მოემზადე სკოლისთვის - საუკეთესო საბავშვო წიგნები

29.06.2023

     ყველა მშობლის ცხოვრებაში დგება დრო, როცა ბავშვებს აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის, მათ შორის: გამრავლების ტაბულის, საათის ცნობის, შეკრებისა და გამოკლების, ანბანის - შესწავლაში უნდა დაეხმარონ.

იმისთვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი და სახალისო იყოს, გთავაზობთ ილუსტრაციებით გაფორმებულ ბრწყინვალე წიგნებს!

                                 



ქართული ენა: თავსატეხები (დაწერე და წაშალე)

22-გვერდიანი წიგნი + კალამი

შეავსე კროსვორდი, გამოიცანი რებუსი, ჩასვი გამოტოვებული ასო, გაშიფრე საიდუმლო ენა, შეადგინე სიტყვები და წინადადებები… – ასეთი მითითებების შესრულება და ნაირ-ნაირი თავსატეხის ამოხსნა ყველა ბავშვს იტაცებს. ეს ფერადი, საინტერესო და მრავალფეროვანი სავარჯიშოებით დატვირთული წიგნი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს გონებას გაუვარჯიშებს და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაეხმარება



ამ წიგნის დახმარებით ბავშვები მარტივად ისწავლიან ქართულ ანბანს. სავარჯიშოებითა და ილუსტრაციებით გაფორმებული გვერდები, ასევე ფლომასტერი, რომლით ნაწერიც მარტივად იშვლება, სწავლას უფრო სახალისოს გახდის.



                       

მოემზადე სკოლისთვის (დაწერე და წაშალე)

22-გვერდიანი წიგნი + კალამი

  ამ ფერადი, მხიარული ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპისა და შინაარსის სავარჯიშოებია თავმოყრილი. ბავშვებმა უნდა გააყოლონ ფლომასტერი ხაზებს, დაასრულონ ნახატები, დააკავშირონ ფიგურები ერთმანეთს, ამოიცნონ ფერები, იპოვონ ნახატებზე დაშვებული შეცდომები… ყველა ეს სავარჯიშო მათ გონებას გაუვარჯიშებს და ნატიფი მოტორიკის დახვეწა-განვითარებაში დაეხმარება.


     ორნაწილიანი ფაზლის დახმარებით პატარები დააწყვილებენ ასოებს შესაბამის სიტყვასთან, რითაც ანბანის შესწავლა მათთვის უფრო თვალსაჩინო და სახალისო გახდება. ამ აქტივობის სწორად შესრულებაში მათ ანბანის პოსტერიც დაეხმარება.

  აქვე არ დაგვავიწყდეს ლექსების წიგნიც! ალბათ ძალიან ცოტა მშობელს თუ იპოვით ისეთს, რომელსაც გივი ჭიჭინაძის ლექსებით არ უხელმძღვანელია. ჩვენს წიგნშიც, ანბანის თითოეულ ასოზე შექმნილი ლექსები სწორედ მას ეკუთვნის.

 ყველაფერი ეს ერთად კი, ქართული ანბანის ყუთს საუკეთესო საშუალებად აქცევს ასო-ბგერების ამოცნობისა და დამახსოვრებისთვის.




"დაწერე და წაშალე" ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული სავარჯიშოებია, რომლის საშუალებითაც პატარები მარტივად და ხალისით სწავლობენ ინგლისურ და ქართულ ანბანს, რიცხვებს, გამრავლების ტაბულასა და შეკრება და გამოკლებას.

თითოეულ წიგნს თან ახლავს კალამი, რომლის დახმარებითაც მათი გამოყენება მრავალჯერ არის შესაძლებელი.


წერა და კითხვა: ქართული ენა (დაწერე და წაშალე

ამ წიგნის დახმარებით ბავშვები მარტივად ისწავლიან წერა-კითხვის საწყისებს. სავარჯიშოებითა და ილუსტრაციებით გაფორმებული გვერდები, ასევე ფლომასტერი, რომლით ნაწერიც მარტივად იშვლება, სწავლას უფრო სახალისოს გახდის.




მათემატიკა: თავსატეხები (დაწერე და წაშალე)

22-გვერდიანი წიგნი + კალამი

ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ ამ წიგნში სხვადასხვა სირთულის სახალისო მათემატიკური თავსატეხებია მოცემული. მათი ამოხსნა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს გაუვარჯიშებს გონებას და

შეაყვარებს მათემატიკას.



დაწერე და წაშალე რიცხვები

წიგნი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც ახლა სწავლობენ რიცხვებს. იგი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით და საინტერესო ფორმატია ბავშვებისთვის რიცხვების შესასწავლად; თან ახლავს კალამი, რომლის დახმარებითაც ამ წიგნების გამოყენება მრავალჯერადად არის
შესაძლებელი.

ეს წიგნი ბავშვებს საშუალებას მისცემს, რომ ძალიან მოკლე დროში შეისწავლონ რიცხვები, მრავალფეროვანი და საინტერესო სავარჯიშოების დახმარებით. წიგნის თითოეული გვერდი გაფორმებულია ილუსტრაციებით და ამავდროულად, სავსეა დავალებებით.




დაწერე და წაშალე - შეკრება და გამოკლება

ამ წიგნის დახმარებით ბავშვები მარტივად ისწავლიან შეკრებასა და გამოკლებას ოცის ფარგლებში. სავარჯიშოებით და ილუსტრაციებით გაფორმებული გვერდები, ასევე ფლომასტერი, რომელით ნაწერიც მარტივად იშლება, სწავლას უფრო სახალისოს გახდის.




„მოძრავი რიცხვები - 1 2 3“
ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და მოძრავი ფერადი რიცხვების – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ არაერთ სახალისო და შემეცნებით მათემატიკურ აქტივობაში ჩართვას.
„მოძრავი რიცხვები – 1 2 3" საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვებმა ადვილად ამოიცნონ და დაიმახსოვრონ ციფრები, შეძლონ საგნების რაოდენობების აღქმა და მათი რიცხვებით გამოსახვა.





 საბავშვო საგანმანათლებლო რესურსის „მაგნიტური მოძრავი რიცხვები – 1 2 3-ის “ და "მაგნიტური ანბანი ABC "-ის" დახმარებით თქვენი პატარები უფრო მარტივად შეძლებენ თვლასა და მარტივი მათემატიკური მოქმედებების შესრულებას და გაეცნობიან ინგლისურ ანბანს.

შეფუთვებში დაგხვდებათ წიგნი და მაგნიტური მოძრავი რიცხვები და ანბანი




იცის თქვენმა პატარამ ქართული ანბანი? ეს ილუსტრირებული წიგნი ქართული ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ისე პირველკლასელებს. ანბანის რიგზე დალაგებული სიტყვები და მხიარული ნახატები მათ მხოლოდ ქართული ასოების შესწავლას კი არ გაუადვილებს, ლექსიკასაც გაუმდიდრებს.




წიგნი ინგლისური ანბანის შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. ანბანის გარდა, წიგნი მოიცავს ილუსტრირებულ ლექსიკონსაც, რომლის დახმარებით ბავშვები ისწავლიან ინგლისურ სიტყვებს.




ეს წიგნი რაოდენობების შესწავლაში დაეხმარება როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე პირველკლასელებს. აჩუქეთ თქვენს პატარას ეს ილუსტრირებული წიგნი, გააცანით ციფრები, დაათვლევინეთ ფერადოვანი ნახატები და შეასწავლეთ 20-მდე რაოდენობები.


კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა