წიგნის როლი ბავშვის განვითარებაში

06.04.2021

ბევრჯერ გვითქვამს, ბავშვობის წლები ყველაზე ლაღი და მშვიდიაო. ეს მართლაც ასეა, თუმცა თუ დავფიქრებულვართ იმაზე, რა ხდის ცხოვრების ამ ეტაპს ისეთს, რომ აღარასდროს გვავიწყებს თავს. ფერადი ანიმაციები, მხიარული კომიქსები თუ ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო წიგნები - ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე აქცევს ბავშვის გონების აღქმულ სამყაროს ისეთად, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ მომენტში სანატრელად იქცევა. განა ხშირად არ მივბრუნებივართ შვილებისთვის საგულდაგულოდ გადანახულ ზღაპრების წიგნებს, ან ბავშვობის ანიმაცია არ ამოგვიქექავს, რომლის ვიდეო კასეტებიც მტვრიან სხვენში წლების წინ შევინახეთ. და რატომ ვაკეთებთ ამას? პასუხი მარტივია - გვინდა წუთიერად მაინც დავიბრუნოთ შეგრძნებები, რომელიც საყვარელ ადამიანებთან წარსულში გვაკავშირებდა. 


Children Book Illustrations: Breathtaking Examples for Inspiration


ბავშვები სამყაროს შეცნობას ჩვილობის ასაკიდან იწყებენ, თუმცა ოდნავ მოგვიანებით, როდესაც საგნების გარჩევას ცდილობს, აინტერესებს ყველაფერი. სურს, გაერკვეს ისეთ რაღაცებშიც კი, რაც მისი ასაკისთვის არაა შესაბამისი. ზუსტად ასეთ დროსაა საჭირო წიგნები, რომლებიც გაუადვილებს შეცნობის გზაზე სიარულს. ტელექსი სიტყვებით სავსე სკივრს ხსნის და ბავშვების ცნობისმოყვარეობით გაფართოებული თვალები ერთიორად იზრდება. ცხოველები, საოჯახო ნივთები, ტრანსპორტი თუ ციფრები - ეს იმ სიტყვათა კრებულის არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ბავშვი ლექსიკურ მარაგს გაიმდიდრებს. საინტერესო და თვალსაჩინო ვიზუალური გამოსახულებები კი დაეხმარება გონებაში ზუსტად და სწორად ასახოს ის, რომელიც ბავშვური გოებაში შესაძლოა მანამდე სხვაგვარადაც წარმოედგინა.

NPR's 100 Best Children's Books : NPR


 შემდგომი ეტაპისთვის ბავშვური სამყაროში ფერების შემოტანაში შეუდარებელია "ქართული ანბანი ლექსებით". ეს წიგნი დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენთვის ყველაზე მახლობელი სიტყვები, განწყობები, ამბები... ამ ლექსებით პატარები შეისწავლიან დათვლას, გაიცნობენ ემოციებს და მათ სახელებს, ცხოველებისა და ფრინველების ნაშიერებს, საკუთარ სხეულს, სახალისო და წარმოუდგენლად გიჟურ რეცეპტებს. რაც მთავარია, წიგნში ლექსები დალაგებულია ასაკისა და თემების მიხედვით. წიგნში შესულია 200-ზე ლექსი. "მხიარული რეცეპტები" - ეს ის კრებულია, რომელიც ბავშვობის მოგონებებში აუცილებლად დაიდებს სამუდამო ბინას. ასეა თუ ისე, ბავშვობა ყველაზე მეტად საინტერესო და ფერადია, რომელსაც ყოველთვის სჭირდებოდა და სჭირდება ინფორმაციის წყარო. ამისათვის კი, წიგნი ნებისმიერი ეპოქის უცვლელი თანამგზავრია.

 

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა