ცნობილი მწერლების შთამომავლები

21.10.2021

ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც არ სმენია "დაჩის ზღპრებზე", ეს დაჩი იოსელიანია, მწერლის ვაჟი. დაჩი ამბობს, რომ ოტიას რთული ხასიათის გამო, მამასთან ურთიერთობა უჭირდა.

"მამა წერს ავტობიოგრაფიაში, ჩემი უმცროსი შვილი რომ დაიბადა, მაშინ დავიწყე „დაჩის ზღაპრების“ წერაო. მე 1964 წელს დავიბადე. ჩემთვის არ წაუკითხავთ ეს ზღაპრები, რადგან, მახსოვს, როცა დაიბეჭდა, მე თვითონ წავიკითხე. სხვა ზღაპრებს, რა თქმა უნდა, მიკითხავდნენ და ეს ძალიან მომწონდა. ასეთი ბედნიერი წლები კი დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან მე  ადრე ვისწავლე კითხვა და 5 წლის ასაკში უკვე თავისუფლად ვკითხულობდი. რომ მიხვდნენ, შემეძლო კითხვა, ვიღა წამიკითხავდა?!  შენ თვითონ მიხედე შენს თავსო, მითხრეს... 5 წლის ასაკში მხოლოდ ქართულად კი არა, რუსულადაც ვკითხულობდი".


“ასტრიდი ისეთი დედა კი არ იყო, რომელიც შვილს პარკში წაიყვანდა სასეირნოდ, თვითონ ხის სკამზე ჩამოჯდებოდა და შეხედავდა, როგორ თამაშობს. არა, ის შვილთან ერთად ჩაწვებოდა ქვიშაში, ამოიგანგლებოდა და მასავით ერთობოდა.”

მწერალმა ყველაფერს გაუძლო და სტოკჰოლმში ვაჟი ლარსი გააჩინა. ქალაქში სამსახური იშოვა, ცოლად სტრუ ლინდგრენს გაყვა და მის გვარზე გადავიდა. მათ გოგონა კარენი შეეძინათ, რომელიც ასტრიდის სამწერლობო ასპარეზის მთავარი ტრამპლინი გახდა.

ერთხელ კარენს ფილტვების ანთება დაემართა. ლოგინში მწოლიარე გოგონამ დედას სთხოვა, პეპიზე მომიყევი ზღაპარი, გრძელ წინდიანზეო. ასტრიდი ვერ მიხვდა, ვინ იყო პეპი, მაგრამ ამბის მოყოლა მაინც დაიწყო. ასე შეიქმნა ყველაზე ცელქი და ონავარი გოგონას ისტორია, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა: “მამაჩემი კანიბალთა მეფეა. ერთ ლამაზ დღესაც მამაჩემი თავისი დიდი გემით მოვა და წამიყვანს და მე კანიბალთა პრინცესა გავხდები.”

ფოტოზე სწორედ ის გოგონაა, რომლის დამსახურებითაც მსოფლიო ლიტერატურას ყველასათვის საყვარელმა ავტორმა პეპი აჩუქა.




ლუკა ჩოხელი, ყველასათვის სამყავრელი მწერლის გოდერძი ჩოხელის ვაჟია, რომელიც მამამ ფილმში "ლუკას სახარება" გადაიღო.

"გოდერძის ჰკითხეს, ასეთი მძიმე როლისთვის როგორ გაიმეტე შვილიო? - აბა, სხვის შვილს ხომ ვერ გავიმეტებდიო, - უპასუხა. მე კი... საშინელი შეგრძნება მქონდა"-იხსენებს ლუკა

"ჯვრის ტარების ეპიზოდის გადაღებისას, მახსოვს, აივანზე ვიდექით მასწავლებლების როლის შემსრულებლები და ყველანი ვტიროდით: უმძიმესი საცქერი იყო ლუკა".- იხსენებს გოდერძი ჩოხელის მეუღლე.



"ლალილალიჩემო ლალი!
რაო, ჩემო მანანა?
ეს თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა?"


დედიკომ და მამიკომ
დამიტოვეს ქეთინო,
ასე მითხრეს: - მიხედე,
არაფერი ეტკინოს;
არაფერი გატეხოს,
არ დაკუწოს კაბები,
არ მოხატოს კედლები,
არ აბურდოს ძაფები;
დაუმალე ნემსები,
დაუმალე ღილები,
მაკრატელიც დამალე,
არ დაიჭრას ფრჩხილები;

მანანაც და ქეთინოც ნოდარ დუმბაძის შვილები არიან. ქეთევან დუმბაძემ დაარსა ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა. ერეკლე მეფის ცხოვრებასა და შემოქმედებას ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა ნოდარ მაჭარაშვილმა წიგნი მიუძღვნა. “ავი მუსაიფი” – ასე ეწოდება რომანს, რომლის წაკითხვის შემდეგაც საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ მეფეს სულ სხვანაირად გაიცნობთ.
ნახეთ ქეთევან დუმბაძის ექსკლუიური ინტერვიუ "ტელექსთან" ვიდოეს სანახავდ დააჭირეთ აქ.


ვაჟა ფშაველას სახლ- მუზეუმის დირექტორი ლელა რაზიკაშვილი, რომელიც ვაჟა ფშაველას შთამომავალია და რომელიც სახლ-მუზეუმის დირქტორად 2006 წლიდან მუშაობს.



რომ არა დეტექტივების დედოფლის აგათა კრისტის ფოტო, ღიმილითაც ადვილი შესამჩნევია რომ ამ მამაკაცის ბებია აგათა კრიტსია. მეთიუ რიჩარდი ხშირად ექცევა მედიის ყურადრების ცენტრში და ყოველთვის საინტერესო ისტორიებს ისხენებს ბებიის შესახებ, რომლის წიგნებიც მთელ მსოფლიოში ორ მილიარდ ეგზემპლარადაა გაყიდული.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა