საბავშვო ფაზლები - შემეცნებითი თამაშები

02.09.2022



ყველა ბავშვს აინტერესებს, როგორ გამოიყურებიან და ცხოვრობენ ცხოველები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. „აღმოაჩინე და შეისწავლე ცხოველები“, რომელიც 205-ნაწილიანი ფერადი ფაზლისა და წიგნისაგან შედგება, მათ გააცნობს დედამიწის ბინადარ ცხოველებს, რომლებიც საფრთხეში არიან, თითოეული კონტინენტის ფაუნას და მათთვის უცნობ სახეობებს.





„მოიარე, შეიცანი და შეისწავლე დედამიწა“ ფაზლითა და წიგნით კი, პატარები აღმოაჩენენ ჩვენს პლანეტაზე არსებულ საოცრებებს; გაიგებენ, რომელია დედამიწის უმაღლესი მთა და ყველაზე წყალუხვი მდინარე და სხვა. ეს საგანმანთლებლო რესურსი ბავშვებს ხალისით გააცნობს მრავალ მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენი პლანეტის შესახებ.




ყუთში პატარებს ათი 2-ნაწილიანი ფაზლი და წიგნი დახვდებათ.

ფაზლის სწორად დაწყვილებით ბავშვები ერთმანეთთან დააკავშირებენ საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს, წიგნშიკი სახალისო ლექსები დახვდებათ





„მოიარე, შეისწავლე, შეიყვარე საქართველო“, რომელიც 205-ნაწილიან ოვალურ ფაზლსა და 32-გვერდიან წიგნს აერთიანებს, თქვენს პატარებს მთელ საქართველოში ამოგზაურებს, გააცნობს სხვადასხვა კუთხისა და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, წეს-ჩვეულებებს, სამოსსა და სამზარეულოს.


„ქართული ანბანი“ კი ხალისით შეასწავილის ქართულ ანბანსა და სიტყვებს. წიგნში ანბანის თითოეულ ასოზე შექმნილი ლექსები გივი ჭიჭინაძეს ეკუთვნის, ხოლო ანბანის პოსტერი დამხმარე მასალაა, რომელიც დაეხმარება ფაზლის აწყობასა და ასოებისა და სიტყვების სწორად დაწყვილებაში. ყუთში დაგხვდებათ 66 ნაწილიანი ფაზლი.



???? ფაზლისა და პატარა დამხმარე წიგნის საშუალებით თქვენ შეისწავლით მზის სისტემას, კოსმოსურ სადგურებს, გალაქტიკებსა და ნისლეულებს, ციურ სხეულებს და მოემზადებით შორეული მოგზაურობებისათვის.

ყუთში დაგხვდებათ წიგნი და 205-ნაწილიანი ფაზლი.



კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა