საუკეთესო წიგნები სასაჩუქრედ

06.10.2021

„რაიმე კარგ წიგნს ხომ ვერ მირჩევდით?“ - ამ კითხვით ხშირად მოუმართავთ. უცნაური კითხვაა... ისეთი, თან რომ გახარებს და ამავე დროს, ცოტა გაშინებს კიდეც. დაკისრებული პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია. არა ერთხელ შეგვხვედრია სტატია სათაურით „10 საუკეთესო წიგნი“ - და მაინც, ვისთვისაა საუკეთესო? გემოვნებაზე ხომ ყველაზე მეტს დავობენ. ამ ფაქტის გათვალისწინებით, გთავაზობთ ყველა თაობისთვისა და გემოვნების მქონე ადამისთვის საინტერესო წიგნებს, რომელთაც მკითხველის აღიარება უკვე პოვეს.

 

საუკეთესო საჩუქარი რომანების მოყვარულთათვის!
სიის სათავეში ყოფნას უსიტყვოდ იმსახურე ნინო ხარატიშვილის ბესტსელერი „მერვე სიცოცხლე“, რომელმაც აღიარება საქართველოსთან ერთად გერმანიაშიც პოვა. წიგნი მოგვითხრობს ჯაშების ოჯახის ისტორიას - რვა ცხოვრებისა და იმ წითელი საუკუნის შესახებ, რომელშიც ყველანი ისე არიან ჩაქსოვილნი, როგორც ძაფები ხალიჩაში. მთხრობელი ბერლინში საცხოვრებად გადასული გოგონაა სახელად ნიცა. ამ ყველაფერს იგი 12 წლის დისშვილს ბრილკას უამბობს, რომელმაც დასავლეთ ევროპაში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. წიგნის სრულყოფილებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შესანიშნავ ქართველ კინორეჟისორი, მსახიობი და მთარგმნელი ნინო ბურდული. არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, 31 წლის მწერლის ამ შესანიშნავია რომანმა მოიგო ანა სეგერსის, ლესინგის და ბერტოლტ ბრეხტის პრემია 2018.

 


საუკეთესო საჩუქარი ყველა მშობლისთვის!

და რა არის ადამიანისთვის წიგნი? შეიძლება ითქვას, ვინ არის? - იგი მასწავლებელია, რომელიც თითქოს ჩუმი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე უფრო ბევრის მთქმელია. გარდა იმისა, „დაუკითხავად“ იჭრება ჩვენს წარმოსახვაში და გონებაში ათასგვარ სპექტაკლს გვიდგამს. შესაძლოა, ყველაზე კარგი მრჩეველიც კი აღმოჩნდეს. ამისი ნათელი მაგალითი კი ჰაიმ ჯ. ჯინოტი წიგნია „მშობელსა და შვილს შორის“. 35 წლის განმავლობაში წიგნი მსოფლიოში მილიონობით დედ-მამას დაეხმარა შვილებთან ურთიერთობის აწყობაში. ეს შეუცვლელი სახელმძღვანელო გვაჩვენებს, როგორ შეიძლება: ვასწავლოთ დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე; გავაკრიტიკოთ - დამცირების, შევაქოთ - განსჯის, გავუჯავრდეთ ტრავმის მიყენების გარეშე; კი არ ვედავოთ, არამედ ჩავწვდეთ მოზარდების გრძნობებს, შეფასებებსა და შეხედულებებს; ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა გამოუმუშავდეთ.

საუკეთესო საჩუქარი ყველა ბავშვისთვის!

შვილებთან და განსაკუთრებით პატარებთან ურთიერთობის შესახებ მიღებული რჩევების გარდა უმნიშვნელოვანესია საინტერესო და დაუვიწყარი საჩუქარი დამწყები მკითხველისთვის, რომელმაც სწორედ ამ დროს უნდა გადაწყვიტოს იქნება, თუ არა წიგნი მისი მეგობარი. ამიტომაც, სწორი ნაბიჯებია საჭირო ამ მიმართულებით. ვინ შეაყვარებს პატარებს წიგნს? ვინ, თუ არა სხვა პლანეტიდან მოსული პატარა უფლისწული, ანდაც, ვინი პუჰი მეგობრებთან ერთად. ჰო, ჩვენი ვინი იო-იოსთან, გოჭუნასთან, კურდღელთან, კენგთან და ვეფხვთან ერთად ერთობა. რა არ გადახდებათ თავს! - ჯერ სკოლაში წასვლას მოინდომებენ - აბა, კრისტოფერ რობინიც რომ იქ სწავლობს? მერე გართობას და თამაშს გადაწყვეტენ და ისეთი წვიმა მოუსწრებთ, ნეტა თუ შეაფარებენ სადმე თავს?

საუკეთესო საჩუქარი ხელოვნების მოყვარულთათვის!
წიგნის ენით გვესაუბრებიან იმაზეც, რამაც შექმნა ეპოქები, გაუძლო საუკუნეებს და დღემდე აღაფრთოვანებს მნახველს. ხელოვნების ისტორია, უდიდესი შემოქმედები და ყველაფერი, რაც მასთანაა კავშირში გენიალურმა მწერალმა ერთ წიგნად გვაჩუქა სახელად „ხელოვნების ამბავი“. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. 50 წლის განმავლობაში იგი რჩება სწორუპოვარ შესავლად მთელი საგნისთვის − უძველესი მღვიმის ფერწერიდან თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებამდე. მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ასაკისა და გამოცდილების მკითხველისთვის პროფესორი გომბრიხი ჭეშმარიტი ოსტატია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმის ცოდნა და სიბრძნე და რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ნიჭით, გაუზიაროს მკითხველს უდიდესი სიყვარული ხელოვნების იმ ნიმუშების მიმართ, რომელთაც აღწერს.

საუკეთესო საჩუქარი კულინარიის მოყვარულთათვის!
წიგნების ამ მცირე ჩამონათვალშიც კი აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რაც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას სხვებისგან, რაც ჩვენ გვეამაყება, სხვებს კი აღაფრთოვანებს. ქართული სამზარეულო, უნიკალური კერძებითა და გემოებით. შესანიშნავი ავტორები: ქეთი ადეიშვილი და ირმა იანტბელიძე საინტერესოდ გვაცნობენ ქართული კლასიკური კერძების რეცეპტებს, რომლებიც თვითმყოფადსა და გამორჩეულს ხდის ჩვენი ქვეყნის კულინარიას. წიგნში შესულია ტრადიციული რეცეპტები საქართველოს ყველა რეგიონიდან. წიგნში ნახავთ ტრადიციული ქართული კერძების მრავალფეროვნებას, მათ ისტორიას, მომზადების პროცესს უხვი ფოტომასალით. ისწავლით როგორ მოამზადოთ: წვნიანები, ხორცისა და თევზის, ბოსტნეულის, ყველის, კვერცხის კერძები, ასევე ცომეული, დესერტი, მურაბები, საწებლები და მწნილები. წიგნში განხილულია საქართველოს რეგიონების კულინარიული თავისებურებანი, ქართული ღვინო, ყველი და პური.




საუკეთესო საჩუქარი ღვინის მოყვარულთათვის!
რა იქნება ქართული სამზარეულო და უნიკალური კერძებით გაწყობილი სუფრა ღვინის გარეშე? სწორედ ამიტომ, აქვე გთავაზობთ მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ დიდ ენციკლოპედიას, რომელიც მეღვინეობის ქვეყნებისა და რეგიონების 38 რუკას მსოფლიოს რეგიონებისა და ღვინოების 246 მონაცემთა სქემას 600-ზე მეტ უნიკალურ ფოტომასალასა და ღვინის მოსავლის წლების ცხრილებს გთავაზობთ. ასე რომ, დასაწყისშივე როგორც აღვნიშნეთ, ჩვენ ვართ ყველგან და ყველასთვის. ნებისმიერი თაობისა და გემოვნების მქონე ადამიანი იპოვის სასურველ წიგნს, გაახარებს სხვას და გაუკეთებს საჩუქარს. ეს კი მიზეზია გულწრფელი ღიმილის იმ სამყაროში, რომელიც გვაერთიანებს.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა