განზომილება ბედნიერებისათვის

დანაზოგი 50%
61,80 ₾
30,90 
დანაზოგი: 30,90 ₾
გაყიდვაშია
ქულები: 31 ქულა
+
ჩვენი უპირატესობები
გადახდეს მეთოდები
მიწოდება

ჰალდორ ლაქსნესი თევზის კონცერტი
რომანის გმირი, სახელად ალფგრიმური მოგვითხრობს თავის ბავშვობასა. და ყრმობაზე; ბიჭს მამა არ ჰყავს; ამერიკისკენ მიმავალმა დედამ კი, რომელმაც.გზად ბრეკუკოტში იმშობიარა, დედიშობილა ჩვილი ფერმის მფლობელ.ორ მოხუცს შეატოვა ხელში. აქ, რეიკიავიკის განაპირას, პატარა ფერმაში, ორი მოხუცისა და.სხვენის ბინადართა ღარიბულ, მაგრამ ჯანსაღ გარემოცვაში, ისლანდიური საგებისა და ქორალების.ფონზე, ძველი კედლის საათის განუწყვეტელ წიკწიკში, იზრდება.ალფგრიმური.ბრეკუკოტი ძველი დროის ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს, სადაც ადამიანები ჯერ.კიდევ სოფლისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეში, ტრადიციული ღირებულებების დაცვით.ცხოვრობენ; ფერმის გარეთ კი, ქალაქში, უკვე შემოჭრილია ახალი.დრო, – იქ ყველაფერი იყიდება… ხის მბრუნავი ჯვარი მამულის შესასვლელში.სიმბოლური საზღვარია ამ ორ სამყაროს შორის.

წიგნის დასასრულს ბრეკუკოტის იდილია ქრება, მაგრამ რადგან.ეს ადგილი შინაგან ღირებულებათა სამოთხეც იყო, იგი.აგრძელებს არსებობას თვით ალფგრიმურში, რომელიც ამ დროისათვის.უკვე მზადაა, გაიკვლიოს გზა გარე სამყაროში.

ჯეიმს ბალარდი შეჯახება
რაზეა ეს რომანი? აქ ბალარდი პარადოქსის გასაღებს გვთავაზობს. ავტორი თავად არის პერსონაჟიც, თუმცა ისტორია სულ სხვა ვინმეზე ფოკუსირდება – ტელემეცნიერ ვონზე, რომელიც. საავტომობილო გზების ღამის კოშმარად ქცეულა: მას საოცარ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს საგზაო. კატასტროფა და ოცნებობს, დაიღუპოს ავტოავარიაში ელიზაბეთ. ტეილორთან ერთად. რომანი ფილმ „კოშმარების ანგელოზისა“ და არაერთი მუსიკალური კომპოზიციის. შთაგონების წყარო გახდა, თუმცა მარტო ეს არაა – 25 წლით ადრე დაწერილი წიგნი პრინცესა დაიანას სიკვდილის. ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა. წინასწარმეტყველურია, როგორიც მთლიანად ბალარდის სამეცნიერო-ფანტასტიკური. შემოქმედება. „შეჯახება“ სასტიკი და საშიში რომანია, რომლის სახელწოდებაც ზუსტად ასახავს შინაარსს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა. აღვიქვათ, როგორც გაფრთხილება: იმ თვალისმომჭრელი ეროტიკული მომავლის მიღმა, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად გვიტყუებს ტექნოლოგიური ლანდშაფტის საზღვრებისკენ, მხოლოდ უფსკრულია.. წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

„ოთახი“ ირლანდიელ-კანადელმა მწერალმა ემა დონაჰიუმ 2010 წელს გამოაქვეყნა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ წლის ბესტსელერად და საუკეთესო წიგნად დაასახელა და შესაბამისი ჯილდოებიც გადასცა. რომანმა მრავალი სხვა პრიზიც დაიმსახურა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩაკეტილი სივრცე მოზარდის განვითარებას, სოციალური უნარების ჩამოყალიბებას უშლის ხელს. ამიტომ მნიშვნელოვანია თავისუფალი გარემოს შექმნა. სწორედ ამ უფლებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან ასეთ ჩაკეტილ, გარე­მოსგან მოწყვეტილ სივრცეში, ერთ პატარა ოთახში დაბადებული ხუთი წლის ჯეკი, რომელსაც რეალური სამყარო თვალით არ უნახავს, და მისი დე, რომელსაც მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ რეალურ სამყაროში დაბრუნება უნდა. ოთახი


ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე გამოიცა სერიაში “ლიტერატურული ოდისეა.”

სალმან რუშდი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია. მკითხველები და კრიტიკოსები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ელიან წარმოშობით ინდოელი ბრიტანელი ავტორის ახალ, მისთვის დამახასიათებელი უკომპრომისობითა და თამამი იდეებით სავსე ნაწარმოებებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინმა მწერალს ფატვა გამოუცხადა.

სალმან რუშდი ნაწარმოებებში  ასახავს არეულ, ირეალურ და რეალურ სამყაროს.  აქა-იქ გაბნეული, საინტერესო ავტობიოგრაფიული დეტალები, კულტურულ სამყაროთა ურთიერთდაპირისპირება.მეტად საინტერესო სიურრეალისტურ სამყაროს ქმნის, რომელიც, მწერლისავე თქმით, სულაც არაა სინამდვილისგან შორს.

სწორედ ასეთივე, მაგიური რეალიზმის მორიგი ნიმუშია მისი უახლესი, 2015 წელს დაწერილი რომანი „ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე“ – ამბავი ზღაპრული.სამყაროდან დედამიწაზე გამოხმობილ ჯინებზე, რომელთა რისხვა მეხად და ქარტეხილებად დაატყდა ქვეყნიერებას; მომავლის პერსპექტივიდან დანახული.ამბავი კაცობრიობის სასჯელად მოვლენილ უკონტროლო ძალაზე, რომელიც, როგორც ზღაპრებში, ისევ და ისევ ადამიანის გონებით იმართება. სალმან რუშდი 

“გამომდინარე იქიდან, რომ „მაგიური რეალიზმი“, როგორც ლიტერატურული ფენომენი, სულ.სხვა ტიპის კულტურამ ჩამოაყალიბა და დაამკვიდრა.ჩვენში, სალმან რუშდის, თითქოსდა, იმავე ჟანრში დაწერილი, მაგრამ ამავე დროს მეტისმეტად უცნაური.ტექსტი, თავდაპირველად, ერთგვარ მიუღებლობას იწვევს.
პირველივე გვერდებიდან აღმოვჩნდებით.აღმოსავლური ზღაპრის ნაცნობ ატმოსფეროში, მაგრამ როდესაც ამ სამყაროს.სხვა სამყაროებთან გადაჯაჭვა და.აზელვა იწყება, ავტორის ეს მანიპულაციები ნაძალადევის.შთაბეჭდილებას ტოვებს. თავისდაუნებურად სამხრეთამერიკელებს ადარებ.და ისინი უფრო ლაღები, ბუნებრივები და სათქმელით დატვირთულები გეჩვენება. ამიტომაც იყო, ის კითხვა რომ გამიჩნდა, რომელმაც ვერ მომასვენა.და ხმამაღლა ამოვთქვი. თუმცა სალმან რუშდი თხრობის ცენტრში, თანდათან, ჯინების ბრძოლას აყენებს და წიგნის ხასიათი იკვეთება.
ეს ბრძოლა წარმოსდგება როგორც რაციონალურის და.ირაციონალურის, მეცნიერების და რწმენის დაპირისპირება, როგორც ორი დიდი მოაზროვნის – ფილოსოფოს იბნ რუშდის და ღვთისმეტყველ ღაზალის პოლემიკა.”
 




კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა