ათი ბრწყინვალე წიგნის ათი ბრწყინვალე ეკრანიზაცია ათ წლამდე ბავშვებისათვის და არა მარტო

12.04.2021

დავა იმაზე წიგნი უკეთესია თუ ფილმი ყოველთვის იყო და იქნება, არც ჩვენ ვაპირებთ ამაზე თქვენთან დავას, მაგრამ გვინდა გაგიზიაროთ ბრწყინვალე ეკრანიზაციები, ბრწყინვალე წიგნებისა. ჩამონათვალი უსასრულო და მრავალფეროვანი იქნება, ისეთივე მრავალფეროვანი როგორიც მკითხველის გემოვნება და ტიპია. მაგრამ თუ აქედან რომელიმე არ იცის თქვენმა შვილმა, ან რომელიმე ეკრანიზაცია არც თქვენ გინახავთ მოიმარაგეთ წიგნები, შემდეგ პოპკორნი და ჩაუჯექით მრავალფეროვან, ამაღელვებელ და საინტერესო ეკრანიზაციებს და თუ რამე შთაბეჭდილებებსაც სიამოვნებით მოვისმენთ. მაშ ასე დავიწყოთ.

პატარა პრინცი დიდ ეკრანზე – ცისიქითელის ბლოგი

პატარა პრინცი

ფილმი დაფუძნებულია ანტუან ეგზიუპერის ნაწარმოებზე. ფილმი იწყება პილოტის ავარიული დაშვებით საჰარას უდაბნოში. იგი დაუმეგობრდა პატარა პრინცს პლანეტა ასტეროიდ ბი-612 დან. მან მოისმინა პატარა ბიჭის ისტორიები მისი მოგზაურობიდან.

ამ ბრწყინვალე წიგნის ეკრანიზაციის რეჟისორი მარკ ოსბორნია, რომელიც უკვე ცნობილია ანიმაციური ფილმით “კუნგ ფუ პანდა” .
ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის ფესტივალზე შედგა და დადებითი გამოხმაურება პოვა. ჩაუჯექით ოჯახთან ერთად და ისიამოვნეთ.


Harry Potter 1 Harry Potter and the Stone affiche cinéma Wall Art of the  Wise: Amazon.de: Küche & Haushalt


ჰარი პოტერი - 7 წიგნი და 8 ფილმი

არც ფილმს და არც წიგნს წინასიტყვაობა ან აღწერა არ სჭირდება, ეს არის მეგობრობის, ურთიერთობის და ფანტაზიის უსასრულო სამყარო, რომელიც ყოველ თხუთმეტ წამში ერთხელ კიდევ ერთ სრულიად ახალ ადამიანს აქცევს საკუთარი გავლენის ქვეშ. ჯოან როულინგის გახმაურებული ბესტსელერის ეკრანიზაცია ვაღიაროთ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაციაა.


Stuart Little (1999) - Rotten Tomatoes

 სტიუარტ ლითლი
თუ თქვენ 2000-იანების წარმომადგენელი ხართ, შეიძლება ვერც კი წარმოიდგენდით რომ აღნიშნული ეკრანიზაცია წიგნზეა დაფუძნებული.
წიგნის ავტორი ე.ბ. უაითი ნიუ-იორკში, მაუნტ-ვერნონში დაიბადა. 1921 წელს კორნელის უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ კი ბევრი იმოგზაურა, სხვადასხვა საქმეს მოჰკიდა ხელი. ბოლოს, ჟურნალ „ნიუ-იორკერში“ დაიწყო მუშაობა. მეინში მდებარე ფერმაში უაითს ცხოველები ჰყავდა და ზოგი მათგანი მისი მოთხრობებისა და წიგნების პერსონაჟებად იქცა. 1970 წელს მას ლაურა ინგალს უილდერის პრიზი მიენიჭა, რომელსაც ამერიკის ბიბლიოთეკათა ასოციაცია ხუთ წელიწადში ერთხელ ანიჭებს მწერლებს საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი დიდი და მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
სტიუარტ ლითლი ჩვეულებრივი თაგვი როდია. მორიდებული და ფიქრიანი სტიუარტი თავგადასავლების დიდი მოყვარული გახლავთ. როცა მისი საუკეთესო მეგობარი, პაწია ჩიტუნა, სახელად მარგალო, სადღაც გაქრა, სტიუარტი გზას გაუდგა და თავგადასავლებისა და მარგალოს საძებრად გაემართა. ნეტავ, იპოვის თუ ვერა?
აუცილებლად გაეცანით აღნიშნულ ნაწარმოებს შემდეგ კი ჩაუჯექით არანაკლებ საინტერესო და თავბრუდამხვევ ეკრანიზაციას.

Paddington (2014) - IMDb


მაიკლ ბონდი ბრიტანელი საბავშვო მწერალია, რომელმაც დათვი პადინგტონის თავგადასავლებით გაითქვა სახელი. მაიკლ ბონდის წიგნები მრავალ ენაზეა თარგმნილი. პირველი ქართული თარგმანი 2016 წელს „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.
დათვი პადინგტონი ინგლისში შორეული პერუდან ჩამოვიდა. მისტერ და მისის ბრაუნებმა ის პირველად რკინიგზის სადგურზე ნახეს და მას შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ჩვეულებრივი დღეები არაჩვეულებრივ თავგადასავლებად იქცა, რადგან მათთან ოჯახის ახალი წევრი, პადინგტონი დასახლდა. 

პადინტონის თავგადასავლები, უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, მთელი მსოფლიოს ბავშვებს უხალისებენ ცხოვრებას. ამ სასაცილო და კეთილი ამბების წაკითხვა ახლა უკვე ქართულ ენაზეც შესაძლებელია.

ჩაუჯექით ბრწყინვალე ნაწარმოებს და შემდეგ არაჩვეულებრივ ეკრანიზაციას, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება.





Adorable Character Posters For CHRISTOPHER ROBIN Feature Winnie The Pooh  and His Friends — GeekTyrant | Christopher robin movie, Robin movie,  Christopher robin

"ვინი პუჰი" ყველა ბავშვისთვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. ოთხი ჯადოსნური მოთხრობა, რომელიც გიამბობთ ყველასათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს.
დათუნია ვინიმ თავისი სახელი, ისევე როგორც პერსონაჟების უმეტესობამ, ალან მილნის ვაჟიშვილის — კრისტოფერ რობინ მილნის სათამაშოებისაგან მიიღო (გამონაკლისები არიან ბუ და კურდღელი). თავად ალანის ვაჟიშვილი კი, კრისტოფერ რობინის პერსონაჟის პროტოტიპი იყო. ამჟამად კრისტოფერ რობინის სათამაშო დათვი გამოფენილი არის ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ ფილიალში.
ნაწარმოებზის მიხედვით უამრავი ეკრანიზაციაა შექმნილი, გირჩევთ ნახოთ "ნახვამდის კრისტოფერ რობინ" რომელიც ვინის შექმნის ისტორიას საოცრად გულისამაჩუყებლად და ემოციურად გიამბობთ.



latest (1358×2037) | Peter pan disney, Best disney movies, Peter pan dvd

პიტერ პენი

თუ ფანჯარასთან დაყრილ ფოთლებს შეამჩნევ, ესე იგი, ღამით შენს ოთახში პიტერ პენი იყო – საოცარი ბიჭუნა… ერთხელ ის დარლინგების სახლს ესტუმრა. პატარა ვენდი დარლინგი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი უცნაური ბიჭი მიფრინდებოდა მის საწოლთან და ამ ბიჭთან ერთად კუნძულს მოინახულებდა… რომელ კუნძულს? როგორ გაჰყვა? რომელი გზით ან როგორ წავიდნენ? იქ ვინ ნახეს და რა გადახდათ?

ამ ყველაფერს შეიტყობ, თუ პიტერ პენსა და ვენდის უცნაურ კუნძულზე გაჰყვები.

წაიკითხე და ჩაუჯექი ბრწყინვალე ანიმაციას, რომელიც დისნეიმ შექმნა.



Alice in Wonderland (2010) | Alice in wonderland poster, Alice in wonderland  original, Walt disney animated movies


ლუის კეროლის განუმეორებელ სამყაროში მოხვედრა ნებისმიერ მკითხველს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ჰპირდება. 
„ელისი“ მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ურთულეს სათარგმნელ წიგნად ითვლება და მთარგმნელისგან დიდ პროფესიულ ოსტატობას, ფანტაზიასა და გამომგონებლობას მოითხოვს. წაიკითხეთ და ჩაუჯექით დისნეის ბრწყინვალე სამსახიობო ჯუფით შემდგარ ეკრანიზაციას, რომელიც არავის გულგრილს არ დატოვებს.


25 ქართული ყველაზე მაღალ შეფასებიანი ფილმი IMDB-ზე ( 25-11) - Moviepedia.Ge

"მაგდანას ლურჯა"

ეკატერინე გაბაშვილის უკვდავ მოთხრობებზე არაერთი თაობაა აღზრდილი. მისი ყველასათვის საყვარელი საყმაწვილო მოთხრობებია: "ჩვენი კაკლის ხე", "ხატაურა ჩემია", "როგორ მიეგება სვიმონიკა ახალ წელს", "ოჯახის ბურჯი", "უსინათლო ლექსო" და სხვა. ასევე მოთხრობა "მაგდანას ლურჯა", რომლის მიხედვით ფილმიცაა გადაღებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს. გაბაშვილის მოთხრობების გმირი ბავშვები – როგორც გლეხების, ისე წარჩინებულთა შვილები, ალალ-მართალნი, მეგობრულები, გამტანები და შრომისმოყვარეები . წაიკითხეთ და ჩაუჯექით სევდიან, სიკეთითა და იმედით სავსე ეკრანიზაციას, რომელი 1955 წელს გამოვიდა და რეჟისორი თენგიზ აბულაძეა



ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ამ სიაში ამ ფილმის ნახვა უცნაურია, მაგრამ დღეს თოვლის გუნდაზე უამრავი წიგნია.

„მე წვიმად მოვალ“ — 1986 წლის ქართული ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაღებულია რეჟისორ გოგი კასრაძის მიერ. შექმნილია დოდო თოფურიას სცენარის მიხედვით. დამდგმელი მხატვარი, — ირინა ბარანოვა, კინოოპერატორი ვიოლეტა ქაროსანიძე, — კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია. ფილმის სიუჟეტი მუსიკალურ ფონზეა აგებული.
ანიმაციური ფილმი „მე წვიმად მოვალ“ — მოგვითხრობს თოვლის გუნდასა და პატარა გოგონას მეგობრულ ურთიერთობაზე.

ღრუბელს მოწყვეტილი თოვლის გუნდა სრულიად მარტო აღმოჩნდება მთებში. იგი თავს მარტოდ გრძნობს და ცდილობს ვინმეს ეთამაშოს. ის მთის წვერზე შენიშნავს ფრინველს, მაგრამ როგორც კი უახლოვდება მას ის იმთავითვე წყდება ადგილს. დამწუხრებული თოვლის გუნდა ლოლუას მოწყვიტავს და ლოლუებზე დაიწყებს დაკვრას. მას სიმღერით აჰყვება პატარა გოგონა. ამ ჯადოსნური ხმით მოხიბლული თოვლის გუნდა მთიდან მიწაზე ჩამოგორდება გოგონასთან. ისინი დამეგობრდებიან; ცეკვავენ, თამაშობენ, მღერიან.

მზის გამოსვლასთან ერთად თოვლის გუნდა დნობას დაიწყებს. გოგონა თოვლის მოსატანად გაიქცევა, მაგრამ ამასობაში თოვლის გუნდა დადნება. დამწუხრებული გოგონა შინ დაბრუნდება და ფანჯარაში დაიწყებს ცქერას. შემდეგ წვიმა წამოვა და გოგონა მიხვდება, რომ ეს წვიმა მისი მეგობარი — წვიმად გადაქცეული დამდნარი თოვლის გუნდაა.
აღნიშნული ანიმაცია დღესაც პუპულარულია და გმირის მიხედვით ისევ იქმნება ისტორიები, წიგნები და სათამაშოები.


KiketiSchool


"იავნანამ რა ჰქმნა"

დიდი ქართველი პედაგოგისა და საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის  მშვენიერი, საოცრად ჰუმანური მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა“ჩვეული სიმარტივითა და მაღალმხატვრულობით აღწერს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს და გვიყვება ცნობილი ისტორიული პირების შესახებ. ბრწყინვალე ნაწარმოების მიხედვით 1994 წელს რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ გადაიღო უკვდავი ფილმი, რომელიც საოცარი მსახიობების, კადრების და მუსიკის წყალობით უდიდესს სიამოვნებას მოგგვრით და ამ ფილმსაც კიდევ ბევრჯერ დაუბრუნდებით, არ გადადოთ ახლავე ჩაუჯექით შვილებთან ერთად ჯერ წიგნს და შემდეგ ფილმს. 


კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა