „Generation „პ“ მისი ყველაზე.წარმატებული წიგნია, რომელიც მთელ მსოფლიოში 3,5 მილიონი.ტირაჟითაა გაყიდული. იგი „მცირე ბუკერის“ (1993), „ნაციონალური.ბესტსელერისა“ (2004) და სხვა პრემიების ლაურეატია.


ვიქტორ პელევინი ჩაპაევი და სიცარიელე 

რომანი „ჩაპაევი და სიცარიელე“ თვით ავტორის დახასიათებით „მსოფლიო.ლიტერატურაში ერთადერთი ნაწარმოებია, რომლის სიუჟეტი აბსოლუტურ.სიცარიელეში ვითარდება“. ამბავი 1919 წელს ჩაპაევის.დივიზიაში ხდება, სადაც მთავარი გმირი, პოეტი-დეკადენტი პიოტრ.პუსტოტა (სიცარიელე) კომისრად მსახურობს, აგრეთვე ჩვენს.დღევანდელობაშიც და, აგრეთვე, როგორც პელევინს.სჩვევია, ვირტუალურ სივრცეშიც, სადაც.პროტაგონისტი ხვდება კავაბატას, შვარცნეგერს, „უბრალოდ მარიას“…

კრიტიკოსების აზრით, „ჩაპაევი და სიცარიელე“ რუსულ მწერლობაში პირველი.სერიოზული ძენ-ბუდისტური რომანია.


იური ანდრუხოვიჩი მოსკოვიადა „მოსკოვიადა“

 ცნობილი უკრაინელი პოეტისა და პროზაიკოსის, იური ანდრუხოვიჩის.მეორე რომანია. მასში მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის სტუდენტი ოტო ვილჰელმოვიჩ ფონ ფ.  გვიყვება ერთი დღის საკუთარ თავგადასავალს საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში, რომელიც არსებობის.უკანასკნელ დღეებს ითვლის. რომანის პოსტმოდერნული და მნიშვნელოვანწილად.ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომელშიც საკმაოდაა ჟარგონი.და უცენზურო ლექსიკა, წარმოადგენს სატირის, იუმორის, სარკაზმის, ირონიის, თვითირონიის.თავისებურ ნაზავს. მასში ოსტატურადაა აღწერილი კომუნისტური საზოგადოების გახრწნა, დეგრადაცია, კრახი და.დიდმპყრობელური ილუზიების ნანგრევებზე ახალი, შოვინისტური, პროფაშისტური რუსეთის აღმოცენება.

რომანის დაწერიდან თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ.კრემლის მიერ გაჩაღებული რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მწერლის.მრავალი აზრი თუ გამონათქვამი სრულიად ახალ, რეალისტურ შეფერილობას.იძენს და ნაწარმოების ჟანრის ავტორისეული განსაზღვრება – „საშინელებათა რომანი“ – არცთუ.გაზვიადებულად გვეჩვენება.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა