სტატიაში გაეცნობით იმ წიგნებს, რომლებიც უამრავ მშობელს დაეხმარა შვილებთან ურთიერთობაში.
აღმოაჩინე და გამოიწერე საიტიდან უკეთესი მომავლისათვის.
ქეთევან ოსიაშვილის წიგნი ,,აღზრდა აკრძალვების გარეშე(?!)“ განკუთვნილია მშობლების, ფსიქოლოგების, პედაგოგების, სტუდენტებისა და ბავშვის განვითარების ასპექტებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
„წიგნში ,,აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)“ ავტორი გვამოგზაურებს ბავშვის სამყაროში და განვითარების მრავალ ასპექტს ეხება, სადაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს შეჩერდეს მისთვის სენსიტიურ, მეტად საინტერესო საკითხზე.
მშობლები, აღმზრდელები, რომლებიც იყენებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს ბავშვებთან მუშაობის პროცესში ეხმარებიან შვილებს იგრძნონ თავი ღირსეულად, წარმატებულად, როგორც ემოციურ, ქცევით ისე შემეცნებით და სოციალურ სფეროში.
წიგნის ავტორს მიაჩნია, რომ მშობლებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ შვილის ჯანსაღ განვითარებას. ბავშვებს ესაჭიროებათ ბედნიერება, ზრდასრულებს კი შეუძლიათ ამის უზრუნველყოფა.
წიგნი ბავშვის განვითარების ძირითად ასპექტებს მოიცავს. ფსიქოგანათლება მშობელსა და ბავშვს მნიშვნელოვნად ეხმარება საკუთარი მოთხოვნილების, ქცევისა თუ დამოკიდებულების გაცნობიერებაში. შედეგად, ადამიანი გეგმავს და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლის კიდეც თავის გადაწყვეტილებებსა თუ ქცევებს.
წიგნში განხილული თემებია:
”მშობელსა და შვილს შორის“ 35 წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიონობით დედ-მამას დაეხმარა შვილებთან ურთიერთობის აწყობაში. ეს შეუცვლელი სახელმძღვანელო გვაჩვენებს, როგორ შეიძლება: ვასწავლოთ დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე; გავაკრიტიკოთ - დამცირების, შევაქოთ - განსჯის, გავუჯავრდეთ ტრავმის მიყენების გარეშე; კი არ ვედავოთ, არამედ ჩავწვდეთ მოზარდების გრძნობებს, შეფასებებსა და შეხედულებებს; ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა გამოუმუშავდეთ.
ბესტსელერი, რომელმაც რევოლუციური ცვლილება მოახდინა მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში.
ჰაიმ ჯ. ჯინოტის „მშობელსა და შვილს შორის“.'
„მე ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ვარ და ვცდილობ, მათ დავეხმარო. როდესაც ბავშვს ერთი წლის განმავლობაში კვირაში ერთი საათით ვხვდები, ვატყობ, როგორ უქრება შფოთვის სიმპტომები, თავს უკეთ გრძნობს...“
„მშობელსა და შვილს შორის“ 35 წლის განმავლობაში მსოფლიოში მილიონობით დედ-მამას დაეხმარა შვილებთან ურთიერთობის აწყობაში. ეს შეუცვლელი სახელმძღვანელო გვაჩვენებს, როგორ შეიძლება:
ვასწავლოთ დისციპლინა მუქარის, მოსყიდვის, დაცინვისა და დასჯის გარეშე;
გავაკრიტიკოთ - დამცირების, შევაქოთ - განსჯის, გავუჯავრდეთ ტრავმის მიყენების გარეშე;
კი არ ვედავოთ, არამედ ჩავწვდეთ მოზარდების გრძნობებს, შეფასებებსა და შეხედულებებს;
ხელი შევუწყოთ იმას, რომ ბავშვებს საკუთარი თავის რწმენა გამოუმუშავდეთ.
მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი 2009 წლიდან მასწავლებელია. ის „აზროვნების აკადემიის“ საკვირაო სკოლაში, დაარსების დღიდან მოზარდებთან მუშაობს ლიტერატურის მიმართულებით. ამ წიგნში გამოქვეყნებული წერილები მრავალწლიანი სამასწავლებლო გამოცდილების ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც სხვადასხვა წლებში ჩვენი ერთგული მკითხველისთვის და ინტერნეტჟურნალ mastsavlebeli.ge-ს აუდიტორიისთვის იწერებოდა. წიგნი შესანიშნავი საჩუქარია მშობლებისთვის, პედაგოგებისთვის და განათლების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის.