ნინო ხარატიშვილის ახალი წიგნები და მორიგი წარმატება

20.10.2021

ნინო ხარატიშვილის ორი ახალი წიგნი უკვე ითარგმნება, ინფორმაციას ჩვენი მეგობარი გამომცემლობა "ინტელექტი" ავრცელებს.
Die Katze und der General გერმანულიდან თარგმნის ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი

"რომანის იდეა ანა პოლიტკოვსკაიას ტექსტმა შთამაგონა"

„კატა და გენერალი"- ესაა დაძაბული, ღრმა ფსიქოლოგიური რომანი დანაშაულსა და სასჯელზე, სახელმწიფოებისა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ბრძოლაზე, მშვიდობისა და გადარჩენისკენ სწრაფვაზე.

მის რომანში პერსონაჟთა ბედი ერთანეთზეა გადაჯაჭვული და თავს იყრიან სიყვარულისა და სიძულვილის ღერძზე. ისინი არიან კლასიკური ტრაგედიის რანგში აყვანილი მომაკვდინებელი თამაშის ნაწილი...“

DAS MANGELNDE LICHT გერმანულიდან თარგმნის მაია ფანჯიკიძე

ნინო ხარატიშვილის ახალი და ჯერ გამოუცემელი რომანის DAS MANGELNDE LICHT (The Lack of Light) საავტორო უფლება წიგნის გამოცემამდე შეიძინა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გამომცემლობამ – „ჰარპერ კოლინზმა“! ამავე გამომცემლობას ეკუთვნის მსოფლიო ბესტსელერები: "პაქსი", "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება" და სხვა.  ამბავი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დაწყებამდე გახდა ცნობილი, ინფორმაცია კი ამის შესახებ მწერლის ქართული გამომცემლის, "ინტელექტის", წარმომადგენელმა გვანცა ჯობავამ გაავრცელა.

"The next book by Georgian-German writer Nino Haratischwili has already been sold to HarperCollins!!! ამ წუთებში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნა მიმდინარეობს. ჩვენ სამწუხაროდ პანდემიური შეზღუდვების გამო წელს არც საქართველოს სტენდი გვაქვს და ჩვენს უმრავლესობას თბილისში დარჩენა მოუხდა, თუმცა, ფრანკფურტშია ჩვენი საუკეთესო ელჩი ნინო ხარატიშვილი, რომელსაც გასაოცარი სიახლე აქვს და მას დღეს მისი ევროპელი გამომცემლები საგანგებოდ მოწყობილ ლანჩზე ულოცავდნენ კიდევ ერთ დიდ წარმატებას! დიდი სიხარულით მინდა გაგიზიაროთ, რომ ნინო ხარატიშვილის ახალი და ჯერ გამოუცემელი რომანის "The Lack of Light" საავტორო უფლება, წიგნის გამოცემამდე, უკვე შეიძინა ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა, უმთავრესმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინზმა“!!!!!!! „ჰარპერ კოლინზმა“ ხალხო, გესმით ეს რას ნიშნავს? მსგავსი რამ ქართულ ლიტერატურას არ ახსოვს!!!! ეს ნიშნავს, რომ ნინოს ამჟამინდელი წარმატება მონაგონი იქნება, ეს ნიშნავს, რომ მისი წარმატება ჩანჩქერივით გადაეშვება მაღალი კლდიდან და მოედება ყველას და ყველაფერს, ერთი წუთითაც კი არ მეპარება ამაში ეჭვი! და ეს არა მხოლოდ ნინოსთვის მისალოცო ამბავია, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქართული ლიტერატურისთვის! და არ იკითხავთ წიგნი რაზეა? ქეთო, ნენე, დინა და ინა - თბილისში, სოლოლაკის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში მცხოვრები ოთხი ქართველი გოგო, ქვეყანაში, რომელმაც სულ ახლახანს მოიპოვა დამოუკიდებლობა, ქვეყანაში, სადაც ძალადობა და ქაოსი სუფევს, ქუჩის გარჩევები, სამოქალაქო დაპირისპირება, შიმშილი, სიცივე, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი 90-იანი წლები და მისი მთელი ტრაგედია. ახალი რომანის საავტორო უფლება აშშ-ს გარდა, ჯამში უკვე ცხრა ქვეყანამ შეიძინა და მათ შორისაა ცხადია საქართველოც და გამომცემლობა „ინტელექტი“! წიგნის გამოცემამდე ვიწყებთ თარგმანზე მუშაობას, წიგნის მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე იქნება! მოემზადეთ ნინოსთან ერთად ახალი საოცარი თავგადასავლისთვის"
წერს გვანცა ჯობავა სოციალურ ქსელში

რომანზე საავტორო უფლება აშშ-ის გარდა, ჯამში უკვე 9 ქვეყანამ შეიძინა. წიგნი 2022 წლის გაზაფხულზე გამოიცემა

გვანცა ჯობავა ასევე აქვეყნებს ახალ პოსტს:
"ნინო ხარატიშვილის 25 ენაზე გამოცემული “მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” - კადრი გუშინ, ფრანკფურტში გამართული “ბრილკას” ევროპელი გამომცემლების შეხვედრიდან ???? უახლოეს მომავალაში წიგნი კიდევ 6 ენაზე გამოიცემა, მათ შორის ჩინურად და კორეულად"
ფო

ფოტო:გვანცა ჯობავა




ნინო ხარატიშვილის წიგნების შეძენა შესაძლებელია ჩვენ საიტზე.

კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა