საბავშვო წიგნი ვინი პუჰი - ისტორია ყველა თაობისათვის

13.10.2021

 ????სად იწყება "ვინი პუჰის" ისტორია? შესაძლოა, ამაზე არც კი გიფიქრიათ, რადგან ის ზუსტად მაშინ იწერებოდა, როცა თქვენი ბაბუა ან თუნდაც დიდი ბაბუა იყო იმავე ასაკში, რა ასაკშიც ახლა თქვენ ხართ და აღფრთოვანებით შესცქერით სიყვარულით სავსე მეგობრობის ისტორიას. დიახ, წიგნები, რომელმაც უდიდესი აღიარება პოვა, ითარგმნა მრავალ ენაზე და მოიარა მთელი მსოფლიო, 1926 წელს გამოიცა სახელით "ვინი პუჰი". შემდეგ იყო „სახლი პუჰის კუთხეში“, რომელმაც 1928 წელს იხილა მზის სინათლე. მხიარული დათუნიას შესახებ ინგლისელმა მწერალმა ალან მილნმა საბავშვო ლექსი ჯერ კიდევ 1924 წელს გამოაქვეყნა სახელით „როდესაც ძალიან პატარები ვიყავით“. წიგნების ილუსტრატორი კი გახლდათ ერნესტ შეპარდი, რომელმაც შესანიშნავი ილუსტრაციებით გააცოცხლა ის, რაც ყველა ჩვენგანის წარმოსახვაში ძალიან ფერადი და მხიარულია.


ისტორია მხიარულ დათუნიაზე და მის მეგობრებზე თითქმის ასი წლისაა. და მაინც, რატომაა იგი დღემდე ასეთი პოპულარული? ბევრისგან გვსმენია, "ცუდ ხასიათზე როცა ვარ, მაშინ "ვინი პუჰს" ვკითხულობ/ვუყურებ და მაშინვე კარგად ვხდებიო" - ფაქტია, ისტორიაში არის რაღაც მაგიური, რაც გვასწავლის უანგარო მეგობრობას, მიუხედავად განსხვავებულობისა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ისტორიაში პერსონაჟების უმეტესობამ სახელი ალან მილნის ვაჟიშვილის - კრისტოფერ რობინ მილნის სათამაშოებისაგან მიიღო, თავად კი კრისტოფერ რობინის პერსონაჟის პროტოტიპი იყო. ამჟამად კრისტოფერ რობინის სათამაშო დათვი გამოფენილი არის ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ ფილიალში.


????  კიდევ გავა ათობით, ანდაც ასობით წელი და თაობები ისევ სიყვარულით წაიკითხავენ თავგადასავლებით სავსე ისტორიას, გაიცნობენ ვინის მეგობრებს: პატარა გოჭუნას, ბუს, მოუსვენარ ვეფხვს, კენგს თავის პატარა შვილთან ერთად, კურდღელს, ზარმაც იო-იოს და რა თქმა უნდა, კრისტოფერ რობინს, რომელიც ვინი პუჰის საუკეთესო მეგობარია. მათთან ერთაც იცინებენ, ზოგჯერ მოიწყენენ კიდეც, მაგრამ ისწავლიან მეგობრობას, რომელიც ნამდვილია და თითქმის საუკუნეს ითვლის.


???? გამოიწერეთ "ვინი პუჰის თავგადასავლები"
???? ვინი პუჰი ყველა ბავშვისთვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. ოთხი ჯადოსნური მოთხრობა, რომელიც გიამბობთ ყველასათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს.
???? „თუ ჩვენ ოდესმე განშორება მოგვიწევს, შემინახე გულში და მე სამუდამ დავრჩები შენთან“.
ვინი პუჰი
წიგნის გამოსაწერად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/2XEKaCI
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 2195 155





კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა