სკანდალური რომანები

11.10.2021

წარმოგიდგენთ ჩვენს საიტზე განთავსებულ ყველაზე სკანდალურ და გახმაურებულ წიგნებს, რომლებზეც საუბრობდნენ, საუბრობენ და კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. ეს რომანები, მკითხველის დიდ ნაწილს აღაფრთოვანებს, ნაწილს კი მათი დაწვის და თაროებიდან გაქრობის სურვილი უჩნდება. ზოგიერთი კი დღემდე აკრძალულია ბევრ ქვეყანაში. სექსი, ძალადობა, რელიგია, სექსუალური უმცირესობები და თემები, რომლებზეც საუბარს ერიდებიან და წიგნები, რომლებიც ჩვენი აზრით, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, რადგან, როგორც ამბობენ: "არ არსებობს ისეთი ცუდი წიგნი, რომელშიც არ მოიძებნებოდეს რაიმე ჭკუის სასწავლი" . გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ სიაში "მადამ ბოვარიც" მოხვდა. ცივი შემოდგომის ცხელი წიგნები იხილეთ ჩვენ საიტზე.

პლათფორმა

მიშელ უელბეკი – დაუმორჩილებელი, სკანდალური და მარტოსული მწერალი – თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის ყველაზე დიდი ფიგუ­რაა და საკუთარი შემოქმედების გამო მსოფლიო ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა. 2002 წელს პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა და ისლამურმა საზოგადოებებმა იგი ისლამოფობიასა და რასიზმში დაადანაშაულეს. მართალია, ბრალდებები არ დაუმტკიცდა, მაგრამ მიშელ უელბეკი მას შემდეგ ესპანეთში ცხოვრობს. ადამიანის, კულტურისა და ბუნების ერთმანეთთან ბრძოლა, სექსი, მარტოობა, ესთეტიკისა და სიყვარულის ძიება თანამედროვე სამყაროში – ეს ის თემებია, რომლებიც უელბეკს აინტერესებს და რაზეც თავის შემოქმედებას აგებს.

„პლატფორმა“ მწერლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებია. მთავარი პერსონაჟი ორმოცი წლის გალოთებული ჩინოსანი, კულტურის სამინისტროს თანამშრომელი მიშელია, რომელიც მამის მიერ მემკვიდრეობით დატოვებულ ქონებას ეპატრონება და ტაილანდში მიემგზავრება, რათა თავი სექსტურიზმით შეიქციოს.

ლოლიტა

ვლადიმირ ნაბოკოვი – XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული და სკანდალური მწერალი – რუსეთის იმპერიაში, სანქტ-პეტერბურგში დაიბადა. 1919 წელს მწერლის არისტოკრატული ოჯახი ემიგრაციაში წავიდა; ინგლისსა და გერმანიაში ახალგაზრდა ნაბოკოვი პოეტ-ნოველისტად გაიცნეს.

მეორე მსოფლიო ომამდე მწერალი პარიზშიც ცხოვრობდა, იქიდან კი გერმანულ ჯარებს გაექცა აშშ-ში, სადაც დაიწყო მისი, როგორც პროზაიკოსის აღმასვლა. გარდა მწერლობისა, ნაბოკოვი ლეპიდოპტერიისა და ჭადრაკის საფუძვლიანი მცოდნეც იყო.

ნაბოკოვის ნაწარმოებებს შორის უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია „ლოლიტას“, რომელსაც კრიტიკოსები ხშირად მოიხსენიებენ XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხატვრულ ნაწარმოებად. „ლოლიტა, თეთრკანიანი ქვრივი მამაკაცის აღსარება“ – ასე უწოდებს თავად მწერალი რომანს, რომელიც ერთი შეხედვით მოწიფული მამაკაცისა და თორმეტი წლის გოგონას საბედისწერო, წინააღმდეგობრივი სიყვარულის ამბავია, მაგრამ სასიყვარულო ისტორიის მიღმა დახვეწილი ევროპისა და ომისშემდგომი „ჭკუამხიარული“ ამერიკის შეჯახებაა დახატული. „ლოლიტა“ სავსეა სიმბოლური სახეებით, სიტყვათა თამაშითა და ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტებისა და პერსონაჟების ზუსტი, ლაკონიური აღწერით.

ვნება

ნობელიანტი ავსტრიელი მწერლის, ელფრიდე იელინეკის „ვნება“ გამაოგნებელი რომანია. გამაოგნებელი იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, მკითხველს აჯადოებს მისთვის ასე დამახასიათებელი რიტმული, პოეტური წერის მანერა და მეორე მხრივ, აშფოთებს ის ჯოჯოხეთი, რომელიც წიგნში ტრიალებს. „ვნებას“ ახასიათებენ, როგორც „შემაწუხებელ“ ნაწარმოებს და მართლაც, უხეში ენა, დაუნდობელი ფაბულა, ძალადობის სცენები და გაშიშვლებული ადამიანური მანკიერებები მკითხველს შფოთვას ჰგვრის. რომანის მიზანიც სწორედ ესაა - დაგვანახოს, რომ ზოგჯერ ადამიანები ცხოველები არიან, ძალადობის ჯაჭვის გაწყვეტა კი მხოლოდ რჩეულ ერთეულთა ხვედრია. „ვნება“ სწორედაც ძალადობის ამბავია. ქარხანა ძალადობს მუშებზე, მუშები - ოჯახებზე, ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილით შეპყრობილი ქმარი - ცოლზე, ცოლი - შვილზე, შვილი - დედასა და თანატოლებზე, ადამიანების სიხარბით შეურაცხყოფილი ბუნება - მთელ სამყაროზე. ძალადობის ქარბორბალის ცენტრში კი არის გერტი - ქალი, ცოლი, დედა, მაგრამ ყველაზე უფრო - დამცირებული ადამიანი, სექს-სათამაშოდ ქცეული, სულგამოცლილი, სიცოცხლეწართმეული მარიონეტი. ერთი ოჯახის ამბით იელინეკი უმნიშვნელოვანეს გლობალურ პრობლემებს ეხება. რომანს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ის გააკრიტიკეს პორნოგრაფიული, ნატურალისტური და ძალადობის სცენების გამო. კრიტიკოსთა დიდი ნაწილის აზრით კი ეს იელინეკის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია, რომელშიც მან მწვერვალზე აიყვანა „უხამსობის ესთეტიკა.“

მიშა ანდღულაძე - ნადგომი წყალი

„ასეთი წიგნები ჩვენთან დიდხანს არ და ვერ იწერებოდა. შეიძლება ითქვას, რომ, მიუხედავად ბოლო წლებში ოფიციალური ცენზურის არარსებობისა, ამ თემას მაინც დიდი ტაბუ ედო. ბოლო ხანებში, საზოგადოებასა და პოლიტიკაში ეს ტაბუ თითქოს მოიხსნა, ეკლესიაში მომხდარმა მოვლენებმაც ხელი შეუწყვეს თემის „გახსნას“ და ახლა ჯერი მხატვრულ სიტყვაზე მიდგა.   და აი, ჩვენ წინაშეა წიგნი, რომელშიც ბევრ ნაცნობ უცნობს შევხვდებით. მოქმედების ასპარეზი აქ იქნება „წმინდა სახლი“, რომელსაც განაგებს „მისი უაღრესობა“. ჩვენ წინაშე წარდგებიან გროტესკული პერსონაჟები, რომლებიც ზეცასა და მიწას განაგებენ: მაგალითად, ტიპი, სახელად ღმერთი, რომელიც „ვიღაცებს უჩმახებს, ვიღაცებს აჩმორებს, ყველაფერი იცის, ყველაფერს აკონტროლებს“; ან აკადემიის მამათმავალი რექტორი, სავსე ღვთისმოსაობითა და ორგანოებთან თანამშრომლობის დიდი პოტენციალით; ან მეუფე, რომელიც უფლის სიტყვასთან ერთად და ხშირად ამ სიტყვის ნაცვლად, მაკაროვის პისტოლეტითაა აღჭურვილი; მის უაღრესობასთან დაახლოებული უაღრესად გავლენიანი ქალბატონი, სახელად ნებიერა; მარად დაუვიწყარი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიურ საქმეთა რწმუნებული და მასთან მიწერილი სამარცხვინო ტელეგრამა-დაბეზღება, რომელსაც ხელს აწერს მისი უაღრესობა; ფრიად ამბივალენტური, თანამედროვე და „გამოსული“ მრევლი, მაგალითად, მორალისტი, ვეგეტერიანი და მემარხულე ქალი ელენე, რომელიც სუფრაზე მოკრძალებულად ცხვრის მეოთხე ნაჭერს მიირთმევს; ეკლესიის დიდი მოამაგის, ცნობილი ჰუმანისტისა და ქველმოქმედის, ამხანაგ სტალინის აუცილებელი სადღეგრძელო; ნახევარ მილიონიანად ღირებული იარაღი, როელიც რწმენის საქმეს მეტად თავისებურად ემსახურება; ფიზიოლოგიური ანტიკლერიკალიზმის ნატურალისტური სურათები, მაგალითად, სასწაულმოქმედ ხატზე გადარწყევა. მძღოლი ენვერი და მისი საყვარელი რადიოსადგური „შანსონი“; მოულოდნელი დიალოგები და სიტყვა-თქმები: „მისი უაღრესობა აღსარებაზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს“; „თქვენი იარაღი, მეუფეო!“   ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ დიდი ხნის ნაგროვები და ნადგომი ნაკურთხი წყალი ადიდდა, რომანის გვერდებზე მძლავრად გამოქანდა და ჩვენს მრავლისმნახველ და თითქოსდა არც ისე გულუბრყვილო მკითხველს წალეკვით ემუქრება…”, – ლევან ბერძენიშვილი.

ანდრე  ასიმანის „შენი სახელი დამიძახე“ განსაკუთრებული და დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. რომანის სიუჟეტი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. 17 წლის ელიო ზაფხულში მის მშობლებთან ექვსი კვირით ჩასულ ამერიკელ სტუდენტს, 24 წლის ოლივერს გაიცნობს. სწორედ აქ იწყება მათი დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავალი. ავტორი სენტიმენტალიზმისგან დაცლილი თხრობის მანერითა და გამორჩეული გულახდილობით გვიყვება ადამიანური ვნების ისტორიას.

ანდრე ასიმანი ეგვიპტური წარმომავლობის ამერიკელი მწერალი, ესეისტი და კრიტიკოსია. 2017 წელს კინოეკრანებზე მისი ყველაზე გახმაურებული რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი, „შენი სახელი დამიძახე“ გამოჩნდა. ეკრანიზაციამ უამრავი საერთაშორისო პრიზი დაიმსახურა, მათ შორის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო – ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.

„გრეი“ ბრიტანელი მწერლის, ე. ლ. ჯეიმზის მეოთხე ეროტიკული რომანია. მილიარდერი კრისტიან გრეისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ანასტასია სტილის ვნებიანი ურთიერთობა გრძელდება. ამჯერად კრისტიანი მოგვითხრობს თავის უჩვეულო, განსხვავებულ გრძნობებზე, რომლებიც ანასტასიას მიმართ უჩნდება. პირველად ცხოვრებაში გოგონასთან დაუოკებელი ვნების გარდა უჩვეულო სიმშვიდეც ეუფლება და მისი დაკარგვის შიში იპყრობს. ეს ის არ არის, რაც მანამდე სხვა მორჩილებთან განუცდია. ნუთუ ეს სიყვარულია? გრეის უჭირს ამის აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრი რამე გააკეთა ანასტასიასთან ერთად „პირველად ცხოვრებაში“.

ძნელად თუ მოიძებნება თანამედროვე ტექნიკის სხვა პროდუქტი, რომელიც ისეთივე აღფრთოვანებასა და ინტერესს გამოიწვევდა, როგორსაც ავტომობილი, თუმცა, ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი იღუპება ავტოავარიების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი კი მილიონებს აღწევს. პარადოქსია, მაგრამ საავტომობილო ტრანსპორტის რეგულირებისა და ამ სასაკლაოს მსხვერპლთა რაოდენობის შემცირების ყოველი მცდელობა მუდმივად აწყდება მძლავრ და თითქმის ირაციონალურ წინააღმდეგობას. ეს რეალობაა. ამ რეალობაში ჩვენ ვცხოვრობთ. ამ რეალობას აღწერს სკანდალური მწერალი თავის წიგნში.

რაზეა ეს რომანი? აქ ბალარდი პარადოქსის გასაღებს გვთავაზობს. ავტორი თავად არის პერსონაჟიც, თუმცა ისტორია სულ სხვა ვინმეზე ფოკუსირდება – ტელემეცნიერ ვონზე, რომელიც. საავტომობილო გზების ღამის კოშმარად ქცეულა: მას საოცარ სექსუალურ სიამოვნებას ანიჭებს საგზაო. კატასტროფა და ოცნებობს, დაიღუპოს ავტოავარიაში ელიზაბეთ. ტეილორთან ერთად. რომანი ფილმ „კოშმარების ანგელოზისა“ და არაერთი მუსიკალური კომპოზიციის. შთაგონების წყარო გახდა, თუმცა მარტო ეს არაა – 25 წლით ადრე დაწერილი წიგნი პრინცესა დაიანას სიკვდილის. ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა. წინასწარმეტყველურია, როგორიც მთლიანად ბალარდის სამეცნიერო-ფანტასტიკური. შემოქმედება. „შეჯახება“ სასტიკი და საშიში რომანია, რომლის სახელწოდებაც ზუსტად ასახავს შინაარსს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, იგი უნდა. აღვიქვათ, როგორც გაფრთხილება: იმ თვალისმომჭრელი ეროტიკული მომავლის მიღმა, რომელიც სულ უფრო და უფრო მძლავრად გვიტყუებს ტექნოლოგიური ლანდშაფტის საზღვრებისკენ, მხოლოდ უფსკრულია.. წიგნი გამოიცა სერიაში ლიტერატურული ოდისეა.

„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება" ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ყველაზე სკანდალური რომანია, რომელიც ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი. ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს; „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" წინააღმდეგ ახალი ტალღა 1988 წელს აგორდა, როდესაც ეკრანზე მარტინ სკორსეზეს ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა. საბერძნეთის სასულიერო და საერო საზოგადოებამ ფილმის ბერძნული პრემიერის ჩაშლაც კი მოახერხა. ამის მიზეზი კი რომანისა და შესაბამისად, ფილმის შინაარსი გახდა.     რომანში აღწერილია ქრისტეს ცხოვრების ბოლო წლები და ის გზა, რომელსაც იესო გადის, რათა საკუთარ თავში ადამიანი დათრგუნოს და ღმერთი გააძლიეროს. ხეზე მომუშავე ოსტატი, რომელიც თვითონ ამზადებს ჯვრებს საიმისოდ, რომ რომაელებმა მესიის მოლოდინში მყოფი მეამბოხე ებრაელები დასაჯონ, მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია და ჯვარზეც თვითონ უნდა ავიდეს. კაცის ღმერთად ქცევის გზაზე მას უამრავი ცდუნება ელის...     „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება", ისტორიულთან ერთად, ფსიქოლოგიური რომანიცაა. განსაკუთრებით საგრძნობია მასში ნიცშეანური ფილოსოფიისა და ფროიდისეული ფსიქოანალიზის გავლენა. იესოს ცხოვრების კაზანძაკისისეულმა ინტერპრეტაციამ მსოფლიო ლიტერატურაში ქრისტეს თემის ახლებურ გააზრებას დაუდო საფუძველი, რაც შემდგომში არაერთმა სხვა მწერალმა გაიზიარა, მათ შორის, ჟოზე სარამაგუმ და ერიკ-ემანუელ შმიტმა.

კონელი და მარიანი ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ პატარა ქალაქში იზრდებიან. სკოლაში კონელი პოპულარულია, მარიანი კი მარტოსული გოგონაა, რომელმაც მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ თანაკლასელებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს. მარიანის სამზარეულოში უეცრად წამოწყებული უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო დიალოგის შემდეგ მათი ცხოვრება თავდაყირა დგება. 

„ჩვეულებრივი ადამიანები“ – ესაა ამბავი საერთო ინტერესებზე, მეგობრობასა და სიყვარულზე, ორი ადამიანის მხიარულ, ანდამატურ, რთულ ურთიერთობაზე, რომლებიც ცდილობენ, ერთმანეთის გარეშე იცხოვრონ, მაგრამ არ გამოსდით. რომანში კარგად ჩანს, რამდენად რთულად იცვლება ადამიანი. წყვილის ურთიერთობას გამუდმებით თან სდევს გულგატეხილობა, სინანული, მონატრება, ბრაზი, სასოწარკვეთილება, უიმედობა, მოსალოდნელი შეხვედრის სიხარულისგან გამოწვეული მღელვარება… ამ რთულ და დაბრკოლებებით სავსე გრძელ გზაზე სწავლობენ, რა არის სექსი, ძალაუფლება, ტკივილის მიყენების ვნება და აღტაცება იმის გამო, რომ ვიღაცას უყვარხარ და გიყვარს. 

როგორია სექსი დიდ ქალაქში? ვინ არიან ნიუიორკელი ფემინისტები, ვინ ვისი შეყვარებული ან საყვარელია და, საერთოდაც, რამდენად სასურველია ქალი თანამედროვე სამყაროსთვის? "სექსი დიდ ქალაქში" - მრავალი ემის ჯილდოსა და ოქროს გლობუსის მფლობელი პოპულარული ამერიკული საკაბელო ტელესერიალია, რომელიც ქენდის ბუშნელის წიგნის "სექსი დიდ ქალაქში" მიხედვით შეიქმნა. წიგნი პირველად 1997 წელს გამოიცა და უკვე 33 ენაზეა ნათარგმნი.

გიუსტავ ფლობერი – მადამ ბოვარი რომანი “მადამი ბოვარი” დიდიხანია რაც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად. 1857 წელს, როდესაც გამოვიდა წიგნი მას ადანაშაულებდნენ მორალის შეურაცხყოფისთვის. წიგნი გვიყვება გათხოვილი ქალის სასიყვარულო კავშირების შესახებ. ფლობერი და მისი გამომცემლები წარდგნენ სასამართლოს წინაშე, მაგრამ შემდეგ ისინი გაამართლეს.

ბრეტ ისტონ ელისი – ამერიკელი ფსიქოპატი სკანდალურ პოპულარობას იძენს 1991 წელს გამოქვეყნებული ელისის რომანიც “ამერიკელი ფსიქოპატი”. ჯერ კიდევ თავის გამოსვლამდე წიგნი იწვევს პროტესტს რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც ადანაშაულებენ ავტორს ძალადობის პროპაგანდაში. სხვა მხრივ ელისს მხარს უჭერენ გამოჩენილი ფიგურები, მაგალითად ნორმან მეილერი. საზოგადოების უკმაყოფილება იწვევს გამომცემლის შეცვლას, მაგრამ “ამერიკელი ფსიქოპატი” გარკვეული შეყოვნების შემდეგ მაინც გამოდის. რომანი გვიყვება უოლ-სტრიტელი პატრიკ ბეიტმენის შესახებ, რომელიც ახდენს(შესაძლებელია, მხოლოდ თავის ფანტაზიებში) სისხლიან მკვლელობებს. ამერიკელი მწერლის, ბრეტ ისტონ ელისის „ამერიკელი ფსიქოპათი“ ტრანსგრესიული რომანის ნიმუში და თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ნაწარმოებმა ჯერ კიდევ გამოცემამდე გამოიწვია აჟიოტაჟი, როცა გამომცემლობა Simon & Schuster -მა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს სერიულ მკვლელზე რომანის დაწერა თავად შეუკვეთა, „ამერიკელი ფსიქოპათის“ გამოცემაზე უარი თქვა, რადგან ქალთმოძულეობის გამავრცელებლად და, ამდენად, სახიფათოდ მიიჩნია. 1991 წელს რომანი გამომცემლობა Vintage -მ გამოსცა, 2000 წელს კი, მერი ჰარონის ამავე.სახელწოდების ეკრანიზაციის გამოსვლის შემდეგ, „ამერიკელი ფსიქოპათი“ მთელმა.მსოფლიომ გაიცნო.

ბრეტ ისტონ ელისის ნაწარმოებებში მოქმედება ძირითადად 1980-იანი წლების ამერიკაში.ხდება, მთავარი თემა კი მომხმარებლური კულტურა და გართობის ინდუსტრიაა, როგორც ამ პერიოდის აშშ-ის მთავარი სიმბოლო. სწორედ.აღნიშნულ დროით და სივრცით გარემოში ვითარდება „ამერიკელი ფსიქოპათის““ სიუჟეტიც. რომანმა, რომლის მთავარი გმირი – პატრიკ ბეიტმენი – დღისით.მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელის.მდიდრული ცხოვრებით ცხოვრობს, ხოლო ღამით.სასტიკ მკვლელად გარდაიქმნება, გამოსვლისთანავე მიიპყრო მკითხველთა.და კრიტიკოსთა ყურადღება.

„პატრიკ ბეიტმენის ქმედებები და, მით უმეტეს, მისი რეაქციები იმის.სიმბოლოს წარმოადგენს, თუ რაოდენ გულგრილი და უგრძნობი გახდა.ჩვენი კულტურა ძალადობის მიმართ…“ – აღნიშნა ერთხელ თავად ავტორმა.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა