2020 წლის ქართული ბესტსელერები

დანაზოგი 8%
37,00 ₾
34,00 
დანაზოგი: 3,00 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 34 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ლილოს ანჯელეს LILOS ANGELES გიორგი კეკელიძე
გრიგოლი და მარიამი გურიის პატარა ქალაქში ცხოვრობენ 90-იან წლებში და ერთ დანგრეულ სკოლაში სწავლობენ. ირგვლივ გაჭირვება, სიკვდილი და უიმედობაა. გრიგოლს უყვარს აჭარიდან გადმოსახლებული მარიამი, და მარიამსაც უყვარს ბიჭი... ორივე გულუბრყვილოდ ოცნებობს მომავალზე, გრიგოლი - მარიამის ცოლად შერთვაზე, მარიამი კი, თავისი აზრით, ლამაზ, ფერად სამყაროზე – ლილოს ბაზრობაზე, რომელიც მისთვის ახალ ცხოვრებაში შესასვლელი კარი უნდა გახდეს. რომანი LILOS ANGELES გიორგი კეკელიძის ბოლო წიგნია. მკითხველი უკვე კარგად იცნობს ქართველ პოეტს, პროზაიკოსსა და ესეისტს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს. იგი პრემია „საბასა“ და არაერთი სხვა პრემიისა და ჯილდოს ლაურეატია.
ყდის ტიპი:რბილი
გვერდების რ-ბა:105



მოპარული სიყვარული თინათინ ბერიძე
ზოგჯერ ასეც ხდება - შემთხვევითობამ ან უწყინარმა ხუმრობამ შეიძლება სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. სწორედ ამგვარად გადაიკვეთა არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, მგრძნობიარე ახალგაზრდების გზები. წიგნის მოყვარულთა მიერ ამოჩემებული პატარა, მყუდრო კაფეს ირგვლივ განვითარებული დიდი სიყვარულის ამბავი, სიკეთით სავსე დრამატული მოვლენები - ასეთია წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს და რომლის ავტორი "პალიტრა L"-ის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია.
ყდის ტიპი:რბილი

გვერდების რ-ბა:480

სიკვდილთან დიალოგი ვაკო დარჩია
სიკვდილთან დიალოგი, ეს არის ფილოსოფიური რომანი, პიროვნულ განვითარებაზე. ისტორიის მიხედვით სიკვდილი, ყველა ადამიანს აძლევს ბოლო დიალოგის შანსს. ანუ, სანამ ვინმეს წაიყვანს, ბოლოჯერ ესაუბრება. ჰოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, სიკვდილს ყოველთვის ერთი და იგივე დიალოგების გამართვა უწევს, სადაც ყველა მისი მსხვერპლი, ყოველთვის ტირის.
ყდის ტიპი:რბილი
გვერდების რ-ბა:220