ათი წიგნი ათ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის

07.04.2021

ათი წიგნი ათ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. თუმცა ჩამონათვალის ცვლილება ან გაგრძელება მუდმივად შესაძლებელია. გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საბავშვო წიგნებს პატარა  მკითხველებისათვის და თუ ჯერ არ გაქვთ აღნიშნული გამოცემები ეს და სხვა მრავალი წიგნი შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი საიტიდან. მოდი დავიწყოთ.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი – საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი.
როგორც ცნობილია, ეგზიუპერი მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სამხედრო პილოტად მსახურობდა და ამიტომ მიიჩნევენ, რომ მის ამ ალეგორიულ მოთხრობაში სწორედ საავიაციო გამოცდილებიდან მიღებული დეტალებია ჩართული. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.
საფრანგეთში ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს ნაწარმოები XX საუკუნის საუკეთესო წიგნად აღიარეს. იგი თარგმნილია 250-ზე მეტ ენასა და დიალექტზე, მათ შორის, ბრაილზეც.

გამოიწერე ჩვენი საიტიდან


ასტრიდ ლინდგრენისთვის ერთხელ შვილს უთხოვია, პეპი გრძელწინდას ამბები მომიყევიო. აი, ასე გაჩნდა ამქვეყნად ყველაზე მხიარული, კეთილი, ლაღი და ძლიერი გოგო.

ცხრა წლის პეპი – პეპილოტა დელიკატესა ჟალუზინა რუკოლპიტნა გრძელწინდა, კაპიტან ეფრაიმის ასული – ცხენთან და მაიმუნთან ერთად ცხოვრობს პატარა ქალაქის გარეუბანში, ძველისძველ სახლში. ის არც სკოლაში დადის, არც გამრავლების ტაბულა იცის და სუფრასთან მოქცევის წესებიც ეშლება, მაგრამ მერე რა! სამაგიეროდ, ოქროს გული აქვს: მოწყენილებს ამხიარულებს, ცხოველებისა და პატარების მჩაგვრელებს რისხვად ევლინება, გასაჭირში ჩავარდნილებს კი დაუფიქრებლად ეხმარება.

წაიკითხეთ ცნობილი შვედი მწერლის კლასიკად ქცეული წიგნი „პეპი გრძელწინდა“ და აუცილებლად შეგიყვარდებათ ეს უცნაური გოგო.

გამოიწერე ჩვენი საიტიდან




გსმენია რამე შესაშური ზომა-წონის, თვალტანად, დარბაისელ მამაკაცზე? ეს კარლსონია – უჩვეულო კაცუნა, რომელიც ზურგზე მიმაგრებული პროპელერით დაფრინავს და სახურავზე შემოსკუპებულ პატარა, მწვანედარაბებიან სახლში ცხოვრობს. ერთ მშვენიერ დღეს კარლსონი ბიჭუნა სვანტეს ესტუმრება და იმ დღიდან იწყება მათი მხიარული, ოინებითა და ხიფათით სავსე თავგადასავლები. შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ეს საოცარი წიგნი ბიჭუნასა და კარლსონის უბადლო, შესაშურ მეგობრობაზე გიამბობს და ძალიან სასაცილო, დაუვიწყარი ამბების ორომტრიალში ჩაგითრევს.

გამოიწერე ჩვენი საიტიდან




ქონდარეთის ჯიუტმა და ძილისგუდა უფლისწულმა სიზმარში ნანახ ციცინათელების მწყემსთან თამაში მოინდომა. ღამის შიკრიკებმა ციცინათელების მზეთუნახავი მწყემსი მოიტაცეს და უფლისწულს მიჰგვარეს. მეგობრის გადასარჩენად სალამურამ ქვეყნიერება მოიარა და რა არ გადახდა თავს – ჯამბაზობაც ისწავლა და მუშტი-კრივიც… წაიკითხე ყველა დროის საუკეთესო ქართული ლიტერატურული ზღაპარი – არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ – და უფრო მეტს შეიტყობ სიკეთესა და მეგობრობაზე.

გამოიწერე ჩვენი საიტიდან




რევაზ ინანიშვილი ამბობდა, რომ ბავშვებს სიყვარული და სიბრალული პატარაობიდანვე უნდა გავუღვივოთ, რათა სხვა ღირებულებები თავისთავად ჩამოყალიბდეს მათ სულშიო. მისი ყველა მოთხრობა ამ მოსაზრების დასტურია. ამ წიგნით გაიცნობთ ოთხი წლის ბიჭუნა ბიბოს, რომელსაც დიდი ადამიანივით აწუხებს საფიქრალ-სადარდელი; შიო პაპას, რომელსაც თავისი სახედარი მსოფლიოს ყველა საუკეთესო ავტომობილს ურჩევნია; თეთრცხვირიან და შავცხვირიან ციყვებს, პატარა მელუკას, რომელსაც საოცარი თავგადასავალი გადახდება…

რევაზ ინანიშვილის სამყაროში შებიჯებისთანავე მიხვდებით, რას ნიშნავს სიკეთე, უბრალოება და სილამაზე. როგორ უნდა იყოთ სულ მცირე რამით გახარებული და ბედნიერი

გამოიწერე ჩვენი საიტიდან




ნორვეგიელი მწერალი ქალის, ანე-კატარინე ვესტლის მიერ შექმნილი ზღაპრების მთელი სერია ღარიბ, მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახებზე, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბავშვებისთვის საყვარელი საკითხავია, „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ კი ამ სერიის პირველი წიგნია.

„…დედა, მამა და მათი რვა შვილი ცხოვრობდნენ ნორვეგიის ერთი უშველებელი ქალაქის ცენტრში, ქვითკირის მაღალ სახლში. ოჯახი ხომ ასეთი დიდი იყო, ბინა კი ერთი ციდა ჰქონდათ – სულ ერთი ოთახი და სამზარეულო…“ – მოგვითხრობს ვესტლი.

დარწმუნებული ვარ, ყველა ბავშვს აინტერესებს ამ პაწაწინა ბინაში მცხოვრები დიდი ოჯახის საოცარი თავგადასავალი, სადაც რვა ბავშვსა და დიდედასთან ერთად ცხოვრობს საბარგო მანქანა და ძაღლი, სახელად „სამოვრის მილი“.

გამოიწერე ჩვენი საიტიდან




ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილია ვაჟა-ფშაველას რჩეული მოთხრობები, რომლებშიც მწერალი დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს გასულიერებული ბუნების სურათებს, მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს; გადმოსცემს ცხოველების, ფრინველებისა და  მცენარეების „განცდებს“, ქმნის პერსონაჟთა კოლორიტულ სახეებს… მისი მოთხრობების პერსონაჟ ცხოველებს ადამიანების მსგავსად შეუძლიათ ფიქრი, განსჯა თუ ოცნება; მათთვის „უმაღლესი ადამიანური გრძნობებიც კი უცხო არ არის“.

„სათაგური“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, „ქუჩი“, „სვავი“, „პაპას მსოფლიო ფიქრები“… უდავოდ უნიკალური ნიმუშებია ქართული კლასიკური პროზისა. თხრობის სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა ადვილი აღსაქმელია მოზარდი მკითხველისათვის, ხოლო ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციები განსაკუთრებულ ელფერს სძენს ვაჟას გმირებს.




"უკვე 20 წელიწადზე მეტია ბატონი გურამი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს", _ აცხადებენ გამომცემლობა "პალიტრა L"-ში. წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა. გურამ პეტრიაშვილის თქმით, წიგნი "პატარა ქალაქის ზღაპრები" "ყველასთვის არის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს".

გამოიწერე ჩვენი საიტიდან



ამ წიგნში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის რჩეული მოთხრობები პატიოსან, მშრომელ, გულწრფელ ადამიანებზე. ამ ნაწარმოებებში ცხოველები და ფრინველებიც კი სიყვარულითა და სიკეთით სავსენი არიან. წიგნში შეხვდებით ბებერ ბუებს, რომლებმაც თავიანთ ფრთებქვეშ შეიფარეს და გაყინვას გადაარჩინეს პატარა ბიჭუნა; ასტრონომობაზე მეოცნებე მამაც ბიჭს, შიოს, რომელმაც საშინელ ავდარში ვაჟკაცურად გადალახა ადიდებული მდინარე; გულისხმიერ მასწავლებელს, რომელმაც პატარა, ღარიბ მოსწავლეს გული ნუგეშითა და რწმენით გაუთბო. წაიკითხეთ და თქვენც გაითბეთ გულები სიყვარულით, იმედით, ღვთიური და ადამიანური სიკეთით სავსე ამ არაჩვეულებრივი მოთხრობებით.

გამოიწერე ჩენი საიტიდან


ზაფხული დადგა და ცნობილი ხუთეული კვლავ ერთად იკრიბება. არდადეგებს მეგობრები ამჯერად კარვებში ატარებენ. ყველას ძალიან უხარია, მშობლებმა ამის ნება რომ მისცეს. დამოუკიდებლად ცხოვრობენ, პრ ოდუქტს მეზობელ ფერმაში ყიდულობენ, საჭმელს თავად ამ ზადებენ და გარემოს შესწავლას ცდილობენ. ვისაც ხუთეულის შესახებ რამე სმენია, აუცილებლად მიხვდება, რომ ასეთი ზაფხულ ი თავგადასავლების გარეშე ვერ ჩაივლის . ამჯერად ბავშვები მოჩვენება-მატარებლის უცნაურ საიდუმლოს გაარკვევენ და კიდევ ერთ მეგობარს შეიძენენ.


გამოიწერე სერიის წიგნები ჩვენი საიტიდან


კომენტარები

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
ათი წიგნი ათ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის